ამერიკის შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება. „სი–ენ–ენის“ ეთერში შემდგარი დებატების შემდეგ, ტელეკომპანიამ მაყურებლებს შორის ბლიც–გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ დებატებში გამარჯვებული ბარაკ ობამა გახდა. მას მხარი რესპოდენტთა 48 პროცენტმა დაუჭირა, ხოლო მით რომნის გამოსვლით კმაყოფილი მხოლოდ 40 პროცენტი დარჩა.
თუმცა, ამ შედეგებიდან ისიც ირკვევა, რომ მაყურებელთა უმრავლესობის სიმპატიის მოპოვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ობამას უპირობო მხარდაჭერის მზაობა მხოლოდ
24 პროცენტმა გამოთქვა, ხოლო რომნის პრინციპული მომხრეების რიცხვი 25 პროცენტი აღმოჩნდა. ანუ კონკურენტებმა მაყურებელთა 50 პროცენტიანი მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლეს.
როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში 6 ნოემბერს გაიმართება. კვლევის შედეგად ირკვევა, რომ კონკურენტებს გამარჯვების თანაბარი შანსები აქვთ. დასავლური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციებით, ორივე კანდიდატს მხარს მოსახლეობის 46–46 პროცენტი უჭერს მხარს.