შოუბიზნესი აგრესიული სექ@სუალურობა რატომ იყიდება უკეთ? 15 ნოემბერი, 15:13 მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან. ბოლო დროს განსაკუთრებულად იმატა ვარსკვლავების არა მხოლოდ სექსუალურად მიმზიდველმა ფოტოებმა და გამოჩენებმა, არამედ მათმა აგრესიულად სექსუალურობამ. სცენაზე ვნახეთ რიჰანა გამჭვირვალე კაბით სარჩულის გარეშე, მაილი საირუსი კი თითქმის შიშველი. დღევანდელ სტატიში სწორედ, რომ გადაჭარბებული სექსუალობის ახალ კულტზე ვისაუბრებთ. 2013 წელს მსახიობმა რაშიდა ჯონსმა ააფეთქა მედია, როდესაც გამოაქვეყნა აღშფოთებული პოსტი ჰეშთეგით #stopactinglikewhores პოპ ვარსკვლავების შესახებ, რომლებიც, მისი აზრით, საკმარისად მოკრძალებულად ჩაცმულები არ იყვნენ. ვიღაც დაეთანხმა მის აზრს, ვიღაც კი შეეწინააღმდეგა და განუმარტა მსახიობს, რომ ნება თავისუფალია და ვარსკვლავებს აქვთ უფლება საზოგადოების წინაშე სცენურად და თავისუფლად წარდგნენ. ღირს თუ არა ხელოვნება შევრაცხოთ ცუდი ზედმეტსახელებით, იმის გამო, რომ ის ვიღაცის მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება? ჯასტინ ბიბერი რომ მუდამ შიშველი ტორსით გადის სცენაზე, ამაზე პროტესტი რატომ არ იწერება? მაშინ, როცა მაილი საირუსს მოკლე შორტსაც უწუნებენ? იქნებ საქმე ორმაგ სტანდარტებშია? "ვარსკვლავები, რომლებიც ატარებენ სექსუალურ კოსტიუმებს და კამუფლაჟურ შარვალს, ყველა ქალს აძლევენ დიდ მაგალითს, თუ როგორ უნდა ჩაატარონ მათ ექსპერიმენტები თავიანთ იმიჯზე და არ ეშინოდეთ თვითგამოხატვის", - ამბობს მომღერალი ამანდა პალმერი. "ნამდვილი ვარსკვლავები, სწორედ ასეთები უნდა იყვნენ - თავისუფლები და თავდაჯერებულები." შოუბიზნესს გარკვეული კანონები მართავს, ამიტომ ხდება საჭირო ეპატაჟურობა და საზოგადოების შოკში ჩაგდება. ვიღაც მიესალმება მათ იმიჯს, ვიღაც კი საერთოდ დაკარგავს მათი ხილვისა და მოსმენის სურვილს. მაგრამ, თუ მსგავს, გულახდილ კოსტიუმებს ცხოვრების ყოველდღიურ იმიჯად ვაქცევთ, მაშინ მამაკაცებთან სერიოზული კავშირი ბევრად ხანმოკლე გვექნება. კი, მაგრამ, რატომ?! ქალს მსგავსი სექსუალურობა მოეთხოვება არა მარტო სცენაზე, სხვა პროფესიებშიც: ძალოსნობიდან სტიუარდესობამდე. ისინი ვარსკვლავობას უნდა გამოხატავდნენ - ამბობს თეატრის რეჟისორი და ფემინისტი ლედა გარინა. მიზეზი არის მამაკაცის სამომხმარებლო დამოკიდებულება ქალის მიმართ - როგორც ნივთის მიმართ, რომელიც ვალდებულია გაართოს ისინი და შეუქმნას სექსუალური ხელმისაწვდომობის ილუზია. ეს დაკავშირებულია პორნოგრაფიასთან, პროდუქტთან, რომელიც დამზადებულია მამაკაცებისა და მამაკაცებისთვის“. „სექსუალობის არც აკრძალვა და არც გაუქმება არ შეიძლება. ეს ადამიანის ბუნებაშია“, - განმარტავს ფსიქოლოგი ელენა ნოვოსელოვა. „თუ საზოგადოება მორალიზაციაში ჩავარდება, მაშინ სექსუალობის სპონტანური გამოხატვა სავარაუდოდ გადაჭარბებული იქნება“. "აგრესიული სექსუალობის მოთხოვნა საზოგადოებაში იწვევს აკრძალვებისა და შეზღუდვების რეაქციას. ეს არის ზამბარის ეფექტი - რაც მჭიდროა მასზე ზეწოლა, მით უფრო მყისიერი იქნება პასუხი". რას გამოიწვევს ასეთი აგრესიული სექსუალობა, მხოლოდ დრო გვიჩვენებს.451 4-ს მოსწონს
|