x
მეტი
  • 28.11.2024
  • სტატია:138509
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512179
პირველად საქართველოში! 9,10 ნოემბერს კინოსა და ღვინის საერთაშორისო ფესტივალი - WINECAST წინანდლის მამულში გაიმართება
image

პირველად საქართველოში! 9, 10 ნოემბერს კინოსა და ღვინის საერთაშორისო ფესტივალი - WINECAST წინანდლის მამულში გაიმართება.


ფესტივალის პირველი დღე, 8 ნოემბერს თბილისში, ღვინის მუზეუმსა და “თამადის” ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც საზეიმოდ გაიხსნება ქართული ვაზის ჯიშის, საფერავის მემორიალური დაფა და ამით საფუძველი ჩაეყრება “ვაზის ხეივნის” დაარსებას დედაქალაქის ისტორიულ უბანში.


აღსანიშნავია, რომ აქვე შედგება ფილმის „ქვევრი“ ჩვენება და საფერავის დეგუსტაცია. Winecast საფესტივალო დღეების მანძილზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ფილმების ჩვენებებს, ღვინის დეგუსტაციებს, ქართული უნიკალური ყველისა და ღვინის შეხამების მასტერკლასებს, ამერიკული ღვინის დეგუსტაციებს, კინო მასტერკლასებს, საღამოს კი მათ საშუალება ექნებათ ისიამოვნონ ცოცხალი მუსიკით.



Winecast ფესტივალის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი, 9 და 10 ნოემბერს, კახეთში, წინანდლის მამულში გადაინაცვლებს, სადაც, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შემოდგომის ულამაზესი ფერებითა და გარემოთი დატკბნენ და ისიამოვნონ სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრებით. გაიმართება უახლესი და კლასიკად წოდებული ფილმების ჩვენება, შეხვედრები და დისკუსიები რეჟისორებთან.


წარმოდგენილი იქნება ბრმა დეგუსტაციის გზით შერჩეული 30-მდე ქართული მეღვინეობა და 100-ზე მეტი დასახელების საუკეთესო ღვინის გამოფენა. ამერიკიდან მოწვეული მაგისტრი სომელიეები ჩაატარებენ მასტერკლასებსა და ამერიკული ღვინის დეგუსტაციებს. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ, კალიფორნიული, საუკეთესო ღვინოები და გაეცნონ ამერიკული ღვინის კულტურას.ფესტივალის ფარგლებში შეხვედრა შედგება, რეჟისორ ნანა ჯორჯაძესთან, რომელიც ფესტივალის საპატიო სტუმარია. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება დაესწროს მის მიერ წარდგენილი ოსკაროსანი ფილმის „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ ჩვენებას, რომელშიც პიერ რიშარი და ნინო კირთაძე მონაწილეობენ.


სტუმრებს, ასევე ექნებათ შესაძლებლობა გაიცნონ ამერიკული კინო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, დაესწრონ მათ მიერ ჩატარებულ მასტერკლასებს და ჩაიხედონ ამერიკული კინო ინდუსტრიის შიდა სამზარეულოში. შედგება უკრაინული გახმაურებული ფილმის „დაჭრილი მიწა“ პრემიერა. ფილმის შემდეგ გაიმართება დისკუსია რეჟისორთან. ასევე მოხდება, უკრაინული ღვინის პრეზენტაცია.ფესტივალის ფარგლებში, პირველად საქართველოში, ჩატარდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კინო პროგრამა American film showcase მიერ ორგანიზებული ვორქშოფი, სპეციალურად ქართველი რეჟისორებისა და პროდიუსერებისთვის. ფესტივალის ორივე დღის ბოლოს, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ღვინით ხელში დაესწრონ დაუვიწყარ კონცერტებს:


9 ნოემბერს წინანდლის ამფითეატრში "სალიოს" ლაივ პერფორმანსი გაიმართება.


10 ნოემბერს კი ფესტივალს დაასრულებს გიგი პიანომენ ჭიპაშვილის მუსიკალური საღამო.


მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდებიან სომელიეების რჩეული ღვინოები და საუკეთესო კინო პროექტის ავტორები.


გაუმარჯოს კინოს!

http://tkt.ge/WINECAST



R



0
20
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0