x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138405
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
იყო მულტიმილიონერი ფეხბურთელის ცოლი და ახლა "ეშმაკი" დედამთილის წყალობით საკუთარ მონაგარსაც კარგავს
image
ქორწილისწინა კონტრაქტის დადება უკვე უცხოეთში კი არა საქართველოში დაიწყეს მდიდარმა ადამიანებმა, რადგან განქორწინების შემთხვევაში ფულადი დანაკარგისაგან და არა მარტო ფულადისაგან დაიზღვიონ თავი და ქონება.
მაროკოელი ფეხბურთელის აშრაფ ჰაკიმის ცოლმა 3 წლიანი ქორწინების შემდეგ განცხადება შეიტანა განქორწინებაზე და ფრანგული კლუბის "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელისაგან ქონების ნახევარი მოითხოვა.


მაგრამ, ჰოი საოცრებავ! ლიბიურ-ტუნისური წარმოშობის ესპანელმა მსახიობმა ხიბა აბუკმა, რომელმაც სახელი გაითქვა ესპანური სერიალებით აღმოაჩინა, რომ მისი მულტიმილიონერი ქმარი სინამდვილეში "ღარიბ-ღატაკია", მიუხედავად იმისა, რომ მონაკოელი ფეხბურთელი თვეში მილიონ ევროს იღებს ხელფასის სახით.


სად წაიღო ან სად მიაქვს ამხელა შემოსავალი ან კომფორტული სახლი ვისი იყოო იკითხავს მკითხველი.


როგორც აღმოჩნდა, მაროკოელი ფეხბურთელის დედა, რომელსაც თავიდანვე არ მოსდიოდა თვალში რძალი, მეტად გამჭრიახი ქალი აღმოჩნდა. ქალმა შვილთან მოილაპარაკა და მთელი მისი ქონება და შემოსავალი საკუთარ სახელზე გადაიფორმა შვილის თანხმობით ისე, რომ მის რძალს არაფერი გაუგია.




ასე, რომ როგორც აღმოჩნდა ხიბა აბუკი ერთ ევროსაც კი ვერ მიიღებს ქმრის ქონებიდან, მეტიც ახლა მას ემუქრება სერიალებში გამომუშავებული 3 მილიონი დოლარის ნახევრის დაკარგვა, რადგან ქმარმა შემხვედრი განცხადება შეიტანა და ცოლისაგან თანაცხოვრების პერიოდში დაგროვილი თანხის ნახევარი მოითხოვა.
ორივე მხარეს უძლიერესი ადვოკატები ყავს დაქირავებული, საინტერესოა ვინ გაიმარჯვებს "ეშმაკი" დედამთილი თუ ასე გაცურებული რძალი.

0
575
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
575