საქართველო "ამდენი სისულელის შეთხზვას როგორ ასწრებთ, ადრე დგებით?"-ამირან სალუქვაძე 10 ნოემბერი, 18:16 ანალიტიკოსი და გადამდგარი გენერალი "მთავარი არხის" გავრცლებულ ინფორმაციას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს: "ამდენი სისულელის შეთხზვას როგორ ასწრებთ, ადრე დგებით? გაეროს კლიმატის კონფერენციაა, გაეროს ღონისძიებაა და დაახლოებით 100 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება. ვიღაც წავა, ვიღაც არ წავა, ოღონდ თალიბანის გამო კი არა. ზოგი თავად აბინძურებს და არ იზიარებს, ზოგს სხვა პრობლემები აქვს. ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის გარდამავალი პერიოდი მოიმიზეზა (გარდამავალ პერიოდში ჩვენთვის სცალია, კლინატისთვის არა) და ა.შ. იმ ღონისძიებებში, სადაც ჩვენი პრემიერი მონაწილეობს, თალიბანი არსადაა ნახსენები. რომც იყოს, საქართველოს პრემიერი რა შეხებაშია?! ჩატარების ადგილია ბაქო, ატარებს გაერო. გაეროს ასწავლიან ვინ მიიწვიოს და ვინ არა? ჩადიან შარლ მიშელი, მაია სანდუ და უამრავი სხვა პრეზიდენტი და პრემიერი."-წერს ამირან სალუქვაძე. "მთავარის" ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბაქოში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ კონფერენციაში მირებს მონაწილეობას, რომელსაც აზერბაიჯანის მიწვევით თალიბანიც დაესწრება. 350 3-ს მოსწონს
|