საზოგადოება ფიოდორ დოსტოევსკის და ანა სნიტკინას სიყვარულის უცნაური ისტორია 9 ნოემბერი, 17:24 პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ, მწერალს დაოჯახებაზე აღარ უფიქრია, თუმცა ბედისწერამ იგი ანა სნიტკინას შეახვედრა. უკიდურესმა გაჭირვებამ დოსტოევსკი აიძულა გამომცემლობასთან უაღრესად წამგებიანი გარიგება დაედო მას რომანი 26 დღეში უნდა დაეწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მთელ თავის შემოსავალს დაკარგავდა, რაც წიგნების გამოცემით უნდა მიეღო. ექსცენტრული დოსტოევსკი, ამ შემოთავაზევას დათანხმდა, ანა სნიტკინა კი სტენოგრაფისტის რანგში მოევლინა მწერალს. თავდაპირველად ანა, რომელიც გენიოსს, ყოვლისმცოდნე მამაკაცს ელოდა იმედგაცრუებული იყო მწერლით, რადგან იგი სინამდვილეში იყო დაბნეული, გულმავიწყი არ გამოირჩეოდა კარგი მანერებით და თითქოს ქალებსაც კი არ სცემდა პატივს, თუმცა როდესაც იგი წერას იწყებდა თვალსა და ხელს შუა იცვლებოდა. იგი წერის პროცესშივე ასწორებდა წარუმატებელ მონაკვეთებს, მისი ენერგია უშრეტი ჩანდა, მას შეეძლო შეუჩერებლად და დაუღალავად ემუშავა, ისე რომ საჭმელადაც კი არ შეესვენა, რა თქმა უნდა ანაც მასთან ერთად შრომობდა. ისინი ერთად იმდენ დროს ატარებდნენ, რომ თანდათან დაახლოვდნენ. მწერალმა მალევე შენიშნა სტენოგრაფისტის თავდადება, გოგონა თავს არ ზოგავდა, მას ჭამა და დავარცხნაც კი ავიწყდებოდა ხოლმე, ოღონდ დროულად დაესრულებინა სამუშაო. და სწორედ გამომცემლის მიერ დათქმული ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე დაღლილმა ანამ მწერალს აკურატულად აკინძული ფურცლების შეკვრა მიუტანა. ეს იყო რომანი „მოთამაშე“. ერთად გატარებული ერთი თვის შემდეგ მწერალი მიხვდა, რომ არ შეეძლო ანასთან განშორება, წარმოუდგენელია მაგრამ ამ დღეების განმავლობაში მას გოგონა შეუყვარდა, მიუხედავად იმისა რომ იგი მასზე 25 წლით უმცროსი იყო. მწერალმა ეშმაკური სვლა მოიფიქრა: მან ანას ჰკითხა ახალი ნაწარმოების სიუჟეტის შესახებ, სადაც უიღბლო მხატვარს უყვარდება ახალგაზრდა ლამაზმანი. ჭკვიანი გოგონა მაშინვე მიუხვდა მწერალს ტყუილს და როდესაც მან სთხოვა საკუთარი თავი წარმოედგინა იმ გოგონას ადგილას ანამ უპასუხა: „მე თქვენ გიპასუხებდით რომ მიყვარხართ და მუდამ მეყვარებით“. რამოდენიმე თვის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. ანა მწერლის იდეალური მეწყვილე გახდა, იგი ეხმარებოდა რომანების გადაწერაში და გამოცემაში. იმის გამო რომ მას კარგად მიჰყავდა მეუღლის საქმეები და მალევე მთელი ვალები გაისტუმრეს. ანა ყველაფერს პატიობდა, ცდილობდა არ ეკამათა მასთან და ყველგან მიყვებოდა სადაც არ უნდა წასულიყო. მალე მწერლის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. ცოლის გავლენით მან შეწყვიტა ფულზე თამაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუმჯობესდა. მწერალს შესანიშნავად ესმოდა რომ ეს ყველაფერი მისი მეუღლის დამსახურება იყო. ანა მართლაც მწერლის ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო. თავისი ცხოვრების ბოლო წუთებში მას ანას ხელი ეჭირა და ეუბნებოდა: "მუდამ გახსოვდეს ანა მე ყოველთვის გულმხურვალედ მიყვარდი და შენთვის არასოდეს მიღალატია ფიქრებშიც კი". ანა 35 წლის დაქვრივდა და აღარასოდეს გათხოვილა. 151 1-ს მოსწონს
|