x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138394
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
პოდაგრის სიმპტომები, მკურნალობა და პრევენცია — რა უნდა იცოდეთ დაავადებაზე?
image

პო­დაგ­რა ართრი­ტის ერთ-ერთ გავ­რცე­ლე­ბულ ფორ­მას წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად მა­მა­კა­ცებ­სა და პოსტმე­ნო­პა­უ­ზურ ქალ­ბა­ტო­ნებ­ში გვხდე­ბა. ის ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის, კონ­კრე­ტუ­ლად კი პუ­რი­ნუ­ლი ცვლის დარ­ღვე­ვის შე­დე­გად ვი­თარ­დე­ბა. მის გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უწყობს სის­ხლში ხან­გრძლი­ვად მო­მა­ტე­ბუ­ლი შარ­დმჟა­ვას კონ­ცენ­ტრა­ცია, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში, ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კრის­ტა­ლიზ­დე­ბა და დე­პო­ნირ­დე­ბა სახ­სრებ­სა თუ რბილ ქსო­ვი­ლებ­ში. ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს შარდ-კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბაც.


პო­დაგ­რას შე­სა­ხებ თო­დუ­ას კლი­ნი­კის დიღ­მის ფი­ლი­ა­ლის რევ­მა­ტო­ლო­გი ნეს­ტან გვე­ტა­ძე სა­უბ­რობს:


რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს პო­დაგ­რას?


კლა­სი­კუ­რი, მწვა­ვე პო­დაგ­რუ­ლი ართრი­ტის შე­ტე­ვა ხა­სი­ათ­დე­ბა უე­ცა­რი (გან­სა­კუთ­რე­ბით ღა­მის სა­ა­თებ­ში) სახ­სრის შე­სი­ვე­ბით, ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლით, სი­წით­ლით და მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვით. აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმპტო­მე­ბი და­ა­ვა­დე­ბის და­სა­წყის­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ხა­ტუ­ლია ტერ­ფის პირ­ვე­ლი ე.წ. წი­ნა­ტერფ-ფა­ლან­გთა­შო­რი­სი სახ­სრის მი­და­მო­ში. შე­ტე­ვა შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს რამ­დე­ნი­მე დღი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რამ­დეც. შე­ტე­ვის შემ­დეგ სახ­სა­რი უბ­რუნ­დე­ბა პირ­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას და პა­ცი­ენტს შემ­დეგ შე­ტე­ვამ­დე არა­ნა­ი­რი ჩი­ვი­ლი არ აქვს.


არ­სე­ბობს თუ არა რა­ი­მე ტეს­ტი პო­დაგ­რის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სათ­ვის?


პო­დაგ­რის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე მე­თო­დი არ­სე­ბობს, მა­გა­ლი­თად სის­ხლში შარ­დმჟა­ვას კონ­ცენ­ტრა­ცი­ის გან­სა­ზღვრა. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­ტე­ვის დროს მისი დონე სის­ხლში შე­იძ­ლე­ბა იყოს ნორ­მის ფარ­გლებ­ში ან ნორ­მა­ზე და­ბა­ლიც, ამი­ტომ ტეს­ტი­რე­ბის­თვის ოპ­ტი­მა­ლუ­რი დრო უნდა შე­ირ­ჩეს რევ­მა­ტო­ლო­გის მიერ. გარ­და ამი­სა, პო­დაგ­რის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სახ­სრი­დან სი­ნო­ვი­ა­ლუ­რი სი­თხის ას­პი­რა­ცი­ით და მისი შემ­დგო­მი შეს­წავ­ლით პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი მიკ­როს­კო­პის სა­შუ­ა­ლე­ბით, სა­დაც აღ­მო­ვა­ჩენთ შე­სა­ბა­მი­სი ტი­პის კრის­ტა­ლებს.


რო­გორ ხდე­ბა პო­დაგ­რის მკურ­ნა­ლო­ბა?


პო­დაგ­რის მკურ­ნა­ლო­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და­ა­ვა­დე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე. მწვა­ვე პო­დაგ­რუ­ლი ართრი­ტის შე­ტე­ვის მო­სახ­სნე­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ისე­თი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უწყობს ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სის ჩაქ­რო­ბას. შემ­დგო­მი შე­ტე­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის კი ინიშ­ნე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სის­ხლში შარ­დმჟა­ვას დო­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბას იწ­ვევს. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ პო­დაგ­რის მარ­თვი­სას ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა აპუ­რი­ნუ­ლი დი­ე­ტის დაც­ვას, რაც გუ­ლის­ხმობს იმ საკ­ვე­ბის შე­ზღუდ­ვას, რომ­ლე­ბიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს პუ­რი­ნებს.


შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა პო­დაგ­რის პრე­ვენ­ცია?


იმის­თვის, რომ პო­დაგ­რა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს და იქ­ცეს ქრო­ნი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბად ხან­და­ხან ათე­ულ წელ­ზე მე­ტია სა­ჭი­რო. სის­ხლში შარ­დმჟა­ვას დო­ნის რე­გუ­ლა­რუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი, გან­სა­კუთ­რე­ბით რისკ ჯგუ­ფებ­ში, ხელს უწყობს ასიმპტო­მუ­რი ჰი­პე­რუ­რი­კე­მი­ის დრო­ულ გა­მოვ­ლე­ნას. ასიმპტო­მუ­რი ჰი­პე­რუ­რი­კე­მი­ის ადეკ­ვა­ტუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტი კი საგ­რძნობ­ლად გა­და­ა­ვა­დებს პო­დაგ­რუ­ლი ართრი­ტის დე­ბი­უტს.

R


0
65
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0