x
მეტი
  • 27.11.2024
  • სტატია:138485
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512156
10 ცნობილი ისტორიული წყვილი, რომელიც ერთსა და იმავე დროს ცხოვრობდა

image


სრულიად დაუჯერებელია იმის წარმოდგენა რომ ზოგიერთი ცნობილი ისტორიული ფიგურა ერთსა და იმავე დროს ცხოვრობდა, ხოლო კიდევ უფრო გასაოცარია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი მათგანის დაბადება ერთსა და იმავე წელს ემთხვევა, და რაც არ უნდა სულელურად ჟღერდეს, სწორედ ეს ინფორმაცია იძლევა იმის წარმოდგენას, თუ რამდენად ასაკოვანია ზოგიერთი ცნობილი ადამიანი! თქვენ წინაშეა 10 ისტორიული წყვილი, რომელიც ამ სამყაროში ერთსა და იმავე დროს დააბიჯებდნენ.




ბუდასა და სოკრატეს ერთად ფილოსოფოსობა შეეძლოთ


image


ბუდა შაკიამუნის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ის ერთმნიშვნელოვნად გვევლინება ბუდიზმის დამაარსებლად და მის ცენტრალურ ფიგურად. ბუდას ცხოვრების ერთ-ერთი შესაძლო თარიღი დაახლოებით ძვ. წ. 480 - 400 წლებია, რაც ნიშნავს, რომ მისი ცხოვრება თითქმის იდეალურად ემთხვევა სხვა მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის - სოკრატეს ცხოვრებას. ბერძენი მოაზროვნე, რომელმაც პრაქტიკულად დასავლური აზროვნება განსაზღვრა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 470 წელს დაიბადა და სიკვდილით დასჯილი "სახელმწიფო შხამით" 399 წელს გარდაიცვალა.





მარტინ ლუთერ კინგი და ანა ფრანკი


image


1929 წლის 15 იანვარს დაიბადა ამერიკელი ორატორი და 1955 წლიდან სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერი მარტინ ლუთერ კინგი - უმცროსი, ხოლო 12 ივნისს ამ ქვეყანას მწერალი და ჰოლოკოსტის მსხვერპლი ანა ფრანკი მოევლინა, მართალია 1929 წელს სხვა მნიშვნელოვანი ფიგურებიც დაიბადნენ, თუმცა ეს ორი მათგანი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან თითოეული სხვადასხვა ეპოქას ეკუთვნის. ფრანკი ჰოლოკოსტის დროს გარდაიცვალა, ხოლო კინგი ამქვეყნიდან 60-იან წლებში წავიდა.





ნილ არმსტრონგი 17 წლის იყო, როცა ორვილ რაიტი გარდაიცვალა


image


ორვილ რაიტი - ძმებ რაიტებიდან ერთ - ერთი, შეგახსენებთ, რომ ცნობილმა ძმებმა რაიტებმა მსოფლიოში პირველი წარმატებული ფრენა საკუთარი თვითმფრინავით 1903 წელს განახორციელეს. გასაოცარია, რომ კაცობრიობას მხოლოდ 66 წელი დასჭირდა, ადამიანის მთვარეზე დასაშვებად, რაც იმას ნიშნავს, რომ ორვილის ცხოვრება ფაქტიურად მთვარეზე დაშვებული პირველი ადამიანის, ნილ არმსტრონგის ცხოვრებასთან გადაიკვეთა, მაშინ როდესაც უილბურ რაიტი 1912 წელს 45 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისმა უმცროსმა ძმამ, ორვილმა, რომელიც 1871 წელს დაიბადა, გაცილებით დიდხანს იცოცხლა, ის 1948 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა. 1930 წლის 5 აგვისტოს დაბადებული ნილ არმსტრონგი, უმცროსი რაიტის გარდაცვალების დროს 17 წლის იყო.





ლეონარდო და ვინჩი ქრისტეფორე კოლუმბზე ერთი წლით უმცროსი იყო


image


ლეონარდო და ვინჩი იტალიური რენესანსის პერიოდის განმსაზღვრელი ფიგურაა, ცნობილი იტალიელი მეზღვაური - მკვლევარი, ქრისტეფორე კოლუმბი კი ცნობილია, როგორც ამერიკის აღმომჩენი. შეიძლება ვიფიქროთ რომ და ვინჩი კოლუმბამდე დიდი ხნით ადრე დაიბადა, თუმცა სინამდვილეში ის მასზე მხოლოდ ერთი წლით უმცროსი იყო. კოლუმბი 1451 წელს გენუაში დაიბადა, ხოლო ლეონარდო სამყაროს იტალიის სხვა მხარეს, ვინჩიში, ერთი წლის შემდეგ, ანუ 1452 წლის 15 აპრილს მოევლინა.





აბრაამ ლინკოლნი 12 წლის იყო, როცა ნაპოლეონი გარდაიცვალა



image


აბრაამ ლინკოლნი ალბათ, ყველაზე მეტად იმით არის ცნობილი რომ მან დაასრულა სამოქალაქო ომი და დაეხმარა მონებს ამერიკაში თავისუფლების გზის გაკვალვაში. ის ასევე იყო სხვა მსოფლიო ლიდერის თანამედროვე, რომელიც ცნობილია რამდენიმე ომის მოგებით (და წაგებითაც) და ეს გახლავთ - ნაპოლეონ ბონაპარტი. ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტი 1809 წლის 12 თებერვალს კენტუკში, ერთ პატარა ხის ქოხში დაიბდა, აბრაამი ექვსი წლის იყო, როდესაც საფრანგეთის იმპერატორი ვატერლოოს ბრძოლაში იბრძოდა. ლინკოლნი 12 წლის იყო, როდესაც 1769 წლის 15 აგვისტოს კორსიკაში დაბადებული ნაპოლეონი 1821 წლის 5 მაისს გადასახლებაში გარდაიცვალა.





პაბლო პიკასომ ჯიმი ჰენდრიქსს გადაასწრო


image


ესპანელი მხატვარი და სკულპტორი, პაბლო პიკასო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა, ზოგისთვის გასაკვირიც კი იქნება ის ფაქტი, რომ მან თითქმის ყველა თავისი ნამუშევარი მე-20 საუკუნეში შექმნა. პიკასო 1881 წლის 25 ოქტომბერს დაიბადა და საკმაოდ დიდხანს, 1973 წლის 8 აპრილამდე იცოცხლა. მისი ცხოვრება რამდენიმე საინტერესო პერსონაჟთან იკვეთება. მათ შორის ერთ - ერთია ამერიკელი გიტარისტი ჯიმი ჰენდრიქსი, რომელიც როკ - მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და უდიდეს გიტარისტად არის აღიარებული. ჰენდრიქსი 1942 წლის 27 ნოემბერს დაიბადა და 1970 წელს საკმაოდ ახალგაზრდა (27 წლის) ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა.





ბეტი უაიტი 9 წლის იყო, როცა თომას ედისონი გარდაიცვალა


image


ბეტი უაიტი უყვარდათ მისი მარადიული ხიბლისა და "ოქროს გოგონას" უბერებელი სტატუსის გამო, ცნობილი ამერიკელი კომიკოსი 2021 წლის 31 დეკემბერს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1922 წლის 17 იანვარს დაბადებული უაიტი, ჯერ კიდევ მოზარდი იყო როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, და მისი ცხოვრება რამდენიმე მნიშვნელოვან ადამიანთან გადაიკვეთა. ერთ-ერთი მათგანი იყო ამერიკელი მეწარმე და ფონოგრაფის გამომგონებელი თომას ედისონი. ედისონი 1847 წლის 11 თებერვალს დაიბადა და 1931 წლის 18 ოქტომბრამდე იცოცხლა, რაც იმას ნიშნავს, რომ უაიტი სულ რაღაც ცხრა წლის იყო, როცა ცნობილი მეწარმე გარდაიცვალა. ორივე მათგანს შეეძლო შეხვედრა და ერთმანეთთან საუბარი. აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა დავიჯეროთ რომ ისინი ერთმანეთს მართლაც შეხვდნენ, თუმცა ფაქტი რომ ეს შეიძლებოდა რომ მომხდარიყო უკვე - საოცარია.




დედოფალი ელისაბედ II და მერილინ მონრო 1926 წელს არიან დაბადებულები


image


დედოფალი ელისაბედ II და მერლინ მონრო მე-20 საუკუნის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი "ქალის ხატია", თუმცა სრულიად განსხვავებული მიზეზების გამო. 1926 წლის 21 აპრილს დაბადებული დედოფალი ელისაბედი გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში არის პირველი მონარქი, რომლის მმართველობაც ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. მონროს, როგორც ჰოლივუდის დედოფლის მმართველობა კი, სამწუხაროდ, საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა. ნორმა ჯინ მორტენსონი დედოფლის დაბადებიდან თვენახევრის შემდეგ, 1926 წლის 1 ივნისს დაიბადა და 1962 წლის 5 აგვისტოს, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.




ვუდი ალენი და ელვის პრესლი ერთსა და იმვე წელს არიან დაბადებულები


image


ეს სკადალურად ცნობილი რეჟისორი 1935 წლის 30 ნოემბერს ბრუკლინში დაიბადა და 60-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე ფილმების გადაღებით არის დაკავებული. ალენი იმავე წელს დაიბადა, რომელშიც "როკ-ენ-როლის მეფედ" წოდებული ელვის პრესლი. მომღერალი სამყაროს 1935 წლის 8 იანვარს მოევლინა და 1977 წლის 16 აგვისტოს გარდაიცვალა, ანუ სწორედ მაშინ როდესაც ალენმა კარიერულ პიკს მიაღწია.





დონალდ ტრამპი 9 წლის იყო, როცა იოსებ სტალინი გარდაიცვალა


image


ცოტა ხნის წინ, ამერიკის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი მხოლოდ 9 წლის იყო, როდესაც 1953 წელს სტალინი გარდაიცვალა. მათ ცხოვრებასა და პოლიტიკურ კარიერაში მიუხედავად დიდი განსხვავებებისა, ორივე მათგანი არსებობდა ერთსა და იმავე ისტორიულ კონტექსტში - გლობალური ცვლილებებისა და ცივი ომის დროს. საინტერესოა იმის წარმოდგენა, რომ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი გარდაიცვალა.








0
304
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
304