სხვა ამერიკელმა მამაკაცმა თავისი გაუჩინარების ინსცენირება მოაწყო და სავარაუდოდ უზბეკეთში გაიპარა ქალთან 2024, 12 ნოემბერი, 18:37 ![]() სამი შვილის მამა რაიან ბორგურდტი 12 აგვისტოს გაუჩინარდა. მან გრინ ლეიკზე(მწვანე ტბა)კაიაკით გაცურა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი ავტომობილი იქვე ტბასთან მიტოვებული იპოვეს. რვაკვირიანი აქტიური ძებნის შემდეგ, ტბაზე ამობრუნებული კაიაკი და მაშველი ჟილეტი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ მრავალშვილიან მამას ეკუთვნოდა. მოგვიანებით უცნობმა მეთევზემ მწვანე ტბიდან ბორგვარდის ანკესი, საფულე, გასაღებები და მართვის მოწმობა ამოიღო. ![]() პოლიციამ უფრო ძირეულად შეუდგა საქმის ძიებას და დაადგინა, რომ მაისში ბორგურდტმა შეიტანა განცხადება პასპორტის დაკარგვის შესახებ, რის შემდეგაც მიიღო ახალი დოკუმენტი. გაუჩინარებამდე მან თანხები გადარიცხა უცხოურ ბანკში, შეცვალა ელექტრონული ფოსტის მისამართი, აიღო სადაზღვევო პოლისი 375 ათას დოლარად და ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა უზბეკეთში ქალთან. გარდა ამისა, მწვანე ტბაზე წასვლის წინა დღეს მან გაასუფთავა კომპიუტერის მყარი დისკი და დათვალიერების ისტორია. ![]() ბორგურდტის საქმეზე პასუხისმგებელმა შერიფმა გაქცეულ მამაკაცს ცოლ-შვილთან დაკავშირება სთხოვა. ”ჩვენ გვესმის, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ არის ოჯახი, რომელსაც სურს მამის დაბრუნება, ” - განაცხადა მან. 89 2-ს მოსწონს
|