ბიოგრაფია "გენიოსების უბადლო პაროდისტი" 12 ნოემბერი, 18:29 დღვანდელ სტატაში მინდა გიამბოთ ადამიანზე, რომელმაც ყველანაირი გაგებით წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ხელოვნებაში, ოღონდ იყო თუარა იგი გენია ამის დადგენა თქვენთვის მომინდია. მაშ ასე, დავიწყოთ !
"პერსპექტიული ნიდერლანდელი მხატვარი, რომელსაც აღიარება სურდა"
ჰან ვან მეგერენი ხელოვნების ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ნიჭიერი გამყალბებელი, რომლის ნამუშევრებმაც დააბნია ხელოვნების ექსპერტები, შეაფერხა სახელოვნებო ბაზარი და ნამდვილი თავისტკივილი გაუჩინა მუზეუმის მესვეურებს. მიუხედავად უზარმაზარი ნიჭისა, ვან მეგერენის შესავალი ხელოვნების სამყაროში, დაბრკოლებებით სავსე გახლდათ. .
1923 წელს მეგერენმა გამოფინა თავისი პირველი ავთენტური ნახატების სერია და დახატა "მომღმარი კავალერი " და "ირმის ნუკრი" ფრანც ჰალსის სტილში, თუმცა მის ამ ქმედებას საკმაოდ დიდი კრიტიკა მოყვა თან .
იმდროინდელმა ჰოლანდიელმა კრიტიკოსებმა მას ნიჭიერი ტექნიკოსი უწოდეს და დასძინეს, რომ მეგერენს აქვს ყველა სათნოება ორიგინალობის გარდა. ვინ იცის, შეიძლება სწორედ ამ დროს დაიბადა ნიჭიერი მხატვრის გონებაში იდეა, რომელმაც იგი შემდგომ მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანად აქცია . მან შეიმუშავა გეგმა, რომლის საშუალებითაც გააყალბებდა ცნობილი ავტორების ტილოებს და რაც მთავარია მას ვერავინ მიუხვდებოდა. "კაცი სარკის მიღმა" მეეგერენი დაიბადა 1889 წლის 10 ოქტომბერს, დევენტერში, როგორც ჰენრიკუს ანტონიუსი (ცნობილია როგორც ჰანი) ვან მეგერენი, იგი გახლდათ ავგუსტა ლუიზა ჰენრიეტასა და ჰენდრიკუს იოჰანეს ვან მეგერენის მესამე შვილი. მისი მკაცრი მამის სურვილის დაცვით, რომელიც მას არქიტექტურის შესწავლისკენ მოუწოდებდა, ჰან ვან მეგერენი ჩაირიცხა დელფტის ტექნოლოგიის უნივერსიტეტში და მიიღო ცოდნა ხატვისა და ფერწერის შესახებ. მან ასევე დაასრულა არქიტექტურული კოლეჯი და მიუხედავად იმისა, რომ უარი თქვა საბოლოო გამოცდების ჩაბარებაზე, ვან მეგერენმა მაინც აჩვენა ყველას მისი არქიტექტურული ნიჭი, როდესაც შექმნა მაკეტი დელფტის ნიჩბოსნობის კლუბისთვის. 1912 წელს ვან მეგერენმა სწავლა დაიწყო ჰააგის ხელოვნების სამეფო აკადემიაში. წლების დასჭირდა მას, მისი მეთოდების სრულყოფისათვის. ვრცელი კვლევების შემდეგ, ვან მეგერენმა შეიმუშავა ტექნიკა, რომელიც იყენებდა სხვადასხვა ნედლეულს, მაგალითად როგორებიცაა : ინდიგო და ცინაბარი და რომელთა საშუალებითაც უამრავ ექსპერიმენტს ატარებდა, რათა მის მიერ შესრულებულ ნახატს მიეღო საუკუნებიით ადრინდელი ნახატისათვის დამახასიათებელი იერი . მან დახატა მე -17 საუკუნის ორიგინალი ტილოები, რომლთა შექმნისასაც ზედმიწევნით იყენებდა სპეციალურად შემუშავებულ საღებავებს, რომლებიც ბაძავდნენ ორიგინალი მხატვრის სასურველ არჩევანს . საღებავთა სწორი ნაზავის ფორმულის პოვნა, უფრო რთული აღმოჩნდა ნახატების დაძველების ტექნიკის შემუშავებასთან შედარებით . ნიჭიერმა ჰოლანდიელმა აქაც მიაგნო გამოსავალს, მოაწყო რა სახლში, რამდენიმე საცხობი ქურა და ახლადშექმნილი ნახატების "გამოცხობას" შეუდგა. 1937 წელს მხატვარმა შექმნა თავისი ყველაზე დიდი შედევრი, "The Supper at Emmaus" (ვახშამი ემაუში) რომელიც მან მეგობარს აჩუქა და სთხოვა მას ეჩვენებინა იგი იმდროინდელიი ცნობილი ხელოვნებათმოცნდე აბრაამ ბრედიუსისთვის, ხელოვნების ისტორიკოსი და ვერმეერის ექსპერტი "დაბრმავდა" ნამუშევრის დანახვისას და აღიარა იგი როგორც ვერმეერის უკვდავი ტილო . ჰანი მიხვდა რომ ამით ძალიან დიდი ფულის შოვნა შეეძლო, მაგალითად " ვახშამი ემაუში", დღევანდელი საწონით დაახლოებით 4 640 000 ევროდ შეფასდა . ასე, წლების მანძილზე, გრძელდებოდა მეგერენის შთამბჭდავი და თავბრუდამხვევი კარიერა . მისი შემოსავლებიც კოლოსალურად იზრდებოდა. მორე მსოფლიო ომის მსველობისას მდიდარ ნიდერლანდელებს არ სურდათ ავთენტური ქონება ხელში ნაცისტებს ჩავარდნოდათ და ქაოტურად ყიდულობდნენ ჰოლანდიელი ფერმწერების ტილოებს, მათ შორის რათქმაუნდა უხვად იყო ვითომდა ვერმეერის, სინამდვილეში კი მეგერენის ნამუშევრები, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მას ბრალი დასდეს ნიდერლანდური კულტურული მემკვიდრეობის ნაცისტებისთვის მიყიდვაში, რადგან რამდენიმე ტილო, მათ ცნობილი ნაცისტის, რაიხმარშალ ჰერმან გერინგის საკუთრებაში იპოვეს . მაშინდელი ჰოლანდიური კანონების მიხევდით მეგერენს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა და ავტორიც იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ისინი არა ორიგინალები, არამედ მის მიერ შექმნილი ფალსიფიკაციები იყო, ამისთვის მან ორკვირიანი შინა პატიმრობა ითხოვა და კვლავ ოსტატურად შეძლო ნახატების გაყალბება . საბლოოდ ნოდერლანდების სასამართლომ მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, თუმცა ისეთი მძიმე არა და მხოლოდ ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა მეგერენი დაკავებამდე გულის შეტევით გარდაიცვალა და ასე დასრულდა მსოფლიოში ნომერ პირველი ქურდის, აღმავლობითა და დაცემით სავსე ისტორია. და მაინც, იყო თუარა იგი გენიოსი? ... 51 შეფასება არ არის
|