სხვა ქალის საუკეთესო გამოგონებები გუშინ, 12:07 ჩვენ გვჯერა, რომ ქალის ხელები მშვენივრად უმკლავდება არა მხოლოდ ჭურჭელსა და ცოცხს, არამედ მათ ასევე გაფანტეს მუდმივი სტერეოტიპი, რომ პროგრესის ძრავები მამაკაცები არიან.
დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ გამოჩენილი მეცნიერი ქალების მიერ გამოგონილ ნივთებს. 1. ასტროლაბი. კოორდინატების საზომი ინსტრუმენტი, რომელიც გამოგონილი იქნა ჩ.წ.ა-მდე 370 წელს მეცნიერი, ფილოსოფოსი, ასტრონომი და მათემატიკოსი ქალის Hypatia-ს მიერ. 2. ვარდისფერი შამპანური. Nicole Barbe Clicquot-მა 1808 წელს შეიმუშავა ტექნოლოგია, რომლის თანახმად სამი თვის მანძილზე ხდებოდა შამპანურის სრული გაფილტვრა და კრისტალურად სუფთა სასმელის მიღება, რითაც ნამდვილი წარმატება მოიპოვა სასმელების გაუმჯობესების საკითხში. 3. ცირკულარული ხერხი. ხანგრძლივი დაკვირვებების შედეგად Tabitha BABBITT-მა შექმნა ცირკულარული ხერხი 2 სახელურით, რომელიც მოითხოვდა 2 კაცის მეშვეობით მართვას. მოგვიანებით კი, კერძოდ 1810 წელს მან შექმნა უფრო დახვეწილი პროტოტიპი ამ ხერხისა, რომელიც სახერხი საწარმოს ინდუსტრიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელსაწყო გახდა. 4. წყალქვეშა გემის პერისკოპი. ეს მოწყობილობა წყალქვეშა გემებისთვის ობიექტების სათვალთვალოდ 1845 წელს შექმნა Sarah Mather-მა. 5. კონსერვის ქილები. 1873 წელს ვენის მსოფლიო გამოფენაზე Nadia Kozhina-მ წარმოაჩინა ხორცის დაკონსერვების მეთოდი და ამისთვის მედალიც მიიღო. 6. ჭურჭლის სარეცხი მანქანა. Josephine Cochrane-მ 1886 წელს გამოიგონა ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომელიც რეცხავდა ჭურჭელს და მხოლოდ 40 წლის შემდეგ აღიარეს იგი როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ტექნიკა. 7. ბიუსტჰალტერი. 1889 წელს Ermine Kadol-ამ შექმნა ქალის კარადის ეს მეტად მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც წარმოადგენდა კორსეტს ორი ატლასის ლენტით და გამართა მათი ჩვენება მოედანზე სახელწოდებით «le Bien-être» (კეთილდღეობა). 8. თოვლის სახვეტი მანქანა. სისუფთავე როგორც სახლში, ასევე გარეთაც საჭიროა. ამ საკითხით შეწუხებულმა ჩვეულმა მდივანმა Cynthia WESTOVER-მა კი 1892 წელს შეკრიბა სახელოსნოდან თავისი ბაბუის ხელსაწყოები და შექმნა თოვლის სახვეტი მანქანა. 9. ავტომობილის საქარე მინის საწმენდები. 1903 წელს, Mary Anderson-ი შეწუხდა რა მგზავრობისას მძღოლის წამდაუწუმ ავტომობილის გაჩერებით, რათა მას საქარე მინიდან თოვლი გაეხვეტა, მოუვიდა იდეა შეექმნა საწმენდები, რომელიც ხელს შეუწყობდა კომფორტულ მგზავრობას. 10. ყავის ფილტრი. ყავის დიდი მოყვარული Merlitte Benz-ის წყალობით გახდა შესაძლებელი ყავის ფილტრის არსებობა. მას მოუვიდა იდეა შეექმნა ფილტრი, რომელიც თავდაპირველად ჩვეულებრივი რვეულის ფურცლით სცადა და 1909 წელს უკვე არსებობდა ყავის ფილტრი. 11. ავტომობილის მაყუჩი. (გლუშიტელი) ეს აკუსტიკური ფილტრი, რომელიც ახშობს მანქანიდან გამომდინარე ხმაურს, 1917 წელს გამოიგონა El Dolores Jones-მა და მას შემდეგ მსოფლიო ჩვენს გარშემო გახდა შედარებით მშვიდი. 12. ბავშვის საფენი. 1917 წელს, დაღლილი დედა და დიასახლისი Marion Donovanv-ი დაჯდა ერთ დღესაც და საშხაპე ფარდის მეშვეობით შექმნა საფენი, რომელიც შეუმსუბუქებდა საქმეს ბავშვის საცვლების გამოცვლის საკითხში, ხოლო რამდენიმე მცდელობის შემდეგ კი უკვე ნამდვილად შექმნა წყალგაუმტარი საფენი, რომელიც არ აღიზიანებდა ბავშვის კანს. 13. ორცხობილა შოკოლადით. 1930 წელს Ruth Wakefield-მა სამზარეულოში კლასიკური ნამცხვრის ექსპერიმენტი ჩაატარა, მან შოკოლადის ფილა გაადნო და შეურია მომზადებულ ცომს, რომელიც შემდეგ დააცხო. მშვენიერი და უგემრიელესი ნუგბარი მალე ძალზედ პოპულარული გახდა და რუთმა მეუღლესთან ერთად მისი სერიული წარმოება დაიწყო. 14. Wi-Fi. Hedy Lamarr-ი არა მხოლოდ შოუ-ბიზნესის სკანდალურ სახეს წარმოადგენდა, რომელმაც ცუდი სტატუსი მოიპოვა და კინოს ისტორიაში პირველი სექსუალური როლით გაითქვა სახელი. ამის გამოც ადოლფ ჰიტლერმა მესამე რაიხის მტერი უწოდა, ხოლო რომის პაპმა პიუს XII-ემ კი მოუწოდა ყველა კათოლიკეს არ ეყურებინათ იმ ფილმისთვის, რომელიც ჩეხმა რეჟისორმა Gustav Mahato-მ გადაიღო. გარდა ამისა კი ჰედიმ 1941 წელს დააპატენტა საიდუმლო საკომუნიკაციო საშუალებები, რომელიც დინამიურად ცვლიდა სამაუწყებლო სიხშირეს და ამით ხელს უშლიდნენ მტერს მოსმენაში. ხოლო მოგვიანებით, 1962 წელს უკვე ამ კომუნიკაციებს გამოიყენებდნენ ამერიკაში და დღეისათვის კი ფიჭვური (მობილური) კავშირებისთვის და Wi-Fi-ის სახით. 15. ბრონის ჟილეტი. 1965 წელს ექიმმა Stephanie Kwolek-მა გამოიგონა სინთეთიკური მასალა, რომელიც ხუთჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ფოლადი. სწორედ ეს მასალა გამოიყენება ბრონის ჟილეტისთვის, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა სიკვდილისგან. 16. სილიკონი. მოქანდაკე Patricia Billings-მა განიზრახა შეექმნა ისეთი ცემენტის დანამატი, რომელიც ძნელად განადგურდებოდა და მრავალწლიანი ექსპერიმენტების შემდეგ, 1970 წელს მიაღწია მიზანს- გამოიგონა ურღვევი ბათქაში. მოგვიანებით კი პატრისიამ შეამჩნია, რომ ეს მასალა საოცრად მდგრადია ცეცხლში. 162 3-ს მოსწონს |
მე მეცვა უკრაინაში კევლარის ჯავშანჟილეტი, რომელიც ტიტანის ან ფოლადის ჯავშანფილებიანი ჯავშანჟილეტებისგან განსხვავებით ძალიან მსუბუქიცაა და მოძრაობა-მოქმედებაშიც ხელს არ გიშლის.