x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138427
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
„ბიძინამ მაიმუნად აქცია მიშა, საკუთარი ხელით და ამოჭრილი კუჭით დააშლევინა დააფლეთინა ოპოზიცია“ - მოროშკინა

image

.

ქართველი ჟურნალისტი, მწერალი და პოლიტოლოგი ლალი მოროშკინა საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

.

“ხოდა....
აი ძალიან სასაცილოდ მიმაჩნია, აქ სოც.ქსელების საშუალებით ბიძინა ივანიშვილისთვის რაიმე სახის რჩევების მიცემა.
არგუმენტი:
ადამიანმა შეძლო შეუძლებელი 2012 წლამდე, როდესაც შიმშილისგან იხსნა ათასობით ინტელიგენციის წარმომადგენელი (მართალია, მათ მადლობის თქმა დაავიწყდათ)
.
2012-ში ფაქტიურად ჯიბეში ჩადებული გამარჯვება ააცალა ნაცჯალათებს და მათ "დიიდ" პატრონებს.
საკუთარი იმიჯის და ფინანსების რისკის ფასად არ დაუშვა ომი საქართველოში,
მაიმუნად აქცია სააკაშვილი, რომელსაც საკუთარი ხელით და ამოჭრილი კუჭით დააშლევინა და დააფლეთინა ოპოზიცია.
.
ბიძინა ივანიშვილმა 2024-ის ისტორიული არჩევნების წამებში გათვლილი დროით და მომენტით, მასტერკლასი ჩაუტარა სრულიად გლობალური ომის პარტიას და მსოფლიოს, თემაზე:
როგორ უნდა გიყვარდეს დედა სამშობლო.
.
პარალელურად, დიდი დაფინანსების და ხელშეწყობის შედეგად არ დარჩა სპორტული მოედანი, რინგი, ტატამი, ბილიკი, დაფა თუ აუზი, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა არ "დაღეჭეს" მოწინააღმდეგე!
ერმა დაიბრუნა გამარჯვების აურა!!!!
.
და ბოლოს წლის ანეკდოტი: პროცენტებით უკმაყოფილო მამუკა ხაზარაძე- სექტანტებთან ერთად, ღვთის გლახასავით მობოდიალე თბილისის ქუჩებში, იმ იმედად, რომ საცობს შექმნიან და დისკომფორტის გამო ხალხს მთავრობას აგინებინებენ..
.
მოკლედ, იმათაც აწყევლინეს თავი, ვისაც ღრმად "ეკიდათ"...
ხოდაა... ქე, რომ აშშს-თან ემზადება "გადატვირთვისთვის", ევროპასთან საკუთარი იდენტობით ქვეყნის წინსვლისთვის, ჩინეთთან აბრეშუმის გზის აღდგენისთვის, რუსეთთან "კაჩაობის" გარეშე დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისთვის და 2030-ში საქართველოს გაბრწყინებისთვის, ჩვენ ვასწავლით რიგითობა, როდის რა ქნას?
.
კაცი ბეწვის ხიდზე უმაშველოდ სიარულის დიდოსტატია!
P.S. მოვიდა ინფორმაცია, როგორ უტალახებენ "მიმღებს", ეძებენ მისასვლელ გზებს, ვაზელინით ხელში
მავანნი,
მავანნი და მავანნი....
მაგრამ
რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ! -- წერს მოროშკინა.
.
შემდეგ სხვა სტატუსს აქვეყნებს და აგრძელებს:
.
აბა, როგორ გაიღვიძა კონსერვატულმა
მსოფლიომ?
იქით გერმანიაში ანაზდად შოლცს დავზე ემხობა ძალაუფლება, აქეთ უკრაინაში ზელენსკი "ზელიონი" ფერისაა...
ღმერთო, ეს რა უქნა ქვეყანას. ახლა ტრამპი დაფინანსებას წყვეტს, და უკრაინა რჩება სრულიად განახევრებული,
გაპარტახებული და გენოფონდ ამოწყვეტილი.
ცალკე თემაა შუბლზე ძარღვ გაწყვეტილი "ოპოობა". კოლექტიური მიშა სამშვილდაძეთი...
გუშინ აგინეს, დღეს ზეთოვანი საპოხით ეტენებიან!
ახლა აშშს ელჩიც მოგვეფერება, ქვეყანაც ამოისუნთქავს და ის უსამშობლოებიც ჩაეხუტებიან ეგზომ ძვირიან სავარძლებს...
სალომეას კაი გაცილება კი ეკუთვნის!!!!
ოპოზიციაც დაშალა და მიშაც არ შეიწყალა!
გეუბნებიდით?
.
0
238
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0