x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138387
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512063
10 "ამაზრზენი" ისტორიული ფაქტი, რომელიც თავისი სიველურით შოკში ჩაგაგდებთ

image


სახელმძღვანელოებში, ლიტერატურასა თუ კინოში ასახული ისტორიული პერიოდები, როგორიცაა ანტიკურობა და ვიკინგების ეპოქა ხშირად მისტიფიცირებული და დამახინჯებულია. სანახაობრივი ხელოვნების ნიმუშების შექმნის გზაზე ხშირად მხედველობის მიღმა რჩება ზუსტი ისტორიული ფაქტები, რამაც შეიძლება გაუგებრობები და მოვლენების არასწორი ინტერპრეტაციაც კი გამოიწვიოს. დღევანდელ სტატიაში იმ 10 ნაკლებად ცნობილ ისტორიულ რეალობას ჩავუღრმავდებით, რომელიც შესაძლოა თქვენთვის არა მხოლოდ მოულოდნელი, არამედ უსიამოვნოც კი აღმოჩნდეს.



მენსტრუაციის დროს ჰარემში გოგონებს ცალკე შენობაში ათავსებდნენ


image


როგორც კი გოგონას მენსტრუაცია ეწყებოდა, ის მაშინვე ცალკე შენობაში გადაჰყავდათ, სადაც ის მარტო იმყოფებოდა, და მხოლოდ ყველაზე საჭირო და აუცილებელ მომსახურებას იღებდა. იმ ბნელ დროს, ეს პერიოდი ჭუჭყიანად და უწმინდურად ითვლებოდა.




წარბების ნაცვლად თაგვის ბეწვი


image


შუა საუკუნეებში მოდას ჰქონდა თავისი, ზოგჯერ უცნაური ტენდენციები. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, წარბების არარსებობა ქალებში ერთგვარ შარმადაც კი ითვლებოდა - ამიტომ ქალები წარბებს ან იპარსავდნენ ან იქნევდნენ, თუმცა ეს უჩვეულო მოდა როგორც მოვიდა ისევე წავიდა, მაგრამ აი, ზოგიერთ ქალს წარბების ზრდა საერთოდ შეუწყდა, ამიტომ მოდას რომ არ ჩამორჩენოდნენ მათ საკმაოდ "ექსტრავაგანტულ" მეთოდს მიმართეს – ისინი წარბების ადგილას მღრღნელების ნატურალურ ბეწვს იყენებდნენ.





სულთნების ჰარემში გამხდარი გოგონები არ იყვნენ


image


მაშინ იდეალური ფიგურა 90-60-90 პარამეტრებით სულაც არ ფასდებოდა. სილამაზის ეტალონად სრული ქალბატონები მიიჩნეოდნენ, განსაკუთრებით კი დიდი მკერდი და ფართო თეძოები ფასდებოდა, ამიტომ ჰარემში მოსახვედრად ქალი კარგი ნაკვები უნდა ყოფილიყო.



ძველ საბერძნეთში თვალის ფერის შეცვლის საშინელი რეცეპტი არსებობდა


image

ბერძენი ქალღმერთების სილამაზის მიბაძვის სურვილით, ანტიკურობის დროის ზოგიერთი ქალბატონი ცდილობდა ყავისფერი თვალის ფერი ცისფრად შეეცვალა. მათ სჯეროდათ, რომ ზუსტად ასეთი თვალის ფერი ჰქონდათ ქალღმერთებს, შესაბამისად, ცისფერი თვალის ფერის მისაღწევად ისინი ექსტრემალურ მეთოდებს მიმართავდნენ. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი იყო სპილენძის სულფატის გამოყენება, რომელსაც ისინი თვალებში ისხამდნენ, თუმცა ხშირად ეს ექსპერიმენტი კატასტროფულად სრულდებოდა: ქალები ან ბრმავდებოდნენ ან იღუპებოდნენ.




როგორი იყო შუა საუკუნეების ტუალეტის ქაღალდი?



image


რა თქმა უნდა, ამ მიზნისთვის არანაირი ქაღალდი არ არსებობდა, ვინაიდან ის ძვირადღირებულ პროდუქტად ითვლებოდა და ამ დანიშნულებისთვის სულაც არ გამოიყენებოდა. ქალებს შორის ტუალეტის ქაღალდის ყველაზე პოპულარული ალტერნატივა ხავსი და ფოთლები იყო, ხოლო აი, მამაკაცები კი ამ მიზნისთვის ხელისგულებს სულაც არ იწუნებდნენ.





ვიკინგებს განქორწინება უსუფთაობის გამო შეეძლოთ


image


ვიკინგები სისუფთავეს უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ოფიციალური განქორწინების მხოლოდ 2 მიზეზი არსებობდა: მამაკაცის სისუსტე საწოლში და უსიამოვნო სუნი და ქალის მოუვლელი სხეული. სავარაუდოდ, ზოგჯერ ერთმანეთს ყველაფერი ემთხვეოდა.





შეურაცხყოფელი ვალენტინები


image


მე-19 საუკუნეში, ვალენტინობის დღეს, რომელიც 14 თებერვალს აღინიშნებოდა, დასავლეთში არსებობდა ტრადიცია, რაც ერთმანეთისთვის გულის ფორმის პატარა ბარათების გაგზავნას გულისხმობდა, რომელთაც თან სხვადასხვა გზავნილები ახლდა, თუმცა ეს გზავნილები ყოველთვის სინაზისა და სიყვარულის გამომხატველი არ იყო. თბილი და ნაზი სიტყვების ნაცვლად, ბარათებზე ზოგჯერ სახუმარო, ზოგჯერ კი შეურაცხყოფელი და სალანძღავი სიტყვებიც იყო დატანილი. ასეთი "ბოროტი" ვალენტინების გაგზავნის პრაქტიკამ ამ დღესასწაულს მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი ხასიათი შესძინა.




ძველ ეგვიპტეში თმას ყველა იპარსავდა


image

არასასურველი ცოცხალი არსებების, ტილებისა და რწყილების თმაში გაჩენის მაღალი ალბათობის გამო, სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ყველა სოციალური კლასის წარმომადგენელი განსაკუთრებულ ზომებს იღებდა ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად. ერთ-ერთი პოპულარული მეთოდი გახლდათ თმის გადაპარსვა და პარიკის ტარება. მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ ბუნებრივი მასალისგან დამზადებული პარიკების შეძენა, რომლებიც როგორც წესი, ადამიანის ან ცხენის თმით იყო დამზადებული, ხოლო ნაკლებად შეძლებულ მოქალაქეებს უფრო ხელმისაწვდომი მასალისგან, პაპირუსის ფოთლებისგან დამზადებული პარიკების ტარება უწევდათ. ასეთი ზომების მიღება ხელს უწყობდა არა მხოლოდ არასასურველი მწერებისგან თავის დაცვას, არამედ მოდური იმიჯის შექმნასაც.





სასაფლაო შუა საუკუნეებში მოდურ ადგილად ითვლებოდა


image


სასაფლაო არა მხოლოდ მიცვალებულთა სამუდამო განსასვენებელს წარმოადგენდა, არამედ საზოგადოებრივი ღონისძიებების ცენტრის ფუნქციასაც ითავსებდა. მის ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიება იმართებოდა, მათ შორის არჩევნები და თეატრალური წარმოდგენებიც კი. სასაფლაო ასევე იყო წვეულებებისა და შეხვედრების გამართვის ადგილი, რომელიც კომუნიკაციისას განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა. სასაფლაო გოგონებისა და ბიჭებისთვის სამუშაოს ძებნის ადგილის ფუნქციასაც ითავსებდა.





შუა საუკუნეებში დედები შვილებს ძუძუთი არ კვებავდნენ


image


მდიდარი ოჯახები საკუთარი ჩვილების გამოსაკვებად ხშირად ძიძების მომსახურებას მიმართავდნენ, რომლებიც საკუთარი შვილის გარდა, ძუძუთი პატრონის ჩვილებსაც კვებავდნენ. მსგავსს პრაქტიკას კი იმით ხსინდნენ რომ ძუძუთი კვებას შეეძლო ქალისთვის ბევრი მემკვიდრის გაჩენაში ხელი შეეშალა. გარდა ამისა, მდიდარი ქალები ცდილობდნენ რაც შეიძლება დიდხანს შეენარჩუნებინათ მკერდის ფორმა, შეიძლება სწორედ ეს იყო რეალური მიზეზი იმისა, რომ ისინი ძიძების მომსახურებას ასე ხშირად მიმართავდნენ.








0
501
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
501