შოუბიზნესი
არაიდეალურები - ვარსკვლავები ფიზიკური ნაკლოვანებებით, რომელთა გამოც მათ საერთოდ არ რხვენიათ
გუშინ, 9:55
იყო სელებრითი არ ნიშნავს იყო სრულყოფილი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვარსკვლავი უნაკლო გარეგნობის შენარჩუნებას ბევრი საშუალებით ცდილობს, მათ გარეგნობაში მაინც არის ზოგიერთი ისეთი დეტალი, რაც პაპარაცების "წყალობით" გარეშე თვალისგან შეუმჩნეველი არ რჩება, მაგრამ მიუხედავად გარკვეული ნაკლოვანებებისა, ვარსკვლავები კვლავაც წარმატებით აგრძელებენ მუშაობას და საკუთარი შემოქმედებით მილიონობით თაყვანისმცემლის შთაგონებას, რაც მათ მაგალითზე კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ერთი შეხედვით, იდეალური გარეგნობა სულაც არ არის წარმატების მიღწევის ერთადერთი გზა.
ჯულია რობერტსი
ჯულიას უკიდურესად საკამათო გარეგნობა აქვს. ზოგისთვის ის ლამაზია, ბევრისთვის კი საკმაოდ შეუხედავი. არაპროპორციული პირი - გაღუნული ფეხები არ არის, რომლის დამალვაც შესაძლებელია, ამიტომ ის ყოველთვის იღიმება, რითიც ხაზს უსვამს ან ნაკლს ანდაც - ღირსებას.
კრისტინა აგილერა
ცნობილმა მომღერალმა და "გრემის" არაერთგზის მფლობელმა კრისტინა აგილერამ მსოფლიოში ყველაზე უღირსი ქირურგის პოვნა შეძლო. შეხედეთ მის მკერდს, ნაწიბურები და ასიმეტრია სახეზეა, ნუთუ ამის გამოსწორება შეუძლებელია?
დემი მური
ცოტა ხნის წინ, ის ლამაზმანებს თამაშობდა. დღეს კი, მთელი რიგი წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციების შემდეგ, მას მხოლოდ საშინელებათა ფილმებში თუ ვიხილავთ.
ჯენიფერ ლოპესი
ცელულიტს საშინელი ძალა აქვს. მთელი რიგი კოსმეტოლოგიური პროცედურების, სპორტდარბაზში მრავალსაათიანი დაუღალავი ვარჯიშისა და სწორი კვების შემთხვევაშიც კი ცნობილი ვარსკვლავები პრობლემური ზონებიდან მის მოშორებას მაინც ვერ ახერხებენ, თუმცა თუ სელებრითების ჩაცმულობას გადავხედავთ როგორ ჩანს, მათ ეს პრობლემა დიდად არც უნდა აწუხებდეთ.
ემი შუმერი
გასაოცარ გამოწვევებს აწყობენ ქალები. მარჯვნივ ფოტოზე ამერიკელმა მსახიობმა ემი შუმერმა საკუთარ გვერდზე სპეციალურად გააზიარა თავისი ბუნებრივი ფოტო და სრულიად ამაოდ, ვარსკვლავის თაყვანისმცემლები გაოცებულები დარჩნენ თუ რამდენად შეუხედავია ემი მაკიაჟის გარეშე.
სარა ჯესიკა პარკერი
სარა ჯესიკა პარკერის არც იმდენად სწორი ფეხები ჯერ კიდევ სერიალში "სექსი დიდ ქალაქში" შევამჩნიეთ, როდესაც მისი გმირი კერი ბრედშოუ მთელი სერიალის განმავლობაში სხვადასხვა სახის მინი ქვედაბოლოებით და შორტებით საკუთარ ნაკლს ხაზს კიდევ უფრო მეტად უსვამდა, თუმცა როგორც ჩანს, მსახიობს თავისი არც იმდენად სრულყოფილი ფეხები დიდად არც ანაღვლებს, მაგრამ მოდით, ვაღიაროთ რომ სხვანაირი კერის წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია. სერიალის ერთგულ მაყურებელს ვარსკვლავი თუნდაც მისი არც იმდენად სწორი ფეხებითა და სხვა ნაკლოვანებებით პირველი ნახვისთანავე მთელი გულით შეუყვარდა.