x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138388
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512063
"ეს დრო მოახლოვდა. რასაც ახლა ვხედავ, ეს ისაა......"-ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

image


ცნობილი ქართველი ნათელმხილველის, ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფოციალურ გვერდზე ვრცელდება მისი 2022 წლის 5 ოქტომბრით დათარიღებული წინასწარმეტყველება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ვხედავ, საქართველოსთვის ახალი ერა იწყება…


ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება – ქვეყნდება პირველად.


2022 წლის 5 ოქტომბერი


მე მრავალი წლის წინ, ჯერ კიდევ 1994 წელს ჩავწერე და გამოვაქვეყნე, ჯერ ის ვრცელი პროგრამა უნდა ასრულდეს ბოლომდე, რასაც ვიწინასწარმეტყველებ, და მხოლოდ მერე მაქვს უფლება, გავიდე წინ, ანუ კიდევ უფრო შორს გავიხედო, შორი მომავალი ვიწინასწარმეტყველო-მეთქი.


და ახლა ვხედავ, რომ ეს დრო მოახლოვდა.


ვხედავ, ინთება ახალი ვარსკვლავი, იხსნება ახალი კარი კოსმოსში, წინასწარმეტყველებები წამოვა ოკეანესავით და მეც, ახლა რომ დაყუდებული ბერივით ვდუმვარ, ისევ ავლაპარაკდები.


სხვათა შორის, ჩემი დადუმებაც ნაწინასწარმეტყველები მქონდა ბევრი, ბევრი წლის წინ. მაშინ ასეთი რამ ვთქვი: დადგება დრო, როცა დავდუმდები; მოვა დრო, როცა ჰაერივით დასჭირდებათ ჩემი წინასწარმეტყველება და მაშინ ერთ სიტყვასაც არ ვიტყვი — ხომ არიან გენიოსები და თვითონ გადაწყვიტონ პრობლემები-მეთქი…


რაცშეეხება იმას, რასაც ახლა ვხედავ, ეს ისაა, რომ რუსეთი, როგორც სახელმწიფო, ფაქტობრივად განადგურებულია, არ არსებობს.


მაგრამ ვხედავ, მოდიან ახალგაზრდები, ასე, 27-30 წლისა, სამხედრო ფორმები აცვიათ. ზუსტად ეს ხალხი დაიკავებს რუსეთის მთავრობაში ადგილებს.


ეს ჭკვიანი ახალგაზრდები არიან, სწორ ანალიზებს აკეთებენ, პუტინმა კი რუსეთი თითქმის დაღუპა. ამერიკა, ევროპა, მთელი მსოფლიო — რუსეთს არ ენდობიან. ამ ახალი ხალხის წყალობით კი რუსეთი აუცილებლად გამოვა მდგომარეობიდან, აუცილებლად გამოვა. მერე ნელ-ნელა ყველაფერი მშვიდდება"- ვკითხულობთ ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე.



0
778
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
778