x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
ილიას გამანადგურებელი პასუხი რუსიფიკატორ რედაქტორს
image
1882 წელს ცარისტული თვითმპყრობელობის რეაქციული პრესის ცნობილმა მეთაურმა, „მოსკოვსკი ვედომოსტის“ რედაქტორმა კატკოვმა გამოილაშქრა საქართველოს წინაააღმდეგ და სცადა შეურაცხყოფა მიეყენებინა თვით ქართველი ერის ღირსებისათვის. ილიამ გამანადგურებელი პასუხი გასცა კატკოვს. საბაბი კატკოვის ამ უღირსი გამოლაშქრებისა შემდეგი იყო.

1882 წელს თბილისის სცენაზე დაიდგა დავით ერისთავის „სამშობლო“, რომელსაც საზოგადოება დიდი აღტაცებით მიეგება. როდესაც სცენაზე გაშალეს ქართული დროშა, საზოგადოება ფეხზე წამოდგა და ოვაციით მიეგება ქართველი ხალხის ეროვნულ ემბლემას. დარბაზში გაისმა ქვითინი. კატკოვის ორგანომ „მოსკოვსკი ვედომოსტმა“, სადაც დაიბეჭდა საზიზღარი ცინიზმითა და ბეზღობით აღბეჭდილი კორესპონდენცია „სამშობლოს“ წარმოდგენის გამო, სასაცილოდ აიღო ქართული დროშა და თვით ქართველი ხალხი. „მოსკოვსკი ვედომოსტი“ წერდა: თავი დაანებეთ ქართველებმა ბოდვას რაღაც წარსულზე, ხოლო თქვენი დროშა გირჩევთ ცირკს მიჰყიდოთ, იქ ტაკიმასხარები უკეთ გამოიყენებენ თქვენ დროშას, ვიდრე თეატრშიო.

ამ წერილმა უდიდესი აღშფოთება გამოიწვია ქართველ ხალხში და ილიამ ღირსეული პასუხი გასცა კატკოვსა და მის ხროვას: "ილია უწინასწარმეტყველებდა ცარისტულ თვითმპყრობელობას, რომ მაბეზღარობის ის სული, რომლითაც აღბეჭდილია ეს წერილი და საერთოდ მთელი რეაქციული პრესა, მაჩვენებელია იმისა, რომ ცარისტული რეჟიმი დამპალია, მისი წყობილება შერყეული და აღსასრულიც მოახლოებულიაო. ილია წერდა: „უბედურობა რომელიმე ერისა, დიდი ერია თუ პატარა, სხვათა შორის ისიც არის, როცა პოლიტიკურ ბეზღობას დიდი ავალა მიეცემა, ფართო გზა გაეხსნება, მაშინ პირდაპირ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ საზოგადოების წყობას საძირკველი შერყევიაო და აღსასრული მოახლოვებიაო. „როცა ლიტერატურა, – ეგ ადამიანის ჭკუისა და ზნეობის საგანძე, შეიკედლებს მაგ საძაგლობას, როცა მაბეზღარს თავის კარს გაუღებს ხოლმე, მაშინ თვით საზოგადოების გახრწნილობა ცხადია და სულთმობრძაობა მისი წყობისა უეჭველია.

„ყველაზე საშიშარი და საზიზღარი ბეზღობა ის ბეზღობაა, რომელსაც საგნად მთელი ერი ჰყავს, ნამეტნავად იმისთანა ერი, რომელიც „შემთხვევისა გამო სხვისა და სხვისა“ ყოველ ღონეს მოკლებულია, რომ თავი იმართლოს, თავის გულისნადები, სულის წყურვილი საქვეყნოდ გამოჰფინოს, მაბეზღარს ყოველივე იარაღი ხელში აქვს და დაბეზღებული კი იარაღაყრილია.
„ეს ოციოდ წელიწადია, – განაგრძობს ილია, რაც ბეზღობამ ენა ამოიდგა რუსეთში ბ-ნ კატკოვის და მისი კომპანიის წყალობითა და მხნეობითა. დამქაშების წყალობით ბ-ნ კატკოვს დიდი ბადე აქვს გაბმული რუსეთის სანაპირო ქვეყნებში. რაც კი უწმინდურება მოგუბდება ხოლმე მისი დამქაშების უწმინდურს გულში, სულ ერთიანად სანაპირო ქვეყნებიდამ მოედინება ბ-ნ კატკოვისაკენ და შესაფერის სურნელებით გროვდება იმ თავახდილ და პირმოხეულ აუზში, რომელსაც „Московские ведомости" ჰქვია. ჩვენს საქართველოზედაც არაერთხელ გამოულაშქრებია ბ-ნ კატკოვს...“

ქართული დროშის შეურაცხყოფის გამო ილია წერდა: „გაცვეთილი კაცისაგან ყველაფერი მოსალოდნელი, მაგრამ ეგრეთ უკადრისად ხსენება მისი რასაც ყოველი პატიოსანი კაცი, ყოველი ერი თაყვანსა სცემს, როგორც ემბლემას ერის პატიოსნებისას, ერის ღირსებისას, რომლის შეუმწიკვლელად დაცვისათვის არამცთუ ცალკე კაცი, არამედ მთელი ერი ყველგან დედამიწის ზურგზედ სიცოცხლეს არა ზოგავს და მისთვის სიკვდილი სახელად და დიდებად მიაჩნია, იმის ეგრეთ უკადრისად ხსენებას, არ ვიცით რა სახელი დავარქვათ და მისი ეგრეთ მომხსენებელი რა სულიერებაში შევრაცხოთ. ეგ დროშა, რომელიც ეგეთი სასოებით და პატივით უტარებია იმოდენა ხანს ქართველს, ეგ დროშა, რომლითაც წინ დახვედრია მოზღვავებულ თათრობას და მუსულმანობას... ძლევამოსილობით ომიდამ გამოუტანია და დაუმკვიდრებია კავკასიაში, ეგ დროშა, რომელსაც აწინდელი ქართველი იმავე ვაჟკაცობით და თავგამომეტებით თან გაჰყოლია და რუსებთან ერთად სისხლი უნთხევია მამულისათვის, დღეს ეგ დროშა საცირკოდ გაგვიხადა ერთმა ვიღაცა კორესპონდენტმა და ბ-ნმა კატკოვმა ბანი მისცა...“

ილია ამთავრებდა წერილს სიტყვებით: „თუ ჩვეულებრივმა გრძნობამ მართებულობისამ არ შეაყენა ბ-ნი კატკოვი, იმას მაინც უნდა მოჰრიდებოდა, რომ უპატიურად ხდის მთელ ერს, რომელიც შეჰფარებია რუსეთს მარტო თავის პატიოსნების და ღირსების დასაცველად. თვით ბარბაროსიც კი არ იკადრებდა ეგრეთ გაუპატიურებას მთელის ერისას.

მაშ, ბარაქალა კატკოვს და მის მომხრეებს, რომ იკადრეს ის, რასაც თვით ბარბაროსიც კი ითაკილებდა. ესღა დაგვრჩა ნუგეშად მის იმედისა დიდისა?“
ასეთი იყო ილიას ეს ღირსეული პასუხი თვითმპყრობელობის მავრაზმული პრესის ამ გამოლამქრების გამო ქართველი ხალხის წინააღმდეგ. აქ საჭიროა აღვნიშნოთ ამასთან, რომ შავრაზმელთა წრეების მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ამ გამოლაშქრების დროს ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა რუსეთის "პროგრესულმა პრესამ". ილიას შემდეგ კატკოვსა და მის ხროვას პასუხი გასცა ცნობილმა რუსმა პუბლიცისტმა ნ. მიხაილოვსკიმ.

წყარო: პავლე ინგოროყვას – ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელნი
13
397
4-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
397
  
8 ნოემბერი, 2:15
კომენტარებში ამდენს რომ წერ წარმომიდგენია დიალოგში რამდენს ილაპარაკებ :))
7 ნოემბერი, 20:42
დღეს იმაზე უფრო მეტი საზრუნავი გვაქვს,ვიდრე კატკოვის რაღაც ან ილიას პასუხი,არ არის რელევანტური დროის ამ მომენტისთვის.33 წელი გავატარეთ ილუზიებში და ოცნებებში,ხოდა გამოგვრჩა მთავარი,მომავალი თაობის აღზრდა ეროვნული ინტერესებით და ახლა,ეს ახალი თაობა ასრულებს მეხუთე კოლონის როლს ქვეყანაში,თან დარწმუნებულები არიან რო ქვეყნისთვის სასიკეთო რამეს აკეთებენ. ვინ ასწავლის დღეს ამ ახალგაზრდებს უნივერსიტეტებში ან სკოლებში,ვიცით? რა უნდა მასწავლებელს კოორდინატორად ან ნჯეო კანტორაში? უფიქრია ამაზე უბრალო ქართველს? ვინმეს ოდესმე უსაუბრია იმაზე,რა სურს საქართველოს ან ქართველ ხალხს? სხვები არ ისაუბრებენ ამაზე,ქართველებმა უნდა ვისაუბროთ ამაზე,თუმცა სულ იმაზე მიდის საუბარი,რა არის რუსეთის ინტერესი ან დასავლეთის. არა,ეს ორი ფაქტორი უნდა გაითვალისწინო,თუმცა საკუთარი ინტერესების დაკიდება არ გამოვა. სწორედაც,ქართული დროშა ცირკში იქნება დასაკიდი,თუ ჩვენი ინტერესებით ცხოვრებას არ ვისწავლით. ის რო გეწყნათ,თითქოს მე კატკოვი გავამართლე და აღშფოთდით,რატომ იმაზე არ დაფიქრებულხართ,რატომ იყო მართალი. მისი გადასახედიდან შეხედე აბა,იქნებ რამე გამოვიდეს. კატკოვები გასწავლიან საკუტარი თავის ფასს და თუ დაფიქრდები,სწორ დასკვენბს გამოიტან მისნაირების ნათქმავიმდან,მერე კატკოვები აღარ იქნება. კატკოვი მართალი იყო,რადგან ქართველები ვიყავით და შეიძლება კიდევ ვართ ჩლუნგები და მეამიტები. კატკოვის სიტყვებიდნა გავიდა რამოდენიმე წელი და რუსულ ჯარს ქართველები შემოუძღნენ ქვეყანაში,ხოლო მერე გაკულაკება დაიწყეს,მეზობელმა მეზობელი დაარბია და მისი ქონება მიისაკუთრა ან სარგებელი ნახა ამით. ამიტომ იყო ცირკში დასაკიდი ქართული დროშა და კიდევ,ოსეთის თემაზე მოყანილი მაგალითი იყო სწორი,რადგან რუსისთვის საქართველო არის მათი მიწა,რომელიც დაიცვეს და გადაარჩინეს გაპარტახებას. შენ ან მე მომწონს კი არ არის,ასე უყურებენ ამ ამბავს. როგორც ჯავახიშვილი გვეუბნეოდა,რუსისთვის ყველა მიწა მათია თუ იქ რუსის სისხლია დაღვრილი.შენ ფიქრობ ოსებზე ეგრე,თითქოს გამოგვყარეს იქედან,ხოდა რუსიც ეგრე ფიქრობს რო ამერიკის დახმარებით რუსები გაყვარეთ "თავისი" მიწიდან.ასეა ეს ამბავი და რაც მეტს შემდედავებით,უფრო მეტ არგუმენტს მოგიყვანთ ამაზე,რაც არ მოგეწონებათ
7 ნოემბერი, 20:17
ადრე მეც თქვენსავით ვიყავი,ვისწავლე ისტორია და მაშინვე სიბრაზე დაემეუფლა რუსების,თურქების ან სხვების მიმართ. გავიზარდე და სხვადასხვა ლიტერატურას გავეცანი,სადაც კრიტიკულად იყო გადმოცემული ისტორია და არამარტო. წავიკითხე სხვადასხვა ნაშრომები გეოპოლიტიკაზე და სახელწიფოთა რეალპოლიტიკაზე,ხოდა ყველაფერი ნათელი გახდა. თქვენ გირჩევთ რო ესე მოიქცეთ და მერე აღარ გეგონებათ რო ვიღაცას ვძულვართ ქართველები და უსამართლოდ გვექცევიან. უბრალოდ,ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ იმყოფება ქართველი ერი და ღუზები აქვთ ჩამოკიდებულები თავისი სასიგნალო სიტყვით "რუსი". როგორც კი ამ სიტყვას ახსენებ მაშინვე ირთვება ეს სიგნალი და ვიღებთ ჯოჯოხეთის სერბერივით თვალებდაწითლებულ ადამიანებს. ის რო გითხრათ რო ჩვენი კონფლიქტები ამერიკის ინსპირებულია და არა რუსეთის,შეიძლება დასაბმელი გახდეთ:) არადა,მართლა ეგრე იყო. იმმპერიოდის რუსეთი ჯიბეში ყავდა ამერიკას,ერთპოლარული სამყაროს საწყისები იყო და რუსეთი ჯერ ნატოში,ხოლო მერე ევროკავშირში მიღებაზე ეხვეწებოდა ამერიკას და დასავლეთს. თუ ჩვენი "მეგობარი" იყო ამერიკა,თავისუფლად შეეძლო ამის გაკეთება,თუმცა რატომ უნდა ექნა ეს? მისი მიზანი ხო რუსეთის გარშემო ცეცხლის რკალის შექმნა იყო და არის. ამერიკას და დასავლეთს უნდათ წვდომა ე.წ. ჰართლენდზე და რესურსებზე,რასაც რუსეთი უშლის ხელს. თავის დროზე შეცდომა დაუშვეს,როცა რუსეთი არც ერთგან და არც მეორეგან არ მიიღეს,ეგონათ სულ მონათ ეყოლებოდათ,მარა მოვიდა პუწია და დიდი დაბრუნება მოახერხა. დაიმახსოვრე ჩემდგან,საქართველო და ქართველი ხალხი ყველას ფეხებზე კიდიათ,მხოლოდ დერაფანი და თავისი ინტერესები ადარდებთ,ხოდა თუ დავიწყებთ იმაზე საუბარს რო ვიღაცა სადღაციდან გამოგვყარა ან ახლა ჩვენ გავყაროთ,ცუდად დავასრულებთ. დიდი ბიჭები თუ გადაწყვეტენ ფეხბურთის თამაშს,უნდა გამოხვიდე მინდვრიდან ან არადა,გაგიგდებენ ლეკვივით თუ ხელს შეუშლი. აგერ თამაშობენ უკრაინაში და კი ყავთ გაგდებული ლეკვივით უკრაინელი ხალხი.
7 ნოემბერი, 20:03
რა გგონიათ რო რუსები იმიტო გვბომბავენ რო ქართველები სძულთ ან თურქები თავის დროზე მიტომ გვარბევდნენ რო ქართველები სძულდათ? სარწმუნოებას მხოლოდ იმიტო გიცვლიდნენ რო ფეხი მოეკიდებინათ და თავისი ინტერესები გაეტარებინათ. მეამიტობა არის იმის ძახილი რო მსოფლიოს სიყვარული ან სიძულვილი მართავს,ეს არის სრული სისულელე. მსოფლიოს მართავს ინტერესები,არაფერ შუაშია აქ სიყვარული ან სამართალი. ავიღოთ უახლესი ამბები:ჩინეთს უკვე ტვინი მ... ამერიკის გამო,ტვირთი ვერ გააქვს საზღვაო გზით და რსკები ყოველდღე ეზრდება. არც სახმელეთო ყაზახეთი-რუსეთის ზონა არის უსაფრთხო,ხოდა ცდილობს ახალი ხაზის გაჭრას და ძველი აბრეშუმის გზის მსგავსი სისტემის ამოქმედებას. შეუთანხმდა საქართველოს და აზერბაიჯანს,თან ჩუმად და პორტს აშენებს. თუმცა სერიოზულად გაახურეს ამერიკელებმა ამაზე,თუმცა ამაზე პირდაპირ ვერ იტყვიან,ხოდა ნჯეოების და იმნაირების კანონებით გვებრძვიან. დავნაძლევდეთ,ანაკლიის პორტი გააჩეროს საქართველომ და რუსებს სანქციები დადოს,მაშინვე ქოცეთი დემოკრატიის ბურჯი გახდება და არცევნები უმწიკლო გამოჩნდება. არც ნჯეოების ამბავი გაახსენდება ვინმეს და არც იმნაირების უფლებები. სად არის აქ სამართალი ან სიძულვილი? უფრო მეტს გეტყვით,თემურა კოჭლი რატომ დარბოდა ატეხილი ძაღლივით საქართველოში,რა უნდოდა თქვენი აზრით? ქართველები სძულდა თუ ქრისტეს ვერ იტანდა? არცერთი არ იყო. მასაც ეკონომიკური ამბავი აინტერესებდა,აბრეშუმის გზის გაკონტროლება უნდოდა და ჩრდილოეთით მთავარი ხაზის მოსპობა,რათა მეტი მოგება ენახა. გიორგი VII მოსთხოვა ეს და რო წამოეკიდებინა ქრისტიანობის დათმობაც მოაყოლა. ადგენენ და იომეს ბოლომდე,ხოდა ისტორიის წიგნში ჩაგვიწერეს რო თითქოს თემურა იყო ქრისტიანობის მტერი და ჩვენი აოხრება მაგიტომ სურდა,როცა მხოლოდ ეკონომიკური ამბავი აინტერესებდა და დერეფანის კონტროლი
7 ნოემბერი, 19:51
და კიდევ ყველაზე მთავარი,რაზეც თქვენვე წამოიწყეთ საუბარი "უსამართლობის მსხვეპლი". მსოფლიო პოლიტიკაში და გეოპოლიტიკაში სამართლიანობა არ არსებობს და ნუ ელოდებით ამას. ყველა ქვეყანა ცდილობს თავისი ინტერესები გაატაროს და დაიცვას. ის რო რუსეთმა ეგ მიწები ჩვენს მეზობლებს აჩუქა არის ქართველების უუნარობის ბრალი და არა რუსების. არავინ არ იცის,რა ან როგორ შესთავაზეს ჩვენმა მეზობლებმა რუსებს ან სხვებს,ხომ ასეა? საქართველო რაღაც ილუზიებით გამოისობით საერთოდ ვერ წარმოიდგენდა ასეთ ფაქტს და სულ აწვებოდა "კეთილმეზობლობა" "კავკასიური ძმობა" "საერთო ისტორია" და ა.შ. ხოდა ჩვენი მეზობლები რუსებთან ან სხვებთან დალაგდნენ და ჩაიდეს ჯიბეში ეს მიწები. ტყუილად არ მიხსენებია 3+3 ფორმატი და იქ მონაწილეობა,ისევ დალაგდებიან და რაღაცას წაიღებენ,რას აკეთებს საქართველო ამ დროს? თქვენსავით სამართლიანობას ელოდება და ილუზიებში ცხოვრობს. ყველაფერს რო თავი დავანებოთ,100 წლის წინ,ჟორდანიას და მის ხროვას არ სურდა დამოუკიდებლობა,გერმანელებმა აიძულეს და ძალად გამოაცხადებინეს. სოციალ-დემოკრატები ესე აწვებოდნენ "პროლეტარიატო შეერთდით" და ისინი გლობალური სახელწიფოს ჩამოყალიბებას ცდილობდნენ,ხოლო თუ ვინმე ამაში ხელს უშლიდა,კლავდნენ ან სახელს უტეხავდნენ,ზოგს ორივეს ერთად უკეთებდნენ. მაგალითისთვის,ილია ჭავჭავაძე მხოლოდ იმიტო მოკლეს რო თქვა,ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო და ეროვნული ინტერესების წინ წამოწევას ცდილობდა. სწორედაც,ახალი სოციალ-დემოკრატები არიან ეხლა ოპოზიციაში,რომლებიც საუბრობენ გლობალიზაციაზე და საზღვრების არ ქონაზე,ყველანაირ ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებიან. ტყუილად არ დაარქვეს "უსამშობლოები",ეს უკრაინასთან თამაშის დროს დადასტურდა. ეგ ხალხი ქვეყნებს და საზღვრებს არ სცნობს,ამიტომაც მათთვის სულ ერთია რა ერქმევა ადგილს სადაც იცხოვრებენ.
7 ნოემბერი, 19:37
ბოლო ნაწილში გეთახმები,თუმცა მხოლოდ ლგბტზე ხელის მოწერის გამო არ არიან 850 ათასი ადამიანი ხონში გასაშვები.ხაზარაძე,გვარამია,გირჩა ზურია,ელისაშვილი,თვალთხარია და ა.შ. ამ ხალხს ხმა მისცა კინაღამ მილიონმა ადამიანმა და ეს სწორი მიმართულება გგონიათ? არ ვიძახი რო ქოცები სასწაული ხალხია და რასაც გვპირდებოდნენ,ადგებიან ყველაფერს შეასრულებენ,ქოცები მიტომ არიან ხელისუფლებაში რო იქეთ უფრო ცუდი სიტუაციაა. არც არასოდეს მჯეროდა ქოცების დაპირებების,თუმცა ქართული პოლიტიკური რეალობა გვაიძულებს მათთვის ხმის მიცემას,რატომ ხდება ეს ამბავი,იცით? უცხოეთიდან აფინანსებენ ამ ე.წ. ოპოზიციას და ამიტომ ტივტივებენ ზედაპირზე. ვერ ხერხდება ახალი ძალების შემოსვლა პოლიტიკაში და ამით სარგებლობენ ქოცებიც.

აღმაშენებელმა პოპულაციის გაზრდის მიზნით ჩამოასახლა და არა იმიტო რო ვინმეს საცხოვრებელი მიწა უნდოდა. იმ ხალხის შთამომავლები არიან უკვე ადგილობრივი მოსახელობა და ის მიწა მათიც არის.რაც შეეხება ქართველების გამოყრას,დარწმუნებული ვარ რო უბრალო მოქალაქეს ქართველებთან არანაირი პრობლემა არ აქვთ და არც ქონიათ. ეს არის თავსმოხვეული ამბავი უცხოეთიდან,მარტო რუსეთიდან არა. ადრე იყო ერგნეთის ბაზრობა,ქართველები და ოსები შვენივრად ურთიერთობდნენ ერთმანეთთან,თუმცა მერე მიშამ გააუქმა და ათასი სიგიჟე აკეთა. ბევრი რო არ გავაგრძელოთ,არც ოსი არის ქართველის მტერი და არც ქართველი ოსის მტერი,ეს არის თავს მოხვეული ამბავი. გაიხედეთ გარეთ,რა ხდება ქუჩებში,ქართველი ქართველს უპირისპირდება მხოლოდ იმიტო რო განსხვავებულ პარტიებს აძლევენ ხმას,ხოდა ე.ი. რა გამოდის,ქართველი ქართველთან არის დაპირისპირებული? არა,ესეც გარედან მოხვეულია. სანამ ამას არ გავიაზრებთ ქართველებიც,ოსებიც და აფხაზები,შერიგება არ გამოვა მანამდე.
5 ნოემბერი, 20:47
წაკითხულიდან აზრის გამოტანისთვის გადაბრალება არაფერ შუაშია უაზრო პარალელთან. სწორედაც რომ „მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესის“ დაცვის მაგალითად არ გამოდგება შემთხვევა, როცა მსხვერპლია ქვეყანა, ნაცვლად მატყუარა დამპყრობლისა.
ჩვენ ვართ უსამართლობის მსხვერპლი, ხოლო რუსები იყვნენ დამპყრობლები, რომლებმაც მოგვატყუეს და დაგვიმონეს.
ოსები აღმაშენებლმა ჩამოასახლა თუ არა, ეგ რა შუაშია? იქნებ წაკითხულის გააზრებაზე თავად გემუშავათ?
ოსების მთავარი დანაშაული მანდ ცხოვრება კი არა, ისაა, რომ გამოგვყარეს — ქართველები გამოყარეს.
თანაც თუ ჩამოვასახლეთ, ე.ი. არც დაგვიპყრია და არც მოგვიტყუებია — პირიქით, მიწა მივეცით, რომ ეცხოვრათ.
რუსები კი ჩვენთან მოვიდნენ, აქეთ წაგვართვეს მიწები, დაგყვიპრეს, მეფობა გაგვიუქმეს და ეკლესიის დამოუკიდებლობა მოგვისპეს.
როცა ამდენი სხვაობაა, იქ „მხოლოდ ქვეყნის ინტერესის დაცვას“ ვერ შეეხება „პარალელი“, ჯობია სხვა შემთხვევა მოიყვანოთ, მაგალითად საფრანგეთის აფრიკასთან ურთიერთობა, ან ესპანეთის მექსიკასთან და ა.შ. ქართველი და ცხინვალი აქ სახსენებელიც არაა. ჩვენ სხვისი არაფერი არ გვინდოდა და არ გვინდა.
ზაქათალა და ტაო-კლარჯეთი როცა დაიკარგა, მაშინაც რუსები განკარგავდნენ ჩვენს მიწებს ან რუსის მონები, როგორ უნდოდათ ისე ანაცვლებდნენ მიწებს თურქეთთან და აზერბაიჯან-სომხეთთან.
კავკასიელი ველურების პატივის ცემა კი არავის სჭირდება, ყოველთვის მათზე მაღლა ვიდექით და ყოველთვის შურდათ ამის. როგორც კი შანსი ეძლეოდათ, ჩვენს ომებში ქართველების მოჭრილი თავებით თამაშობდნენ ფეხბურთს.
ლჯბტ კი ყოველთვის იყო საქართველოში და ყველგან, ეგ ვერ იქნება „ნომერ პირველი საფრთხე“, როგორც გვატენიან. პარტიებიც ყველა მომხრეა, ხელი აქვთ მოწერილი თუ არა. თავიანთი შვილები ყველას ევროპაში ჰყავთ გაშვებული იქ ელჯიბიტობენ თუ არა, არავინ იცის. ეს აქ აბოლებენ ხალხს ხმებისთვის, ვითომ „ღირსებას იცავენ“, თორემ თავად ევროპასაც კარგად იყენებენ და ამერიკასაც. თავისთვის ემეტებათ, სხვისთვის არა.
5 ნოემბერი, 19:27
ესეც უნდა ვთქვა,850 ათასი კაცი მხარს უჭერს ლგბტ შემოღებაზე ხელმომწერ პარტიებს,ხოდა არავის არ უნდა გაუკვირდეს რო კავკასიაში ქართველს პატივს არავინ აღარ სცემს. ქართველის სიტყვას ფასი დაეკარგა და ნდობა აღარ აქვს,რითაც ამაყობდა ეს ქვეყანა ოდითგანვე. ახლო პერსპექტივაში,ამის შეცვლა შეუძლებელია,შეიძლება აღარც მოხდეს ეგრე,რადგან ყოველწლიურად 40 ათასი გამოთაყვანებული ახალგაზრდა უერთდება ხმის მიმცემთა რიგებს,რაც 4 ან 8 წელში კატასტროფამდე მიიყვანს ერს,მის არსებობას. ბავშვი იბადება და ქართველად აღარავინ ზრდის,გამოთაყვანებულ პროდასავლელად იზრდებიან. მადლობა და ნახვამდის,იმედი მაქვს რო გაიგებ და აზრს გამოიტან ჩემი ნათქმამიდან და თუ ვერა,მე მაპატიე,უკეთესად თუ ვერ ავხსენი.
5 ნოემბერი, 19:17
ახლა იმართება 3+3 ფორმატის შეხვედრები,სადაც ერთ "3" იგულისხმება საქართველო,სომხეთი და აზერბაიჯანი,ხოლო მეორე "3" თურქეთი,ირანი და რუსეთი. ფორმატი ასეთია,თუმცა 2+3 გამოდის,რადგან საქართველო არ მონაწილეობს,ხოდა ეს უუნარობა არ არის. შენი მეზობლები იკრიბებიან,დახურულ კარს მიღმა რაღაცას განიხილავენ და საქართველოს ინტერესს არავინ იცავს,ხოდა ერთი კატკოვი არ გვაწყენდა :) თუ ეს ხუთი ქვეყანა რაღაცაზე შეთანხმდა,საქართველოს მონაწილეობა აუცილებლად მოუწევს და შეეხება,ამიტომ ჩვენ იქ ინტერესებს უნდა ვიცავდეთ. ესენი არიან რეგიონის ქვეყნები,მათთან გვაქვს სახმელეთო საზღვარი და ასევე,რუსეთთან პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობა არის. საქართველომ მონაწილეობა უნდა მიიღოს,რადგან მარტო არ დარჩება რუსეთთან,რადგან სამივე კავკასიური ქვეყანა იქ იქნება და ყველას სურს კონფლიქტების მოგვარება,ასევე,არც თურქეთს სურს იგივე და არც ირანს. არის ფორმატი,სადაც 5 ქვეყანას არ სურს ომი და კონფლიქტები,ხოდა რუსეთიც არ არის მთლად წინააღმდეგი ამის ბოლო მოვლენების გათვალიწსინებით. ბევრი რო არ გავაგრძელო,კონსტიტუციაც,გერბიც და დროშაც არის სიმბოლიკა,რომელთაც ყოველდღიური დაცვა სჭირდება. ვინ იცავს ამ ფორმატში ქართულ დროშას? არც არავინ. თუ ისინი შეთანხმდებიან,მერე გეტყვიან რო ეგ დროშა ცირკში გამოიყენეთო და მართლებიც იქნებიან. სპექტაკლებით და უაზრობებით ვიცით მხოლოდ სუვრენიტეტი და მისი დაცვა,მიტომ გვაქვს კარგად საქმე. დროშას ყოველდღე თუ არ იცავ,ჩვეულებრივი ნაჭერია,გინდ ცირკში დაკიდე,გინდ ყველაზე მაღალ შენობაზე,მაინც შედეგი ერთია,ნაწერია მხოლოდ. დღეს ქართული სახელმწიფოს ინტერესებს არსად არავინ არ იცავს,მხოლოდ გარე დაკვეთებით იმართებიან და შენ გგონია რო მართლა დამოუკიდებელი ქვეყანა გაქვს ან ეგ დროშა ვინმესთვის რამეს ნიშნავს? ჩემთვის ან შენთვის შეიძლება ნიშნავს,თუმცა კავკასიაში მაგ დროშას ის ძალა და დაფასება აღარ აქვს,რაც გასაკვირი საერთოდ არ არის.მისაბაძი იყო ქართველი ყველასთვის ამ რეგიონში,თუმცა დღეს ყველას სურს განცალკევდეს საქართველოდან. ეს რუსის ბრალი არ არის მხოლოდ,ეს ყველა ქართველის ბრალია.
5 ნოემბერი, 19:02
ხო კიდევ,კონკრეტულად რამდენი ოსი ჩამოსახლდა ჩრდილოეთიდან არ ვიცი,მარა ის ვიცი რო მაგ ტერიტორიებზე დიდი ხანია ოსები ცხოვრობენ. მათთან არასოდეს პრობლემა არ გვქონია,არაფერი გვქონდა გასაყოფი,თუმცა რაღაც მოხდა და ეს გამოიყენეს რუსებმა. ის რაც ამ რეგიონში მოხდა არის ჩვენი და ოსების უუნარობის ბრალი,რაც რუსებმა გამოიყენეს. არის კიდევ ერთი ფაქტი,რაც ოსების და ქართველების ნათესაურ კავშირს ადასტურებს:თამარის მეორე ქმარი იყო დავით სოსლანი,ეროვნებით ოსი და ის ყველა ძალას ხმარობდა ქართული სახელმწიფოს ძლიერებისთვის. ის იყო ჯარების სარდალი და მთავარი სტრატეგი,ბევრჯერ მისმა გამჭრიახობამ ქართულ ჯარს გამარჯვება მოუტანა. აქედან გამომდინარე,თამარის მერე ტახტის მემკვიდრე ბაგრატიონები დავით სოსლანის შთამომავლობაც იყო და ოსური სისხლი ერია.

ბევრი გვაქვს ეგეთი ტერიტორიები საქართველოში,სადაც სხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს. თელავშიც,მარნეულშიც და ლაგოდეხშიც. ბევრჯერ იყო და მომავალშიც იქნება მცდელობა სიტუაციის არევის,თუმცა ქართველბმა და აზერებმა ეს შეაჩერეს. ამ რაიონებში არავინ იძახის რო აზერები ჩამთრეულები არიან და ის მიწა მათიც არ არის. როცა დაიწყებ ასეთ რამეს,მერე ვიღაცა გამოიყენებს ამას,ხოდა ამიტომაც არის სამაჩაბლო და აფხაზეთი დროებით დაკარგული. თუ კიდევ დავწვრილმანდებით,ზაქათალა და ბელექანი ძირძველი ქართული მიწებია,როგორც ტაო-კლარჯეთი,ხოდა მიდი პრეტენზია განაცხადე თუ ბიჭი ხარ. ეს არის ქართველი ხალხის უუნარობის ბრალი და თავისი ქვეყნის ინტერესების არ დაცვის ბრალი ასევე. კატკოვმა თავისი ქვეყნის ინტერესი დაიცვა,რაც დასაფასებელია და მისაბაძი ქართველებისთვის. და დიახ,დამოუკიდებლობის მოსურნე ოსებმა ის დროშა,გაირჭონ უნდა ერთ ადგილას ან ცირკში გამოიყენონ,როგორც თავის დროზე უნდა ექნათ ქართველებს იგივე. გასაგებია რო არ მოგწონთ,მარა სიმართლე ეს არის. რატომ ვამბობ ამას? გადაიკითხე XIX საუკუნის საქართველოს ისტორია დეტალურად,დაუმატე XX საუკუნის პირველი მეოთხედი და თქვენვე მიხვდებით,რატომ უნდა გაეჭოთ ის დროშა და რატომ იყო მართალი კატკოვი.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10