x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139046
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
„კაცბავშვები არიან! ამიტომ ვერ იღებს ოპოზიცია პასუსიხმგებლობას საკუთარ ჩავარდნებზე“ - ჩერგოლეიშვილი
image

.

გიგა ბოკერიას მეუღლე, "ტაბულას" დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციას გეგმა ჩაუვარდა და ვერ იღებს პასუხისმგებლობას. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ოპოზიციონერები ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოდიან და საკუთარ შეცდომებს ვერ იაზრებენ და არც აღიარებენ.



"მეგობრებო, კრიტიკოსებს რომ ხან სუკის აგენტებს ეძახიან, ხან სუსის აგენტებს და ხან "გული გაუპო დანამას", წითელი ხარის ნაძოვზე ამოსული სარეველა ელიტის ნოუ ჰაუა.
ტოტალიტარიზმში, სადაც ინდივიდის უფლებები და თავისუფლება არ არსებობს, პასუხისმგებლობაც არ არსებობს - "ყველაფერი სხვისი ბრალია".



ადამიანს, როგორც ასეთს, ტოტალიტარიზმი აჩლუნგებს, უჩლუნგებს როგორც საკუთარი უფლების, ისე საკუთარი პასუხისმგებლობის გრძნობას.


ამიტომ ვერ იღებს ოპოზიცია პასუსიხმგებლობას საკუთარ ჩავარდნებზე - ტოტალიტარული წარსულიდან მომავალი უპასუხისმგებლო კაცბავშვები არიან.


ამიტომაა "ყველაფერი სუკის და სუსის ბრალი".


რასაკვირველია სუკიც, რუსეთიც, ოხერიც, სუსიც იყენებს მეინსტრიმ ოპოზიციის სისუსტეებს, შეცდომებს, ჩავარდნებს.


მაგრამ შეცდომა, სისუსტე და ჩავარდნა ხომ ოპოზიციისაა?


ხომ ოპოზიცია აყენებინებს?


ამიტომაა გადასარეცხი ის ოპოზიცია რომელიც სუსის საუკეთესო მოკავშირეა ქართველი ხალხის ისტორიული მისიის დამარცხებაში.


ეს შესაძლებელია!


გაზრდილია ის ხალხი, ვინც წითელი ჯოჯოხეთის დასრულების შემდეგ დაიბადა და საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია, რათა აღარ დაუშვას.


თავისუფალმა და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებელმა ადამიანებმა ოპოზიციური ოლიგარქია უნდა ჩამოანგრიონ, თავი გაითავისუფლონ ოპოზიციაზე მომჯდარი ოლიგარქიული მურკა ბიცოლების მორალიზებისგან და რეჟიმს გადაჯეგავენ", - წერს თამარა ჩერგოლეიშვილი.

.
0
222
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0