შოუბიზნესი შოუბიზნესის ვარსკვლავების გარდასახვა, ხშირ შემთხვევაში ძნელია მათი ამოცნობა 1 ნოემბერი, 16:58 ცნობილი ფაქტია, რომ შოუბიზნესის ვარსკვლავები კარიერის მანძილზე ხშირად იცვლიან სტილს, იმიჯს და გარეგნობას. ახლაც სწორედ შოუბიზნესის იმ ვარსკვლავებზე მექნება საუბარი რომლებმაც ისე შეიცვალეს გარეგნობა, ხშირ შემთხვევაში ძნელია ამოიცნო რომელია ამ ორიდან "ორიგინალი". ზედა სურათზე კელი ოსბორნია 2000 წელს და ახლა, მომღერალი ისეა შეცვლილი რთულია მასში ძველი კელი იპოვო. ეს კი კრისტინა აგილერაა. მომღერალმა 18 კილოგრამი დაიკლო და სხეულის ფორმის ცვლილებამ ისე შეცვალა მისი ამოცნობა ბევრს უჭირს. მსახიობი ეისა გონსალესი ისე შეიცვალა, ერთი პერიოდი ქუჩაში ვერც კი ცნობდნენ მისი ფანებიც კი. კეიტ ბეკინსეილმა თმის ფერის და ვარცხნილობის შეცვლით განაცვიფრა გულშემატკივრები. ადელმა თავი ხელში აიყვანა, 3 წელი მონდომებით ივარჯიშა და აი როგორ გამოიყურება ახლა. თურქმა მსახიობმა და მოდელმა ხანდე ერჩელმა ისე შეიცვალა თმის ფერი, ძნელია მასში ძველი ერჩელის პოვნა. საოცრად შეცვლილ კიმ კარდაშიანს რთულია მზერა მოსწყვიტო. ბეიონსემ თმის ფერის მკვეთრი შეცვლით განაცვიფრა ფანები, არა და რეალურად მოუხდა ეს ფერი. ჩემი აზრით ძველი ჯესიკა სიმფსონი ჯობდა. ჰლოი კარდაშიანი არ მალავს პლასტიკური ქირურგიის ჩარევაზე მის გარეგნობაში. "დიდებული საუკუნის" ვარსკვლავმა მერიემ უზერლიმ ინექციით ტუჩების ფორმა შეიცვალა და ვარჯიშის წყალობით სხეულის ფორმებიც. დამეთანხმებით დიდებული ქალია. რენე ზელვეგერის მიერ პლასტიკური ქირურგიის დახმარებით გარეგნობის შეცვლამ აჟიოტაჟი გამოიწვია დასავლურ მასიურ საინფორმაციო საშუალებებში. ზოი დოიჩმა გარეგნობასთან ერთად თმის ფერი და ვარცხნილობაც შეიცვალა და ვფიქრობ უხდება. 116 4-ს მოსწონს |