x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138388
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512063
"რისთვის გამოვიყვანეთ და დავხოცეთ ჩვენი საკუთარი მოქალაქეები ომში?"-ალექსეი არესტოვიჩი
image

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა ALPHA MEDIA-ს ნიკოლაი ფელდმანის Youtube-არხზე ისაუბრა.გთავაზობთ ფრაგმეტებს მისი გამოსვლიდან:


"

"ხარკოვში დაიწყო საუბარი, რომ მეთოდი, რომლითაც ჩვენ ხარკოვში მობილიზაციისთვის ხალხის გაწვევას ვახორციელებთ, არაფრით განსხვავდება ოკუპაციისგან. ხარკოვში ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავს. მათთან საუბრის დროს, ამბობენ, რომ არაფრით განსხვავდება. რუსებმა განახორციელეს ოკუპაცია და ეძებდნენ სლავური ძმობის მოღალატეებს, მიჰყავდათ ისინი ფრონტზე. ისინი ამბობენ, რაშია განსხვავება და ეს არ ეხება მხოლოდ ხარკოვს. ყველაფერი ეს რისთვის? ჩვენ ვართ ავადმყოფი საზოგადოება, დეფოლტირებული სახელმწიფო. ჩვენი მთავარი დეფოლტი არ არის ეკონომიკური ხასიათის, არამართულობის.


ჩვენ დაავადებული ვართ უმძიმესი სენით, რომელსაც ეწოდება პასუხის არცოდნა კითხვაზე – რატომ? არსებობს ოთხი უმთავრესი კითხვა, რომელზეც პასუხობს ადამიანი ან საზოგადოება. ვინ ვარ? სად ვარ? რა ურთიერთობებში ვარ? და რისთვის ეს ყველაფერი? რისთვის ყველაფერი ეს – არის მთავარი შეკითხვა. ადამიანი ან საზოგადოება, რომელიც ვერ პასუხობს შეკითხვას – რისთვის, სრულად დისკრედიტებული, დასნეულებულია და უფრო მარტივია, ესროლო მას, ვიდრე ხელახლა ააშენო. რისთვის ეს სისხლისღვრა, რისთვის მეცნიერებისა და ეკონომიკის განადგურება? რისთვის დაშლილი არმია? რისთვის სამომავლოდ ჩვენი კულტურის პერსპექტივასთან დაკავშირებით? ეს დაწერილია ყველა ამ სფეროს საფლავზე და ყოველ პერსონალურ საფლავზე.

ვიმეორებ, თუ ეს ყველაფერი გასაგები იყო წელიწად-ნახევრის, მაქსიმუმ ერთი წლის წინ, რისთვის გავაკეთეთ ეს? რატომ გავაგრძელეთ ეს აურზაური, რომ პირობა ერთი წლის შემდეგ უფრო ცუდი იყოს? პუტინი ერთი წლის წინ გამოვიდა საერთაშორისო იზოლაციიდან, რომელშიც მაშინ იყო. არავითარი "ბრიქსის" სამიტები არ გამართულა, არ ყოფილა დიდი იალტის სამიტები, ჯერ კიდევ დაუცველ პოზიციაში იყო....


...რისთვის გამოვიყვანეთ და დავხოცეთ ჩვენი საკუთარი მოქალაქეები ომში?.. დემოტივირებულები, ძალადობით მოცულები. რისთვის დავკარგეთ დაღუპული ბავშვები, გავუძელით ამ განადგურებულ ენერგეტიკას და დავუშვით პუტინის წამოდგომა, მაშინ, როდესაც შეგვეძლო, გადაგვეწყვიტა ყველაფერი უფრო უკეთესად. ახლა რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, უფრო ცუდ და დასუსტებულ მდგომარეობაში ვართ დიდი დანაკარგებით. რისთვის? ათეულობით ათასი ადამიანია დაღუპული. თითოეულ საფლავზე შესაძლოა, ეწეროს – რისთვის? და ჩვენ, როგორც ერს, არ გვექნება საერთო პასუხი.

ჩვენ იდიოტები ვართ. ჩვენ თავმოჭრილ ტარაკნებზე უარესები ვართ. ჩვენ იდიოტიზმის ფუნდამენტური ნაკრები ვართ. ფართო წარმოსახვა მაქვს, ვიცი ისტორია, ბევრი წელია ვსწავლობ ფსიქოლოგიას, ვნახე ბევრი ადამიანი, თუმცა რაც უკრაინაში ხდება, აჭარბებს ჩემი წარმოსახვის საზღვრებს. ეს იდიოტიზმზე უარესია. არ ვიცი, რა სიტყვა უნდა გამოვიყენო იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, როგორც ქვეყანა, ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ჩვენ ყველა ერთად, როგორც საზოგადოება", – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი.

2
409
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
409
  
ქართველი რაც არ უნდა შეძლებული იყოს საზღვრებს გარეთ,მაინც უბედურია და ვერ ხარობს,რადგან მოშორებულია თავის მიწას.და პირიქით,ადამიანი შეიძლება უქონელი იყოს,მარა მაინც ბედნიერია,რადგანაც თავის ქვეყანაში და მიწაზე ცხოვრობს. ეს მხოლოდ ქართველისთვის შემიმჩნევია,შეიძლება სხვაც იყოს ეგეთი,თუმცა მე არ მსმენია. ჩემი ახლობელი იყო,10000 დოლარს შოულობდა თვეში,თუმცა ვერ გაჩერდა და ჩამოვიდა,ეხლა 1000 ლარზე მუშაობს აქ,თუმცა თავს მშვენივრად გრძნობს.ყველაფერი ფულით არ იზომება,უფრო სწორად,ქართველისთვის ფულით არაფერი არ იზომება. ნამდვილ ქართველებს ვგულისხმობ და არა გვარგადაკეთებულ და შემოტენილ არსებებს.
ეს მაგარი ყავთ უკრაინელებს,იმიტომაც მისდით საქმე კარგად. თავის დროზე რო ყველა წასულიყავით ომში და არ მოგეხიათ საზღვრებს გარეთ,ზოგს თეთრი საბუთი არ აგეღოთ,შეიძლება მოგეგოთ კიდეც,მარა რად გინდა,ამისნაირები მჭერმეტყველებდნენ ან გარბოდნენ ქვეყნიდან.ომი ბორშის ჭამა გეგონათ ბიძი და იმიტომაც გადაგანგრიათ ქვეყანა პუტინმა. ელემენტარული ლოგიკის ამბავია:რუსეთი არის კორუმპირებული ქვეყანა,ადამიანების დიდი ნაწილი ხელმომჭრნედ ცხოვრობს,განსაკუთრებით რაიონებში და ამ დროს კი,იცი რო ერთერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა არის რესურსებით და მილიარდობით დოლარს შოულობს დღეში. არავის გაგჩენიათ კითხვა,სად მიდის ეს ფული? ვიცი რო პასუხი გექნებათ მოკლე "ოლიგარქებთან",ხოდა მერე ეგ ოლიგარქები თუ საფრთხეს იგრძნობენ,სად წავა ეგ ფული? სად წავა და უკრაინაში რო იყრება ყოველდღიურად,მანდ არის წასული ეგ ფული.მერედა,ამერიკა ერიდება ამ ქვეყანასთან პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლას და თქვენ უკრაინელები,პაპზე მაგარი ქრისტიანები გამოხვედით? მიტომ აღარ იარსებებს უკრაინა ცოტა ხანში. ეს სამწუხაროა,ჩვენივე თვალით მოვესწარით ერის განადგურებას,რასაც ადრე ისტორიის ფურცლებზე ვკითხულობდით. ხომ ყველამ გაიგო,რატომ მოვიდა ქართველი ერი დღემდე,სიბრძნე არის ამ ქვეყანაში,რასაც წიგნში ვერ წაიკითავ. შეიძლება ადამიანს წიგნი არ ქონდეს წაკითხული,თუმცა მისი გონება ეტყვის რა არ უნდა გააკეთოს. ეს არის ერის მეხსიერება,რისი მოშლაც უნდათ ან უნდოდათ,მარა ეგ შეუძლებელია. ეგ არის ჩაშენებული პროგრამა ქართველში,მოკლავ და ვერ ამოშლი. თუ დაკვირვებიხართ,უკრაინელები საქართველოში ან სხვაგან საკმაოდ ბედნიერად ცხოვრობენ,ეგრე არის ბევრი ერი,მარა საქართველო არა.
0 1 2