x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139048
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
გაიცანით, ეს რაფაელა ფიკოა, რომელმაც ქალწულობა მილიონ ევროდ გაყიდა
image


ეს მშვენიერი, იტალიელი ქალბატონი რაფაელა ფიკოა, რომელმაც თავისი ქალწულობა მილიონ ევროდ შეაფასა, წარმატებულმა მოდელმა და მსახიობმა თავბრუ არა მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს, არამედ იტალიის ყოფილ პრემიერ მინისტრს, სილვიო ბერლუსკონისაც დაახვია, ხოლო იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილ შემტევს, მარიო ბალოტელის ქალიშვილი გაუჩინა. ორსულობისას რაფაელამ პოდიუმზე გავლაც მოასწრო.


image


რაფაელა 1988 წელს ნეაპოლის გარეუბანში დაიბადა, ხოლო 13 წლის ასაკში უკვე სამოდელო კარიერაც გაიკეთა. 2008 წელს ფიკომ თავისი უცნაური განცხადებით თავი მთელს მსოფლიოს გააცნო, გოგონამ საჯაროდ განაცხადა ქალწულობის გაყიდვის შესახებ, რომელიც საკმაოდ სოლიდურ თანხად - ერთ მილიონ ევროდ შეაფასა.


image


სკანდალური განაცხადიდან ერთი წლის შემდეგ ფიკოს ხანმოკლე რომანი კრიშტიანუ რონალდუსთან ჰქონდა. აი, ასე აღწერს მოდელი ლეგენდარულ ფეხბურთელთან შეხვედრის პირველ საღამოს. "დაახლოებით 20 წლის ვიყავი. რონალდუ სარდინიაზე გამართულ ღონისძიებაზე გავიცანი. ის ჩემთან მოვიდა და დაიწყო ჩემი მისამართით ყურადღების გამოხატვა" - ასე დაიწყო ეს პატარა ისტორია. მან მითხრა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი იყო. კრიშტიანუმ საცეკვაოდ დამპატიჟა, ვარდი მაჩუქა და ნომრები გავცვალეთ. პირველად მასთან პორტუგალიაში ვიყავი. ეს იყო მშვენიერი, შთამბეჭდავი ისტორია, რომელსაც გულში ვინახავ."


image


2011 წელს რაფაელას რომანი "მილანის" პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონისთანაც ჰქონდა, რომელიც იმ დროს იტალიის პრემიერ - მინისტრი გახლდათ.



image


ცოტა მოგვიანებით, რაფაელა "მანჩესტერ სიტის" იმდროინდელ ფორვარდ, მარიო ბალოტელისთანაც იქნა შემჩნეული, რომელსაც მან ქალიშვილი პია გაუჩინა. ფეხბურთელი დიდი ხნის განმავლობაში მამობას არ აღიარებდა, თუმცა მსახიობის მიერ ჩატარებულმა დნმ-ის ტესტმა მისი სიმართალე დაადასტურა.


image


სანამ მარიო მამობას უარყოფდა, რაფაელამ ფეხმძიმობისას პოდიუმზე გავლაც მოასწრო.


imageimage

რაფაელა ფიკოს პარტნიორი მამაკაცების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ მისი მემუარები სავარაუდოდ ბესტსელერად იქცევა....



imageimageimageimage










0
560
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
560