x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
ლეილა აბაშიძის მოგონება 

image
''გოგონა თქვენ თავისუფალი ხართ, წაბრძანდითო. ძველ სტუდიაში ერთი რკინის რიკულებიანი კიბეა, იმას მოვაჯექი ბიჭურად და ბზრიალით დავეშვი ზემოდან, ვღიღინებ რაღაცას და დავეჯახე ვიღაც კაცს. მას გაუკვირდა და მკითხა:
– გოგონა საიდან მოდიხარო? მე ვუპასუხე ზემოდანთქო.
– იქ რა გინდოდაო? ვუთხარი, რომ კინოში გადაღება მინდოდა, მაგრამ არ მოვეწონე და წამოვედი.
– ძალიან გინდა კინოში თამაშიო? ვუპასუხე ძალიან, ძალიან-თქო და, ეტყობა, იმდენი სურვილი ჩავაყოლე ამ ორ სიტყვაში, რომ მას გაეცინა, მომკიდა ხელი, მითხრა, ჩემთან წამოდიო და თურმე ეს იყო თავად ფილმის დამდგმელი რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი. შემეკითხა:
– და ან ძმა გყავსო? მე ვუთხარი, რომ ორი ძმა მყავდა
– ძალიან ცუდი ამბავი უნდა გითხრა, შენი ძმა დამუნჯდაო
– რომელი? – ვიკითხე მე, თურმე ისეთი ტრაგიკული ხმით
– უფროსიო – მამიდამ უკარნახა და მე წავიშინე თავში ხელი, ვეღარ გამაჩერეს, ვტიროდი, ცრემლები ღაპა–ღუპით მომდიოდა, ბოლოს და ბოლოს დამაწყნარეს და თურმე ეს იყო სინჯები, ასე დამამტკიცეს როლზე“.
0
83
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0