ვაშინგტონი არჩევნებში რუსეთის ჩარევით ცდილობს გაამართლოს გავლენის დაკარგვა საქართველოში
ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილე მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ ამის მყარი მტკიცებულება ჯერ არ უნახავს, თუმცა, ასევე მისი თქმით, “ალოგიკური” იქნება იმის ფიქრი, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში არ ჩარეულა.
მეთიუ ბრაიზა: “როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ რუსეთი არ ჩარეულა [საქართველოს არჩევნებში]? მათ ქვეყნის 20%-ზე მეტის ოკუპაცია მოახდინეს; ქვეყანაში შეიჭრნენ; საქართველოში არსებობს ხელისუფლება, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობა აღადგინა; გააუქმა ანაკლის პორტი და გააკეთა ბევრი რამ, რაც რუსეთს სურს".
როგორც ჩანს, აშშ-ის სახელმწიფოს იმედი ჰქონდა, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებდა, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნებში წარმატება დიდი დარტყმა აღმოჩნდა თეთრ სახლისთვის. შედეგად დასავლეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობებში არსებული ღრმა კრიზისი კიდევ უფრო გაუარესდა.
აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევებში თეთრი სახლის ხელმძღვანელობა ტრადიციულად იყენებს ერთ ტაქტიკას. გავლენის დაკარგვის თუ მოკავშირეების აშკარა დამარცხების შემთხვევაში აშშ-ს სახელმწიფო ადმინისტრაცია რუსეთს ჩარევაში ადანაშაულებს.
ასე მოხდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ანალოგიურად მოვლენები ვითარდებოდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში და მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში. შეერთებულმა შტატებმა მაშინვე დაადანაშაულა რუსეთი ჩარევაში, როდესაც მაია სანდუს დამარცხების რისკი გაჩნდა და ბიულეტენების 76 პროცენტის დათვლის შემდეგ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე სტოიანოგლო 52, 02 პროცენტით იმარჯვებდა იმ დროს, როცა მაია სანდუმ 47, 98 პროცენტი ჰქონდა.
საინტერესოა, რომ ამერიკელი დიპლომატების რიტორიკა თითქმის მთლიანად ემთხვევა სიტყვებს იმათ, ვისაც ვაშინგტონი მხარს უჭერს. ყურადღება უნდა მივაქციოთ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს Reuters-სთან ინტერვიუში:
ინტერვიუერი - ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ გუშინ თქვით, რომ არჩევნების შედეგი რუსულ სპეცოპერაციას წარმოადგენდა და გაყალბებული იყო. ეს პირდაპირი ბრალდებაა, რომ რუსეთმა საქართველოში არჩევნები გააყალბა?
სალომე ზურაბიშვილი - არა. ეს ბრალდებაა იმაზე, რომ გამოყენებული მეთოდოლოგია და სავარაუდოდ, რუსეთის ფსბ-ს ტიპის მხარდაჭერა ჩანს ამ არჩევნებში, რადგან ძალიან დახვეწილი იყო (გაყალბება) მრავალი ტიპის გაყალბების გამოყენებით. ის პროპაგანდა, რომელიც არჩევნებამდე გამოიყენებოდა, აშკარა დუბლირება იყო, ზუსტად ისე, როგორც ის რუსული კანონი, რომელიც გვაქვს - უცხოური აგენტების შესახებ კანონი, რუსული კანონის მიხედვით დუბლირებული. ასევე, პროპაგანდა პირდაპირი დუბლირება იყო, პუტინის არჩევნების დროს გამოყენებული რუსული კლიპებისა და ვიდეოებისა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ვერაფერს დაამტკიცებ, მაგრამ მმართველი პარტიის კავშირები მოსკოვთან, ასევე დღევანდელი მხარდამჭერი მრავალი გზავნილი, რაც მათ მიიღეს, ნათლად აჩვენებს იმას, რაც ამუშავებულია ამ ქვეყანაში.
არცერთ მათგანს არჩევნებში რუსეთის ჩარევის კონკრეტული მტკიცებულებები არ აქვს, იმავე დროს ეს სიტყვები მაინც ჟღერს. ამგვარად, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება აშშ-ს მთავარ ინსტრუმენტად რჩება, როდესაც უჭირთ იმ აზრთან შეგუება, რომ ვაშინგტონის გავლენა რეგიონში შესუსტდა უპირველესად მათივე შორსმჭვრეტელური პოლიტიკის შედეგად.