x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რელიგიური სექტები, რომელთა რიტუალები დაგბურძგლავთ +13
სექტანტები ხშირად იცინიან, ნაცვლად იმისა, რომ შიში ან დანაშაულის გრძნობა ჰქონდეთ საკუთარი ქმედების მიმართ. უცნაური ადამიანები, რომლებიც ბოდვით ყვებიან აბსურდულ რაღაცებს და აბსოლუტურად არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე, ერთი შეხედვით უწყინარი ექსცენტრიკები არიან, სინამდვილეში "შერყეული სულის" მქონე ლიდერები არიან, რომელთაც მრავალი ადამიანი სცემს თაყვანს და ემორჩილება.




image



სინანული გონიერებაა, რომელიც გვიან მოდის, ჰოდა, როდესაც კულტის გულშემატკივრები აღმოჩნდნენ მასობრივი თვითმკვლელობისა და თავდასხმების მსხვერპლი, მდგომარეობის გამოსწორება უკვე დაგვიანებული გამხდარა. დღევანდელ სტატიაში მოცემულ ამბებსა და ფოტოებზე კი ერთი შეხედვაც საკმარისია, რომ სექტების სრული დესტრუქციული ძალის შესახებ გავიგოთ.




რელიგიური სექტები, რომელთა რიტუალები დაგბურძგლავთ +13





1. ისლამი ფემინისტების სექტა.image


ეს არის ძალიან უცნაური და დახურული ორგანიზაცია, რომელიც გაგიკვირდებათ და კაცმა დააარსა. მისი წევრები კი არიან ქალები, რომლებიც თავს ისლამის მიმდევრებად აცხადებენ, მაგრამ უარს ამბობენ ისლამის მორწმუნე ქალებისთვის შესაფერის იმიჯზე - თავშალი, გრძელი კაბა, თმის შეღებვა და თავის მოვლა სილამაზისა და შელამაზების კუთხით. ისინი იბრძვიან თავისუფლებისკენ და სულ სხვა უკიდურესობისკენ მიდიან. მკვეთრი მაკიაჟი, მოკლე კაბები, შეღებილი თმა - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ამ სექტის წევრებს გამოარჩევს ყველასგან და ვინც არ მიიღებს სექტის წესებს, ის ვერ გაწევრიანდება მასში.







2. სექტა "ზეციური კარიბჭე" - მასობრივი თვითმკვლელობა.image

1997 წელს სექტა "ზეციური კარიბჭის" 39-მა მიმდევარმა მოიკლა თავი. ეს იყო მასობრივი სუიციდი კალიფორნიაში. სექტის სულიერმა ლიდერმა მისი მიმდევრები დაარწმუნა ფაქტში, რომ კომეტა ჰეილი პობის კუდში დედამიწაზე უცხოპლანეტელების ხომალდიც მოფრინავდა. კომეტა დედამიწას განადგურებას უქადდა, ამიტომ ერთადერთი ხსნა და გადარჩენა უცხოპლანეტელების ხომალდზე მოხვედრა იყო, იქ მოხვედრა კი დედამიწიდან სულის დატოვებით მოხდებოდა მხოლოდ. ჰოდა, 39 მათგანმა მოისურვა დედამიწის დატოვება და უცხოპლანეტელბთან ერთად გაფრენა. მათ თავები მოიკლეს შხამის დალევით და თავზე პოლიეთილენის პარკის ჩამოცმით.



ნახეთ რას ქადაგებს სექტის დამფუძნებელი და ლიდერი Marshall Applewhite დედამიწის განადგურებასთან დაკავშირებით.





არცერთი გვამი არ მოხვდა უცხოპლანეტელბის ხომალდზე, ყველა გადაიტანეს ქალაქის პროზექტურაში.



image







3. მზის ტაძრის ორდენი.image

მზის ტაძრის ორდენი არის კულტი, რომელიც 1980-იან წლებში გაჩნდა. მის თაყვანისმცემლებს სჯეროდათ, რომ იესო ქრისტე განსახიერდებოდა მზის ღმერთის სახით და ასრულებდნენ ლამაზ შუასაუკუნეების რიტუალებს, რომლებიც არასტაბილურ სულებს იზიდავდა. 1994 წლიდან 1997 წლამდე სექტის წევრებმა ჩაატარეს მასობრივი თვითმკვლელობის რამდენიმე სესია, რომლის დროსაც 74 ადამიანი დაიღუპა.










4. მასობრივი თვითმკვლელობა ჯონსტაუნში.image


ფოტოზე, ერთი შეხედვით ჩანს, რომ ფარეხის გარშემო ტერიტორია დანაგვიანებულია და პარკები და ნაჭრები ყრია, თუმცა სინამდვილეში ეს ადამიანის გვამებია. ტაძრის კულტის მიმდევრების გვამებია, რომლებმაც 1978 წლის 8 ნოემბერს სულიერი ლიდერის ჯიმ ჯონსის მოწოდებით თავი მოიკლეს. იმ დღეს ჯონსტაუნში 909 ადამიანი გარდაიცვალა.



image


909 გარდაცვლილს შორის 303 ჩვილი იყო. ყველა მათგანი მოკლეს მათ მეურვეებმა და მშობლებმა, რომელთაც სჯეროდათ ცრუ წინასწარმეტყველის ჯიმ ჯონსის შეგონებებისა.




image


ეს არის ნარჩენები იმ გაზიანი სასმელის, რომელშიც ციანიდი იყო გარეული და ინექციის სახით მიიღეს სექტის წევრებმა სუიციდის გამო.










5. გოგონები "მენსონების ოჯახიდან".image

ეს გოგონები არიან ჩარლზ მენსონის - პოეტის, მკვლელისა და "ოჯახის" კომუნის ლიდერის "ოჯახის" წევრები, რომლებიც უფრო გამანადგურებელ სექტას ჰგავდა, ვიდრე ნამდვილ ოჯახურ ჯგუფს. ოჯახი რანჩოზე ცხოვრობდა ლოს ანჯელესის გარეთ. მისი წევრები ჯგუფური სექსით იყვნენ დაკავებულნი, იყენებდნენ ნარკოტიკებს, ატარებდნენ სატანურ რიტუალებს და სვამდნენ ცხოველების სისხლს, რომლებსაც ისინი თავად ხოცავდნენ. ცხოველების შემდეგ მოვიდა რიგი იმ ადამიანებისა, რომლებიც მანსონის ბრძანებით"ოჯახის" წევრებს უნდა მოეკლათ. ეს სამი ახალგაზრდა გოგონა მონაწილეობდა ყველა მკვლელობაში და მცირედი სინანულიც არ განუცდიათ.










6. იესო ქრისტეს ბოლო დღის წმინდანთა ფუნდამენტალისტური ეკლესია და მისი პრეზიდენტის მეუღლეები.image

იესო ქრისტეს ბოლო დღის წმინდანთა ფუნდამენტალისტური ეკლესია მორმონიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობაა. ეს არ უბიძგებს მის წევრებს თვითმკვლელობისკენ და, მიუხედავად ამისა, ეკლესიის მრავალწლიანი ლიდერის უორენ ჯეფის სინდისზე მაინც ბევრი ადამიანის სიცოცხლეა. მას მიაჩნდა, რომ მრავალცოლიანობის იდეა მისი რელიგიის მთავარი ღირებულება იყო და აქტიურად იყენებდა მას. ამ ფოტოზე გამოსახულია ჯეფსის უამრავი ცოლი.



ფოტოზე სექტის ლიდერი უორენ ჯეფსია მის მცირეწლოვან მეუღლესთან ერთად.



image


უორენ ჯეფსი, უკანასკნელი დღის წმინდანთა იესო ქრისტეს ფუნდამენტალისტური ეკლესიის მეთაური, იყო არა მხოლოდ სადავო კულტის მეთაური, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი სექსუალური დამნაშავე შეერთებულ შტატებში. და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ მან მრავალცოლიანობის იდეა გააფართოვა არა მხოლოდ ზრდასრულ ქალებზე, არამედ გოგონებზეც. მის "ცოლებს" შორის იყვნენ 12 წლიდან ასაკის გოგონები. მშობლები თავად აძლევდნენ ლიდერს უფლებას, რომ მათ ქალიშვილებზე ექორწინა.



საბედნიეროდ სამართლიანობა აღდგა და 2008 წელს ჯეფს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის გამო.











7. "ღვთის შვილები".image


სექტა "ღვთის შვილები" შეერთებულ შტატებში 1960-იანი წლების ბოლოდან არსებობს. მას მეორენაირად "სიყვარულის ოჯახი" შეარქვეს. სუსტი თეორიული საფუძვლის გარდა, რომელიც ახსენებს ახალი აღთქმის ეროტიკულ გადმოცემას, სექტის იდეა მარტივია და ემყარება უნივერსალური სიყვარულის იდეას - რა თქმა უნდა, ფიზიკურს. თუ მხოლოდ ზრდასრული ქმედუნარიანი ადამიანები იქნებოდნენ დაკავებულნი "ღვთის შვილების" კომუნაში, ეს ნახევრად უბედურება იქნებოდა.



სექტა არაერთხელ დაადანაშაულეს ბავშვთა მასობრივ სექსუალურ ექსპლუატაციაში და თან ძალიან მგრძნობიარე ასაკში, თუმცა მათი მშობლებისგან ნებადართული იყო.



მეტი ამაზრზენი რა შეიძლება წარმოვიდგინოთ?!











8. კუ-კლუს-კლანელი ქალები.image


რასისტი ტერორისტების ბრაზიანი სახე თავისთავად მეტყველებს ზრახვებს. ძნელი დასაჯერებელია, რომ სექტა დღესაც არსებობს.



image


მრავალმა მკვლევარმა ისაუბრა კუ-კლუს-კლანელების სექტის რიტუალებსა და მის მსგავსებაზე ნაცისტი-სოციალისტი ჰიტლერის ქმედებებზე.











9. საენტიტოლოგიის ეკლესია.image

საენტიტოლოგიის ეკლესია აშენდა და დაარსდა, როგორც ფსიქოლოგიური დახმარების კლუბი ომის ვეტერანებისთვის. დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კულტია და მთელი მისი სიმდიდრე მიმდევრების შემოწირულობებით შეიქმნა. თუმცა, რა გზით იღებს ათასობით ვეტერანი ამხელა შემოწირულობას, ამაზე არაერთი ჭორი დადის "ეკლესიის" მსახურების ქმედებებზე და ბევრი გადაჭრით ამბობს, რომ ეს ჭორები საფუძვლიანია.






0
201
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0