ვისაც კი რამე წაუკითხავს თევზებზე ან ზოგადად თევზაობის მოყვარულია, კარგად იცის, რომ არის თევზების სახეობები, რომლებიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ საკუთარი თავის უსაფრთხოებისათვის. ამ მხრივ განსაკუთრებით ცნობილია გველთევზა, რომელიც გამოიმუშავებს და შეუძლია მძლავრი ელეტრონული მუხტით "გაუმასპინძლდეს" ნებისმიერს, ვისაც კი საფრთხედ აღიქვამს ან მას შეეხება. ელექტრული გველთევზა გამოიმუშავებს 650 ვოლტს, რომლის დარტყმაც ძალიან დიდი საფრთხის შემცველია ადამიანებისათვის. საბედნიეროდ მუხტის ინტესივობა მოკლეა და ადამიანს გადარჩენის დიდ შანსს სწორედ ეს აძლევს. ამაზონიის აუზში ახლახან აღმოაჩინესგველთევზის აქამდე უცნობი სახეობა, რომელიც გამოიმუშავებს ცნობილ სახეობებზე ბევრად მძლავს ელექტრულ მუხტს, რომლის ძაბვაც 860 ვოლტს აღწევს, რაც ძალიან მძლავრი მუხტია. სწორედ ასეთ გველთევზას წააწყდნენ მეთევზეები ამაზონიის აუზში, სადაც მხლართავ ბადეში გაბმულ გველთევზას ერთერთი მეთევზე ხელით შეეხო, რამაც მისი მყისიერი მოკლე გათიშვა გამოიწვია მძლავრი ელექტრონული მუხტის დარტყმის გამო. მეთევზეს გადარჩენის მიზერული შანსი არ ექნებოდა მას გულის პრობლემა, რომ ჰქონოდა.