განათლება სამ მოსწავლესთან ინტიმური კავშირისთვის მასწავლებელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 7 ნოემბერი, 15:53 შეერთებულ შტატებში, შტატ ილინოისში მასწავლებელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სამი მოსწავლის გაუპატიურებისთვის. ამის შესახებ რადიო WGEL იტყობინება. 32 წლის დანიელ ფიშერმა, ედვარდსვილიდან, აღიარა დანაშაული, რომელმაც სამი მოსწავლე აცდუნა როქსანა თაუნშიპ-ის სკოლაში, სადაც ის მუშაობდა 2021 წლის მაისიდან ივნისამდე. გამოძიების ინფორმაციით, 2021 წლის 5 ივნისს ქალმა 16 და 17 წლის მოსწავლეები სახლში მიიწვია და მათთან სექსი ჰქონდა. დანიელს კიდევ ერთ მოსწავლესთან ჰქონდა სექსუალური კავშირი 1 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით.. ფიშერს ასევე დაადანაშაულეს ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადებაში, საქმე იმაშია, რომ იგი მოზარდებთან სექსს ვიდეოზე იღებდა თუმცა, ეს ეპიზოდი განაჩენში არ აისახა. „ეს სასჯელი უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც თავის მდგომარეობას იყენებს მტაცებლური ზრახვებისთის ჩვენი ახალგაზრდობის წინააღმდეგ. ბრალდებული მრავალი წელი გაატარებს ციხეში თავისი დანაშაულისთვის და, რა თქმა უნდა, ვეღარასოდეს შეძლებს მასწავლებლად მუშაობას“, - თქვა ოლქის პროკურორმა ტომ ჰეინმა სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას. მკაცრი კანონის მიუხედავად, აშშ-ში მსგავსი შემთხვევები ძალზე ხშირია(ჩაყევი ბმულს)სტატისტიკის თანახმად ამ ქვეყანაში წელიწადში საშუალოდ 500-ჯერ ფიქსირდება მასწავლებლების მხრიდან სექსუალური შევიწროების შემთხვევები. 81% ანუ 10 მოსწავლიდან რვა განიცდის სექსუალურ შევიწროებას სკოლაში .აქედან გოგონების რაოდენობა 83%-ია, ხოლო ბიჭების 78% მასწავლებლების ან სკოლის თანამშრომლების მხრიდან მოსწავლეთა 38%-ი განიცდის სექუალურ შევიწროვებას. 220 2-ს მოსწონს
|