x
image
თათანიკა
ადგილები,სადაც ვერასდროს მოხვდებით

image



მეჯგორიე რუსეთის სრულიად მეჯგორიე (რუსეთი)- გასაიდუმლოებული იამანტუს მთებში მდებარე, დახურული ქალაქია. ინ 1979 წელს დაარსდა. აშშ-ის ვარაუდით, ამ ქალაქში მრავალი საიდუმლო ბირთვული ობიექტი და ბუნკერი უნდა იყოს. თუმცა, რუსეთის მთავრობის მიერ სხვადასხვა დროს გაკეტებული განცხადებების თანახმად, იქ ხან რუსეთის განძეულის საცავი, ხან -პროდუქტების შესანახი ზონა და ხანაც -ბირთვული ომის შემთხვევაში, ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის განკუთვნილი ბუნკერი მდებარეობს.

image


ვატიკანის საიდუმლო არქივი(იტალია) - აქ დაცული დოკუმენტების უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, მსურველს თითქმის, ყველაფრის ნახვა შეუძლია, მაგრამ თავად არქივში ვერასოდეს მოხვდება. ვატიკანის საიდუმლო დოკუმენტების სტელაჯები 84 კმ სიგრძისაა და ინდექსების კატალოგში 35 ათას ტომს ითვლის.

imageimageimage

CLUB 33 (აშშ) -დისნეილენდს ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის სრული ლიცენზია აქვს. იქ არის დაწესებულება -CLUB 33, რომელიც ყოველთვის ღიაა და სადაც ამავე სახელწოდების სასმელი იყიდება. Club 33-ის წევრობის მსურველს საკმაოდ სქელი ჯიბის ქონა და დიდი მოთმინება -14-წლიანი ლოდინი მოეთხოვება.

imageimage

მოსკოვის მეტრო-2 (რუსეთი) -სავარაუდოდ, ის სტალინის დროს, კოდური სახელწოდებით - D-6 აშენდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ისევე, როგორც მოსკოვის მეტროპოლიტენის ადმინისტრაცია)მეტრო 2-ის არსებობას არ უარყოფს და არც ადასტურებს.გავრცელებული ხმების თანახმად, მეტრო 2 სიგრძით საზოგადოებრივ მეტროსაც აღემატება. ეს ხაზი კრემლს, ფედერალური სამსახურის შტაბბინას, აეროპორტ ვნუკოვო-2 და ნაციონალური მნიშვნელობის არაერთ სხვა ადგილს ერთმანეთთან აკავშირებს.

imageimageimage

ჯენტლმენთა კლუბი White's (დიდი ბრიტანეთი) - ეს ინგლისელი ჯენტლმენების ექსკლუზიური კლუბია. 1693 წელს, იტალიელი ფრანჩესკო ბიანკოს მიერ დაარსებულ White's-ში თავდაპირველად, მხოლოდ ცხელ შოკოლადს ყიდდნენ, თუმცა საბოლოოოდ, ეს დაწესებულება ტიპიურ ჯენტლმენთა კლუბად ჩამოყალიბდა. ამ კლუბმა, პირველ რიგში, "ფსონების წიგნით" გაითქვა სახელი, სადაც ჯენტლმენები უცნაურ ნაძლევებს აფიქსირებენ. მათგან ყველაზე პოპულარული ნაძლევია - წვიმის რომელი წვეთი ჩამოსრიალდებოდა ფანჯრის მინაზე პირველად. სუსტი სქესის წარმომადგენელი კლუბში ვერასდროს გაწევრიანდება, მამაკაცებს კი ამის შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ მიეცემათ, თუ კლუბის რომელიმე წევრი გაუწევს რეკომენდაციას. ერთი სიტყვით, თუ თქვენ სამეფო კარის წარმომადგენელი, პოლიტიკოსი ან საერთოდაც, გავლენიანი ადამიანი არ ხართ, საეჭვოა, ამ კლუბში ფეხი შეგადგმევინონ.
image

imageimageimage

ზონა 51 (აშშ) - ეს ადგილი ამერიკის ნევადის შტატის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ლასვეგასიდან 133 კილომეტრის მოშორებით მდებარე სამხედრო ბაზის ფსევდონიმია. ის გრუმის ტბის ნაპირზეა განლაგებული, სადაც დიდი სამხედრო აეროდრომიც მდებარეობს. ბაზის მთავარი დანიშნულება ექსპერიმენტული თვითმფრინავების, შეიარაღების სისტემის შემუშავება და გამოცდაა. ზონა 51-ის გასაიდუებლობამ ხალხი დააეჭვა, ბაზის შესახებ ყველა საკუთარ ვერსიას გამოთქვამდა. ბევრის აზრით, ამ ადგილას შეთქმულებები მზადდება და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებსაც სწორედ აქ იკვლევენ.

imageimageimage



#39 (ჩრდილოეთ კორეა) - #39 ანუ 39-ე ბიურო ჩრდილოეთ კორეაში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე დახურული ორგანიზაციაა. ის 70-იანი წლების ბოლოს შეიქმნა. სავარაუდოდ, ეს ერგანიზაცია ჩინეთსა და შვეიცარიაში გახსნილ 10-დან 20-მდე საბანკო ანგარიშს კონტრაფაქციის, ფულის გათეთრებისა და სხვა უკანონოოპერაციებისთვის იყენებს. იმასაც ირწმუნებიან, რომ #39 ნარკოტიკების კონტრაბანდითა და იარაღის უკანონო გაყიდვითაცაა დაკავებული. მისი იურისდიქციის ქვეშ 120 საგარეო ვაჭრობის კომპანიაა მოქცეული.

imageimage


ისეს დიდი ტაძარი (იაპონია) - ეს ტაძარი მზის ღმერთის - ამატერასისადმი მიძღვნილი იაპონიის ყველაზე დიდი სიწმინდეა. ტაძარი ყოველ 20 წელიწადში ერთხელ ინგრევა და ისევ აღდგება. მისი შემდგომი აღდგენა 2013 წელს უნდა მოხდეს. ამ ტაძარში მოხვედრა მხოლოდ იაპონიის იმპერატორის ოჯახის წევრ ღვთისმსახურებსა და ქურუმებს შეუძლიათ, ყველა დანარჩენი კი მხოლოდ მისი ჭილის სახურავის ცქერით უნდა დაკმაყოფილდეს.

imageimage

Emergency Operations Center-ის მთები (აშშ) - ობიექტი 1950 წელს, "ცივი ომის" გამო შეიქმნა, მაგრამ არსებობას დღემდე აგრძელებს. გასაგები მიზეზების გამო, იქ მიმდინარე ოპერაციები მკაცრად გასაიდუმლოებულია.

imageimage

Raf Menwith Hill-ის სამხედრო ბაზა (დიდი ბრიტანეთი) - Echelon-ის გლობალურ ჯაშუშურ ქსელთან დაკავშირებული ბრიტანეთის ეს სამხედრო ბაზა მსოფლიოში მონიტორინგის უმსხვილესი ელექტროსადგურის სახელითაა ცნობილი. Echelon-ის ქსელი 1960-იან წლებში, ცივი ომის დროს, საბჭოთა კავშირის სამხდერო და დიპლომატიური საქმიანობის თვალყურის სადევნებლად შეიქმნა, თუმცა დღემდე მოქმედებს და ძირითადად, პოლიტიკური თუ დიპლომატიური დაზვერვითაა დაკავებული. როგორც ამბობენ, იქ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში განხორციელებული სატელეფონო ზარებისა და რადიოკავშირების გაფილტვრა ხდება.

8
677
7-ს მოსწონს
ავტორი:თათანიკა
თათანიკა
677
  
2013, 31 დეკემბერი, 16:01
მეგრელების საიდუმლო დედაქალაქია ეგ.....მეჯგორიე??? მაგათი დაარსებული იქნება ნაღდად,ისეთი სახელწოდება აქვს.....
2012, 19 ნოემბერი, 4:33
მომეწონა!!
მაგარი სტატიაა!!
2012, 23 ოქტომბერი, 13:47
აუფ..ყოჩაღ!სად ნახე გოგო ეს ამდენი რამ??...... მე პირადად ____ ვატიკანში საიდუმლო საცავებში მოხვედრას ვისურვებდი...
2012, 23 ოქტომბერი, 12:33
შენც გმადლობთ
2012, 23 ოქტომბერი, 12:32
მადლობთ ))
2012, 23 ოქტომბერი, 12:29
მაგარია ძაან
2012, 23 ოქტომბერი, 12:09
+++++++++++
0 1 8