x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138948
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
როგორ გავზარდოთ ჩვენი ხელფასი? - 5 ეფექტური გზა
მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მაღალი ხელფასების არსებობის პრობლემაა. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს თვიდან-თვემდე უწევს თავის გატანა და სამსახურის შეცვლა, გამოსავალი არ არის, რადგან ყველგან იგივე სიტუაციაა - დაბალი ანაზღაურება. დღევანდელ სტატიაში კი მინდა გასწავლოთ ხელფასის გაზრდის 5 ეფექტური გზა, რომელიც მუშაობს.




image


როგორ გავზარდოთ ჩვენი ხელფასი? - 5 ეფექტური გზა




გზა №1. მიდით და პირდაპირ ჰკითხეთ უფროსს თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისათვის, რომ მან ხელფასი გაგიზარდოთ. შეიძლება წამროუდგენელად ჟღერდეს, მაგრამ მას მისცემთ დაფიქრების საშუალებას და შანსი დიდია იმისა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მართლაც იფიქროს ამ წინადადებაზე.





გზა №2. გამოთქვით ინიციატივა. შესთავაზეთ თქვენს უფროსს თქვენი გეგმა მოგების გაზრდის შესახებ. რაც გულისხმობს მაგალითად, თქვენი ხელფასის შემცირებას და გაყიდვების პროცენტის გაზრდას. რაც მომგებიანი იქნება როგორც თქვენთვის, ასევე კომპანიისთვის. ლიდერობა უპირველეს ყოვლისა. შედეგს რაც შეეხება, თუ თქვენი გეგმა ეფექტური აღმოჩნდა, მაშინ აუცილებლად გაიმარჯვებთ.





image



გზა №3. შესთავაზეთ ალტერნატივები. მაგალითად, შეგიძლიათ შესთავაზოთ დისტანციურად მუშაობა ან თუ კომპანია გადაიხდის თქვენ ფიტნეს-კლუბის აბონემენტს, გააკეთებს თანამშრომლებისთვის სადაზღვევო პაკეტს და ა, შ. ხშირად ფუროსები არ ფიქრობენ მსგავს რაღაცებზე.






გზა №4. იპოვეთ სხვა სამსახური. თუ უკვე სცადეთ ყველა ზემოდთქმული და მაინც არაფერი გამოვიდა, გამოსავალი მხოლოდ ერთი რჩება - იპოვეთ სხვა სამსახური. აცნობეთ უფროსს სამსახურიდან წასვლის შესახებ, ის თუ არც ახლა გაზრდის ხელფასს, მაშინ უყოყმანოდ წადით იქიდან.



image


გზა №5. დაიწყეთ საკუთარი ბიზნესი, არასოდეს არ არის ამისათვის გვიან. თუ გრძნობთ, რომ აკეთებთ მაქსიმალურს და იღებთ მინიმალურ ანაზღაურებას, სჯობს საკუთარი ბიზნესი იქონიოთ.




0
129
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0