x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ასრულებდა ყველაზე ბინძურ დავალებებს. ახლა ტვ პირველზე დასვეს, ხალხი არ გაპატიებთ ღალატს" - ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი კონფლიქტოლოგ, პაატა ზაქარეიშვილის მიერ "ტვ პირველის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით გამოთქმული პოზიციის გამო აკრიტიკებს:


"ეს ის ზაქარეიშვილია ბერძენიშვილების სექტიდან, რომელიც ჩვენი ბიჭების ცხედრებით ვაჭრობდა აფხაზეთში ომის დროს და შემდგომ ასრულებდა ყველა ხელისუფლების და სპეცსამსახურების ყველაზე ბინძურ დავალებებს. ახლა დაავალეს, რომ პარლამენტში ოპოზიციის შესასვლელად საზოგადოებრივი აზრი შეამზადოს და პირდაპირ ტვ პირველზე დასვეს, სადაც ჩვენი გამოჩენაც კი იკრძალება. ხალხი არ გაპატიებთ ღალატს. კარგად დაიხსომეთ."- ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "ტვ პირველის" ეთერში პაატა ზაქარეიშვილმა ბარიერგადალახული ოთხი პარტიის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი პარლამენტში უნდა შევიდნენ.






0
393
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
393