სისხლის სამართალი "ადამიანის მკვლელობა არის უდიდესი კეთილშობილება და არა ბოროტება"-ჩარლ მენსონი-კრიმინალური არქივიდან 12 ნოემბერი, 13:53 დღევანდელ დღეს, 12 ნოემბერს(1934 წ.) ჩარლზ მენსონი მოევლინა ქვეყნიერებას, რომელმაც გასული საუკუნის 60-იანი წლების მეორე ნახევარში კალიფორნიაში ჩამოაყალიბა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სექტა უახლეს ისტორიაში. დაიბადა ცინცინატში, შტატი ოჰაიო, ა.შ.შ. 11 წლის ჩარლზის დედამ, რომელიც იმ დროს უკვე მეორედ იყო გათხოვილი(გვარი მას მამინაცვალმა მისცა.) ბავშვთა სახლში მიაბარა. 1955 წელს მენსონი პირველად დაქორწინდა და ამის შემდეგ მალევე პირველად მოხვდა ციხეში მანქანის გატაცების გამო. ამის შემდეგ მან კიდევ რამდენჯერმე ჩაიდინა დანაშაული, რის შედეგადაც 10 წელი იჯდა ციხეში. იგი 1967 წლის მარტში გაათავისუფლეს. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი "მოღვაწეობა". ციხიდან გამოსვლიდან მალევე მან გაიცნო გოგონა მერი ბრანერი, (მანამდე მენსონმა 2-ჯერ მოასწრო განქორწინება.) რომელიც მისი სექტის"ოჯახის" პირველი წევრი გახდა. ციხეში ყოფნისას მას ერთ-ერთმა დამნაშავემ გიტარაზე დაკვრა ასწავლა, მენსონს უნდოდა მუსიკალური კარიერა დაეწყო, რის გამოც იგი ლოს-ანჯელესში გაემგზავრა.ის დასახლდა სპენში-რანჩოები, სადაც ადრე ჰოლივუდი ვესტერნებს იღებდა.აქ მის "ოჯახს" ნელ-ნელა ემატებოდნენ წევრები, ისინი იღებდნენ ნარკოტიკებს, მღეროდნენ და ჯგუფური სექსით იყვნენ დაკავებულები. აქვე დაიწყო მან ქადაგება. მას სურდა რასობრივი ომი წამოეწყო ამერიკაში. ის ქადაგებდა, რომ "ადამიანის მკვლელობა არის უდიდესი კეთილშობილება და არა ბოროტება, რადგან ადამიანის სულს ხორცისგან განთავისუფლება და ზეცაში დამკვიდრება სურს".მან ამ "მისიას"-"Helter Skelter"-უწოდა.("ბიტლზის" სიმღერის მენსონისეური ინტერპრეტაცია.) 1969 წლის 8 აგვისტოს მენსონმა გამოუცხადა თავის სექტის წევრებს-"დრო მოვიდა".აქედან იწყება საზარელი დანაშაულების მთელი კასკადი. მენსონის და მისი თანამოაზრეების მიერ ზედიზედ წამებით იქნენ მოკლულები ჰარი ჰიმანი, სახლში შეუვარდნენ და წამებით მოკლეს 18 წლის სტივენ პერეტი, ოჯახში მომუშავე დამლაგებლის მეგობარი, ჯეი სებრინგი-ცნობილი სტილისტი, ებიგეილ ფოლგერი-მდიდარი მემკვიდრე, ვოიცეკ ფრიკოვსკი-რეჟისორ რომან პოლანსკის მეგობარი და რომან პოლანსკის ცოლი, 9 თვის ფეხმძიმე, მსახიობი-შერონ ტეიტი. ფოტოზე: ფეხმძიმე შერონ ტეიტი და სტილისტი ჯეი სებრინგი, 1969 წელის აგვისტო, უკანასაკნელი ფოტოსესია, ორიოდე დღეში მათ მენსონის სექტა სიცოცხლეს მოუსპობს. 9 აგვისტოს მენსონმა და მისი სექტის წევრებმა კიდევ ერთი თავდასხმა მოაწყვეს. წამებით დახოცეს პატარა მაღაზიების მფლობელები-ლენო და როზმარი ლა-ბიანკები.პოლიციამ ამჯერად მკვლელობის ადგილას აღმოაჩინა წარწერები:«RISE», «DEATH TO PIGS», ხოლო ლენოს მუცელზე ჰქონდა ამოტვიფრული-«HEALTER SKELTER»-ი და «WAR»-ი. 1969 წლის ოქტომბერში მენსონი და მისი "ოჯახის" წევრები დააკავეს.1972 წელს ხანგძლივი სასამართლო პროცესის შემდეგ სექტის 7 წევრს სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა შემდგომ სამუდამო პატიმრობით შეეცვალათ. ჩარლზ მენსონი წლების განმავლობაში მარტო იჯდა საკანში და ეკრძალებოდა სხვა მსჯავრდებულებთან კონტაქტი.2012 წლის 11 აპრილს მას მეთორმეტედ უთხრეს უარი შეწყალებაზე, გარდაიცვალა 2017 წლის 19 ნოემბერს 83 წლის ასაკში. მანამდე, 80 წლის ასაკში კინაღამ მესამედ დაქორწინდა 26 წლის გოგოზე-ეფტონ ბარტონზე, რომელიც ციხეში აკითხავდა სერიულ მანიაკს, თუმცა ბოლო მომენტში მენსონმა გადაიფიქრა დაქორწინება, როდესაც მიხვდა, რომ გოგონას ანგარება ამოძრავებდა: ეფტონი აპირებდა მენსონის სიკვდილის შემდეგ მისი სხეული მინის სარკოფაგში მოეთავსებინა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ მსურველებისათვის ეჩვენებინა. 711 1-ს მოსწონს
|