საქართველო
პირველი ჩვენება ნაციონალების წინააღმდეგ
2012, 23 ოქტომბერი, 19:54
გოგა ხაინდრავა ცოტა ხნის წინ შეხვდა ჟურნალისტებს და ბევრ საჭირბოროტო საკითხზე ილაპარაკა. მან გააკეთა საკმაოდ ბევრი განცხადება, რომლებიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ერთ-ერთი უმთავრესი ალბათ ისაა, რომ იგი გამოვიდა ინიციატივით და აცხადებს, რომ იქნება პირველი ადამიანი, ვინც ჩვენებას მისცემს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. საინტერესოა ის, თუ რამდენად დამაჯერებელ ფაქტებს წარადგენს იგი.