x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138387
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512063
რატომ იკრძალებოდა პერლ - ჰარბორის შემდეგ პინბოლის თამაში ამერიკის ქალაქებში

image


პინბოლი - საოცრად თავშესაქცევი და აზარტული თამაშია, იქნება ეს ავტომატი არკადში თუ თამაშის ასლი "Windows"-ის ძველი ვერსიებიდან - ყველა ეს მოზუზუნე ხმები, მოციმციმე შუქები, ტაბლოზე სულ უფრო და უფრო მზარდი ანგარიში მოთამაშეებს დიდ აზარტში აგდებს, თუმცა ეს საკმაოდ საინტერესო თამაში ოდესღაც დაბალი კლასის გასართობად ითვლებოდა, რომლითაც მაფია მდიდრდებოდა, ხოლო 40-იანი წლების შუა პერიოდიდან ამერიკის ბევრ ქალაქში სათამაშო აპარატები პერლ - ჰარბორზე თავდასხმის გამო მთლიანად აიკრძალა.





ჯვაროსნული ლაშქრობა პინბოლის წინააღმდეგ


image


პინბოლს ომი ნიუ-იორკის მერმა (1933 წლიდან 1945 წლამდე) ფიორელო ლა გუარდიამ გამოუცხადა. მან თავისი წინასაარჩევნო კამპანია კორუფციისა და კრიმინალის დასრულების დაპირებაზე, კერძოდ კი, მაფიაზე საპასუხო დარტყმის კამპანიაზე ააგო. მან პირველ რიგში, მიზნად "ნაძირლების ქალაქიდან გაძევება" დაისახა. ლა გუარდიას პირველ სამიზნედ სწორედ სათამაშო აპარატები იქცა, რომელთაგან ბევრს მაფიის ბოსი ფრენკ კოსტელო აკონტროლებდა.


image


საქმე წარმატებით დაგვირგვინდა და მან ქალაქიდან ათასობით ავტომატის გატანა შეძლო: ზოგიერთი სათამაშო აპარატი დიდი უროთი მან საკუთარი ხელით პირადად დაამტვრია, რის შემდეგაც ისინი ბარჟაზე ჩაძირეს. მისი შემდეგი სამიზნე ის პინბოლის აპარატები გახდა, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულთა სავსე ქალაქში, ჩიკაგოში მზადდებოდა. ლა გუარდია ამტკიცებდა, რომ თამაშმა "სკოლის მოსწავლეების ჯიბეები 5 და 10 ცენტიანებისგან [დააცარიელა], რომელსაც მათ ლანჩისთვის აძლევდნენ".





პერლ - ჰარბორმა ყველაფერი შეცვალა


image


მიუხედავად ამისა, ლა გუარდიას გაცილებით უფრო მეტი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ პინბოლი მორალური ნიშნით აეკრძალა. მხოლოდ 1941 წელს პერლ - ჰარბორზე იაპონიის თავდასხმის შემდეგ, მისმა კამპანიამ უფრო დიდი პოპულარობა მოიპოვა. ლა გუარდიამ ისარგებლა კონფლიქტით, რათა დაემტკიცებინა, რომ პინბოლის აპარატები არა მხოლოდ დროის ფუჭად კარგვა, არამედ მნიშვნელოვანი მასალების ფლანგვაც იყო, რომლის გამოყენებაც ომისთვის შეიძლებოდა. მას სურდა რომ ამ ბოროტების აპარატის ლითონისგან იარაღი და ტყვიები დაემზადებინათ, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა გარე მტრების განადგურება. იდეამ ნიუ-იორკელებს შორის დიდი რეზონანსი გამოიწვია და 1942 წლის 21 იანვარს პინბოლი აზარტული თამაშების ფორმად გამოცხადდა, რამაც ხელისუფლებას პოლიციის რეიდების დაწყების საშუალება მისცა. სულ რაღაც სამ კვირაში აგენტებმა დაახლოებით 3000 ავტომატის მოგროვება შეძლეს, რომელიც სამხედროებისთვის 4, 5 ტონა ლითონს უზრუნველყოფდა.





ქვეყანაში გავრცელება


image


მალე ნიუ-იორკს სხვა ამერიკული ქალაქები, მათ შორის ჩიკაგო, მილუოკი, ნიუ - ორლეანი და ლოს-ანჯელესი მიჰყვნენ, თუმცა ამან პინბოლის მგზნებარე მოთამაშეები მაინც ვერ შეაჩერა: ეს მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ მათ თამაში საიდუმლოდ უწევდათ. მომდევნო ოცდაათი წლის განმავლობაში პინბოლი "მორალურად საეჭვო" საქმიანობად განიხილებოდა, და მხოლოდ 1970-იან წლებში დაიწყო მისდამი დამოკიდებულების შეცვლა. საბოლოოდ, 1976 წელს, ნიუ-იორკში აკრძალვა ოფიციალურად მოიხსნა, თუმცა ეს გარკვეული დაბრკოლებების გარეშე მაინც არ მომხდარა. პროფესიონალ პინბოლისტს როჯერ შარპს ქალაქის საბჭოს წინაშე თამაში მოუწია, რათა მათთვის დაემტკიცებინა, რომ თამაში რეალურად არა მხოლოდ იღბალს, არამედ ოსტატობასაც მოითხოვდა. ის სანამ სვლას გააკეთებდა წინასწარ ამბობდა ბურთი რა მიმართულებით გაფრინდებოდა, და დარტყმა მას მართლაც ზუსტად გამოსდიოდა.


image


როგორც აკრძალვის შემოღების შემთხვევაში, ნიუ-იორკის მაგალითს მალე ყველა სხვა ქალაქიც მიჰყვა და პინბოლის მსურველებს მისი თამაშის საშუალება კვლავ მიეცათ. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, 2023 წლის მონაცემებით, სამხრეთ კაროლინაში 18 წლამდე პირებს პინბოლის თამაში ჯერ ისევ ეკრძალებათ.








0
122
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
122