სასმელები ექიმმა დაასახელა მაგარი სასმელი, რომელიც ნაკლებად იწვევს ნაბახუსევს 8 ნოემბერი, 13:45 ერთ-ერთი მაგარი ალკოჰოლური სასმელის დალევის შემდეგ ადამიანები ნაკლებად განიცდიან "პახმელიას", განაცხადა გასტროენტეროლოგმა საურაბ სეთიმ. მან აღნიშნა, რომ ამ სახეობის ალკოჰოლური სასმელი მოულოდნელად ნაკლებად საზიანო აღმოჩნდა, ვიდრე სხვა სახეობის სასმელები, მის სიტყვებს ციტირებს გამოცემა New York Post -ი. დიდი რაოდენობით მიღებული არცერთი ალკოჰოლი არ არის სასარგებლო, ამბობს ის, მაგრამ არის გამონაკლისი- ტეკილას აქვს უპირატესობა. მისი თქმით ტეკილა მზადდება აგავისგან, რომელიც შაქრისა და ნახშირწყლების დაბალი შემცველობით გამოირჩევა, არ შეიცავს გლუტენს და არ ზრდის სისხლში შაქრის დონეს ისე, როგორც სხვა სასმელები. „ტეკილა მეტაბოლიზდება აცეტალდეჰიდში უფრო ნელა, ვიდრე სხვა ალკოჰოლური სასმელები. ეს შენელებული მეტაბოლიზმი შეიძლება აიხსნას იმით, თუ რატომ განიცდის ზოგიერთ ადამიანი ტეკილას დალევის შემდეგ ნაკლებ ნაბახუსევს“, - განაცხადა საურაბ სეთიმ. ეს უპირატესობა, ხაზგასმით აღნიშნა ექიმმა, ეხება მხოლოდ სუფთა აგავას ტეკილას. ტეკილასთან შაქრიანი სასმელების შერევა მისი პოტენციურ სარგებელს კარგავს. "ისე ყველაზე ჯანსაღი ვარიანტია, რაც შეიძლება მეტი ალკოჰოლის დალევისგან თავის შეკავება ", - დაასკვნა ექიმმა. ტეკილა (ესპ. Tequila) არის მაგარი ალკოჰოლური სასმელი, მესკალის სახეობა, რომელიც მიიღება ცისფერი აგავას ფერმენტირებული წვენის (ლათ. Agáve tequilána, ესპ. Agave azul) გამოხდით მკაცრად მხოლოდ მექსიკის 5 შტატის ტერიტორიაზე: ხალისკო, გუანახუატო., მიჩოაკანი, ნაიარიტი და ტამაულიპასი. 433 2-ს მოსწონს
|