x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
13 რამ, რასაც მენტალურად ძლიერი ადამიანები არ აკეთებენ

image

ემი მორინი, წარმატებული ფსიქოთერაპევტი და უამრავი წიგნის ავტორია. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია „13 რამ, რასაც მენტალურად ძლიერი ადამიანები არ აკეთებენ“:

1. არ კარგავენ დროს საკუთარი თავის შეცოდებაში — მენტალურად ძლიერი ადამიანები არ გამოხატავენ სინანულს გარემოებების ან სხვა ადამიანების ქმედების გამო.

2. რ ეშინიათ ცვლილებების — მენტალურად ძლიერი ადამიანი არ ცდილობს თავიდან აიცილოს ცვლილებები. პირიქით მიესალმება პოზიტიურ ცვლილებებს.

3. არ ხარჯავენ ენერგიას იმაზე, რისი კონტროლიც არ შეუძლიათ — არასოდეს წუწუნებებ დაკარგულზე. ნაცვლად ამისა, ისინი ფოკუსირდებიან მოვლენებზე, რომელთა კონტროლი შეუძლიათ

4. არ ეშინიათ გარიკვის — მენტალურად ძლიერი ადამიანები არ მიდიან სულელურ რისკებზე, მაგრამ არ ერიდიან რისკებს, გადაწყვეტილების მიღებამდე ხარჯავენ დროს ამ გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესაფასებლად;

5. არასოდეს კარგავენ დროს წარსულზე ფიქრში — მენტალურად ძლიერი ადამიანები არასოდეს დაკარგავენ დროს იმაზე ფიქრში რა იქნებოდა სხვანაირად რომ ემოქმედა, თუმცა აანალიზებენ წარსულს და შეუძლიათ თქვან რა ისწავლეს მისგან.

6. არ ნებდებიან პირველივე მარცხის შემდეგ — მენტალურად ძლიერი ადამიანები არ განიხილავენ წარუმატებლობას, როგორც დანებების მიზეზს. ამის ნაცვლად აანალიზებენ მარცხის მიზეზებს და იყენებენ მას როგორც ზრდისა და გაუმჯობესების შესაძლებლობას.

7. არ ეშინიათ მარტო ყოფნის — მენტალურად ძლიერ ადამიანებს არ ეშინიათ საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენისა და სიჩუმის. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს დრო რათა იყვნენ უფრო პროდუქტიულები.

8. არ ელიან სწრაფ შედეგს — მიუხედავად იმისა თუ რა არის მათი მიზანი, მენტალურად ძლიერმა ადამიანებმა იცინიან, რომ შედეგი სწრაფი ვერ იქნება. ნაცვლად ამისა, ისინი მაქსიმალურად იყენებენ თავიანთ დროსა და უნარს და ესმით, რომ რეალურ ცვლილებებს დრო სჭირდება.

9. არ თვლიან, რომ სამყაროს მათი ვალი აქვს — მენტალურად ძლიერი ადამიანები არ ფიქრობენ, რომ სხვები იზრუნებენ მათზე ან სამყარომ უნდა მისცეს მათ რაღაც, პირიქით, ისინი ეძებენ შესაძლებლობებს, მხოლოდ დამსახურების საფუძველზე.

10. არასოდეს ბრაზდებიან სხვა ადამიანების წარმატებაზე — მენტალურად ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ დააფასონ და აღნიშნონ სხვა ადამიანის წარმატება, არ ეჭვიანობენ და არ გრძნობენ თავს მოტყუებულად,

11. არასოდეს იმეორებენ შეცდომებს — მენტალურად ძლიერი ადამიანები იღებენ პასუხისმგებლობას თავიანთ შეცდომებებზე და სწავლობენ ამ შეცდომებისაგან.

12. არ ზრუნავენ იმასზე, რომ ყველას ასიამოვნონ — მათ იციან, რომ არ არის საჭირო ყველა გაახარო, მათ არ ეშინიათ უარი თქმის და საჭიროების შემთხვევაში საუბრის.

13. არ აძლევენ სხვებს მათზე კონტროლის საშუალებას — მენტალურად ძლიერი ადამიანი არასოდეს იტყვის „ჩემი უფროსი ისე მექცევა, რომ თავს ცუდად ვგრძნობ“, ვინაიდან იცის, რომ თვითონ აკონტროლებს ემოციებს და თვითონ წყვეტს როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს, რომ აქვს არჩევანის საშუალება.

0
70
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0