სისხლის სამართალი სერიულ მძარცველს მოსწონს ციხეში ჯდომა, ამიტომ მოსამართლისგან მაქსიმალური სასჯელი მოითხოვა 4 ნოემბერი, 14:40 შეერთებულ შტატებში ბანკის სერიულმა მძარცველმა ფლორიდადან აღიარა, რომ უყვარს ციხეში ჯდომა და მოსამართლისგან მაქსიმალური პატიმრობა მოითხოვა. ამის შესახებ The Miami Herald წერს.
42 წლის ტერი მიჩმა მორიგი სასამართლო პროცესის დროს მოულოდნელი განცხადება გააკეთა. თებერვალში ის ქალაქ ჰოლივუდის Truist ის ბანკის ფილიალში შევიდა, მოლარეს უთხრა, რომ შეიარაღებული იყო და აიძულა გადაეცა 2100 დოლარი.
მამაკაცმა მოსამართლეს სთხოვა მას რაც შეიძლება ხანგრძლივი სასჯელი მიუსაჯონ, რათა „ნაცნობ გარემოში ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდეს “.
კრიმინალმა ასევე განაცხადა, რომ გრძელვადიანი პატიმრობა დაიცავს მას თვითგანადგურებისგან და ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების შენარჩუნებას. „ვიცი, რომ ისევ ვიქურდებ. მე ყოველთვის 100 პროცენტით ერთსა და იმავე შედეგს ვიღებ, მომწონს ციხეში ცხოვრება“, - თქვა მიჩმა.
კაცმა ასევე აღნიშნა, რომ ის არ არის გიჟი და განასხვავებს სიკეთეს ბოროტებისგან, მაგრამ "საკუთარი თავი სხვებზე უკეთ იცის".
მიჩი ბანკის ძარცვისთვის პირველად 2012 წელს დააპატიმრეს. 2016 წელს ის გაათავისუფლეს და ათი დღის შემდეგ ისევ ძარცვაზე წავიდა. მან ამა წლის თებერვალში ჩადენილი დანაშაული გათავისუფლებიდან ორ კვირაში ჩაიდინა.
სასამართლომ, როგორც ჩანს, შეისმინა კრიმინალის მოთხოვნა - მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 56 3-ს მოსწონს
|