საქართველო ,,უფალო ილია ,გემშვიდობებით ყოვლადსაკრძალი და ღვთისშემწყნარებელი საფლავის ამბორით. ,, იერუსალიმის პატრიარქი 10 ნოემბერი, 13:41
იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადებიდან 90 წლისთავსა და აღსაყდრებიდან 45 წლისთავს ულოცავს.
„უნეტარესო, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსო და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, ჩვენი უმდაბლსობის, ქრისტე ღმერთში ფრიად საყვარელო ძმაო და თანამწირველო, უფალო ილია, თქვენს სასურველ უნეტარესობას, უფლისმიერი ძმობით ვეხვევით და განსაკუთრებული სიხარულით ვესალმებით.
ამ ჩვენი საპატრიარქო და ძმური წერილით, თქვენი ფრიად საყვარელი და სასურველი უნეტარესობისადმი გამოვთქვამთ მხურვალე მილოცვებს, დაბადების 90 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საყდარზე თქვენი აღსაყდრების 45 წლისთავთან დაკავშირებით.
ვლოცულობთ ყოვლადწმინდა და ცხოველსმყოფელი საფლავის წინაშე, რათა მისგან, მადლთა მომცემელმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგანიჭოთ უხვად მისი მადლი, რათა გააგრძელოთ თქვენი პატრიარქული სამწყემსო მსახურება, ღვთივსათნო და ქველი საქმეების გამდიდრებით, ქრისტესმოყვარე თქვენი ერის სასიკეთოდ და ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობის დასაცავად „საკრველითა მით მშვიდობისაჲთა (ეფეს 4.3)“, რათა იგალობებოდეს და იდიდებოდეს „ყოვლად პატიოსანი და დიდადშვენიერი სახელი მისი, მამისა და ძისა და სულისა წმინდისა“ საუკუნოდ. გემშვიდობებით ყოვლადსაკრძალი და ღვთისშემწყნარებელი საფლავის ამბორით“, – ნათქვამია თეოფილე მესამის წერილში. https://1tv.ge/news/ierusalimis-patriarqi-teofile-mesame-ilia-meores-iubiles-ulocavs/ https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid02KmJHCuYX3jxkbu3p3toqm5wG4t7LBMGcmQoscY2yXvcMbvpKbWWha84piC9fyEsEl&id=100087734808070 “უფალო ილია, გემშვიდობებით ყოვლადსაკრძალი და ღვთისშემწყნარებელი საფლავის ამბორით. “ იერუსალიმის პატრიარქი. ამათ რაღაც საიდუმლო ენა აქვთ რა საფლავის ამბორი?უფალო ილია? ასე ანგელოზთა ზედა მჯდომარე და ვასზა ზედა ქა_რთველზე ფეხდადგმული, სერაფიმზე დაბიჯებული ღმერთობს. ღმ_ ერთობა, თან მაგრათ .“რამეთუ იხილა იგი ზედა საყდართა მჯდომარჱ და სერაბინნი გარემოჲს მისსა ღაღადებდეს და იტყოდეს: „წმიდა არს უფალი ცაბაოთ“ უფალი ცაბაოთი იბერიასა ზედა ტახტრევანზე, ანტიქრისტეს დაეძებს სრულიად მსოფლიო, ამან თავი ერთ მუჭა მიწაზე მიჩქმალა.მთავარი არ დაგვავიწყდეს ხელოვნური ინტელექტი ნაკურთხია! ურია მაშიახი ნაკვთებით გაიყიდა ბოლო-ბოლო, საწყალობელ ნათლულებზე აღარ ვლაპარაკობ და სხვათა საქმეთა “საგმიროთა“. ცაბაოთ დემონის სახელია თორაში .ზვიად გამსახურდია – ქვაბავაზაკი~~~~~~~~~
“ის წინაპართა სიწმინდეს ბილწავს
და არის სუკ-ის ერთგული ძაღლი,
ეკლესიისას აფერხებს წინსვლას,
სარწმუნოების მტერია ახლის*.
შენიღბულია წმინდა სამოსით,
როგორც ცხვრის ქურქით მგელ-მტაცებელი,
მიყიდული აქვს მტრისთვის ნამუსი,
არის მზაკვარი, დამტაცებელი.
იგი მამონას სახელით გნათლავს
და ბელზებელის სახელით გლოცავს,
ის ნათლობისთვის წაგგლიჯავს ათმაგს,
ქორწინებისთვის წაგგლიჯავს ოცმაგს.
ამასხარავებს, ამოკლებს წესებს
ლაზღანდარობით, ქილიკით, გესლით,
მისი ბაგენი ჭორს და ღვარძლს თესენ,
მის ყურებს მხოლოდ დასმენა ესმით.
აღსარებაზე ფხიზლობს ჯაშუში,
რათა დოსიე შეავსოს შავი,
ხან იკეტება რწმენის ნაჭუჭში,
რომ მოგაჩვენოს წმინდანად თავი.
ვაჭრობს ხატებით, სოვდაგრობს ჯვრებით,
შავი დღისათვის იძენს ქონებას,
ვისაც ჩაიგდებს ძალით თუ ნებით,
დააკარგვინებს თავს და გონებას.
შემოიკრიბა ირგვლივ მსყიდველნი,
ლესბოსელნი და მამათმავალნი,
ჭორებისა და ღვარძლის მთესველნი,
გესლიანნი და ენამრავალნი.
ტაძარი ღვთისა, მადლისა მფენი
ისე სწამს, როგორც მექა ან ქაბა,
მას წმინდა სახლი მამისა ჩვენის
გარდუქცევია ავაზაკთ ქვაბად.
ის შემოგზავნა აქ ანტიქრისტემ,
რათა დაამხოს ღვთის ეკლესია,
მახე დაუგოს მიამიტ თვისტომს
და დაავიწყოს ღმერთი მესია.
წარწყმედილია სოდომის ცოდვით,
ის არ იხილავს ზეცას აროდეს,
მისი სახელი არის ჰიპოკრიტ*,
მის მწყემსობიდან ზეცა გფარავდეს“.~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
289 1-ს არ მოსწონს |