ქალი და მამაკაცი გოგონა ცოლად გაჰყვა ბიჭს, რომელსაც ტრავმის გამო დაავიწყდა, რომ დაშორდნენ 11 ნოემბერი, 18:26 ბიჭი თხილამურებით სრიალებდა და თავის არეში დაზიანება მიიღო, რის გამოც მეხსიერება დაკარგა. მას დაავიწყდა, რომ შეყვარებულს დაშორდა და განაგრძო მესიჯების მიწერა. 27 წლის ჯენა ბრადერსონი შტატი იუტადან (აშშ) 2020 წელს დაშორდა თავის ბოიფრენდ მიტჩელს. როდესაც ჯენა და მიტჩელი ერთმანეთს დაშორდნენ, ეს ორივესთვის სწორი გადაწყვეტილება ჩანდა. ისინი თითქმის ხუთი წელი იყვნენ ერთად, ამ ხნის განმავლობაში მათ მრავალი განსაცდელი გამოიარეს, მაგრამ, როგორც ეჩვენებოდათ, გრძნობები გაქრა და ყოველი დღე დაემსგავსა წინას. რუტინულმა საზრუნავმა, სამუშაომ და თავისუფალი დროის ნაკლებობამ თავისი ქნა: დაშორების გადაწყვეტილება რთული იყო, მაგრამ თითოეულ მათგანს მიაჩნდა, რომ დროა წინ გაეხედათ. ერთხელაც ახალგაზრდა მამაკაცი მთებში თხილამურებზე სასრიალოდ წავიდა, რის შედეგაც თავის არეში ტრავმა მიიღო, ექიმებმა ტვინის შერყევა და ნაწილობრივი ამნეზია დაუდგინეს. მიტჩელს დაავიწყდა, რომ ისინი დაშორდნენ და განაგრძო მესიჯების მიწერა, მეტიც ბიჭს ეგონა, რომ ისინი ისევ ერთად არიან. ჯენა იხსენებს, როგორ გამოჩნდა მიტჩელი ერთ საღამოს მის კართან ნაყინით ხელში, მას შემდეგ, როდესაც გოგონამ უთხრა, რომ კარგად ვერ იყო.ის გაოცებული იყო, თუ როგორი კეთილი იყო მისი ყოფილი ბოიფრენდი. ერთი კვირის შემდეგ გოგონა მიხვდა, რომ ენატრებოდა და სურდა კიდევ ერთი შანსი მიეცა. ერთ-ერთ პაემანზე ჯენამ სიმართლე უთხრა მიტჩელს, მაგრამ ამით მისთვის არაფერი შეცვლილა და მან განაგრძო ურთიერთობა. ხუთი თვის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ 2020 წლის სექტემბერში. "ჩვენ ახლა ორივე 27 წლის ვართ და როდესაც ადამიანები გვეკითხებიან ჩვენი სიყვარულის ისტორიაზე, სწორედ ამის თქმა გვსურს. ჩვენ ნამდვილად ვგრძნობდით, რომ უხილავი სიმები გვაკავშირებდა", - ამბობს წყვილი. 283 2-ს მოსწონს
|