x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138390
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი
image

კომპანია „კარფური, “ რომელიც საქართველოში წარმოდგენილია „მაჯიდ ალ ფუტაიმის“ მიერ, ყოველთვის მოწინავე იყო მომხმარებლებზე ზრუნვისა და მათი ცხოვრების გამარტივების თვალსაზრისით. ციფრულ ზრდაზე ფოკუსირებით, ფრანგული ბრენდი მიზნად ისახავს, მოსახერხებელი და უსაფრთხო მომსახურება შესთავაზოს თავის მომხმარებლებს.


დღეიდან, Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციებში მინიმუმ 100 ლარის ოდენობის პროდუქციის შეძენისას, მომხმარებლები უფასო მიტანის სერვისითა და 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.


კარფურის ონლაინ მაღაზიაში ერთგულ მომხმარებლებს, უდიდესი არჩევანი, რვა ათასზე მეტი პროდუქტი და ფასდაკლებები დახვდებათ.


კარფურის გამოძახებისას Glovo-დან, აპლიკაციაში ფასდაკლების მისაღებად და უფასო მიტანის სერვისით სარგებლობისათვის მომხმარებლებმა უნდა გამოიყენონ პრომო კოდი (კოდი: GLOVOCRF), მინიმუმ 100 ლარიან შენაძენზე


კარფურის Wolt-დან გამოძახებისას, აპლიკაციაში მინიმუმ 100 ლარიანი შენაძენის შემთხვევაში, მომხმარებელი ავტომატურად მიიღებს 20 ლარიან ფასდაკლებას და ისარგებლებს უფასო მიტანის სერვისით.


„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომლის მიზანია გაზარდოს მომხმარებელთა კმაყოფილება ყველა მიმართულებით. ბრენდის ფიზიკური და ციფრული გაფართოება აქტიურად გრძელდება. „კარფური“ მუდმივად ანებივრებს ერთგულ მომხმარებლებს მათზე მორგებული შეთავაზებებით, ფასდაკლებებითა და სხვადასხვა პრიზის მოგების შესაძლებლობით.



R



0
5
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0