x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138390
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512063
პოეზია გუშინ და დღეს
image

როდესაც სადმე პოეზია ხსენდება, მაშინვე ფიქრში გაიელვებს ნაცნობი სახელები: შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი. რა თქმა უნდა სხვა დიდი პოეტებიც ყავდა საქართველოს და საბედნიეროდ რამდენიმე მათგანით არ შემოიფარგლებოდა ქართველ პოეტთა საზოგადოება, მაგრამ ჩამოთვლას არ დავიწყებ ბევრი გამომრჩება, ბევრიც შეიძლება არ ვიცოდე, ყველამ ყველაფერი ხომ არ იცის, (თუმცა დღეს ეს დასაძრახია, რატომ არ ვიცი). ვინ როგორ, როდის და რას წერდა გასულ საუკუნეებში ყველამ კარგად იცის, ისიც კარგად იციან ვის ეწოდება პოეტი, მე მათი განხილვის უფლებას ვერ მივცემ საკუთარ თავს, მე ის მაინტერესებს რას ფიქრობთ იმ ადამიანებზე ვინც დღეს წერს ლექსებს, ვის უნდა ეწოდოს თამამად პოეტი და ვის არა, რის მიხედვით უნდა ფასდებოდეს იგი.

დღეს კრიტიკა მკვდარია, უმრავლესობა ლანძღვაზეა გადასული საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსირება არავის ძალუძს და კლავიატურას ამოფარებულები დედის გინებასაც ერ ერიდებიან იმ ადამიანების მიმართ ვინც ცდილობს, რაიმე ღირებული შექმნას, წერის სურვილსაც უკარგავენ, ზიზღის გრძნობას უჩენენ და უმძაფრებენ. ჩემი აზრით ამის დაშვება არ შეიძლება, დროა გამოიღვიძოს საზოგადოებამ, რეალურად შეაფასოს არსებული მდგომარეობა და რეალურადვე შეაფასოს ის ადამიანები ვინც დღეს ლექსებს წერენ.

რამდენიმე ლექსს დავწერ და თქვენ შეაფასეთ, ავტორებს არ მივუთითებ, ალბათ მიხვდებით და გეცოდინებათ მათი შემოქმედები.



1) ***


ვის უნახავს ის ედემი შლილი,
სადაც ისე ტკბილ არ არის ძილი,
როგორც ტკბილია გამოღვიძება;
სადაც ბუნების თავისუფლება
მონებას, როგორც უხმო ყვედრება,
ცოცხალ ფშვენითა უყენებს თვალსა;
სად დაუკარგავს მშვენიერ ხალხსა
იმ თვით ედემში თვისი ედემი?
ვის უნახავს ის, სამშობლო ჩემი?..


2) ***


სხვას რას შეგადარო, სულში მეკუმშები,
სისხლში მიყივიხარ შენი მთა-ბარითა,
ჩემო საქართველო …. მე ხომ აკვნიდანვე
ვბრძოლობ ერთგულების გულის აბჯარითა.
შენი სილამაზე თვალზე მეფინება,
შენი მიწის სუნთქვის ხმაზე მეძინება,
შენი მონატრების სუნზე მეტირება
ჩემო საქართველო… შენთვის მეღვიძება,
ჩემო საქართველო … შენზე სიმღერებით,
თუნდაც მუნჯი ვიყო… მაინც ვიმღერებდი,
მტერთან შესახვედრად ვიყო უმოძრაო,
სხვას თუ ვეღარაფერს.. ბრაზს მოვიღერებდი.
სხვას რას შეგადარო ჩემო საქართველო,
მოვკვდე თუკი გული წამს არ ვაქართველო
სხვას რას შეგადარო, სიტყვად შემეცვალე
ჩემო სამშობლოვ …. მე შენ საქართველო!


3) ***


სად არიან შვილები, შვილები სად არიან,
გავალ, გავიხედები, არ არიან, ქარია.
სად არიან შვილები, მე რომ მოგაბარეა,
გავალ, ავეძრახები, არ არიან, ქარია.
საქართველო აქროლდა, ვით ფოთლებში ქარია,
სად არიან შვილები, ქარია, არ არიან.
სად არიან ვეფხვები, ლერწმიანში არიან,
ლერწმიანში ქარია, ვეფხვები არ არიან.
ჩემი მკვდარი კი არა, შენი პატიმარია,
მიველ, ციხე გავტეხე, არ არიან, ქარია,
გოგო, ბიჭი გიყვარდა, თქმა ვერ მოასწარია,
გზაზე გამოეკიდე, არ არიან, ქარია.
ეშმაკს ერქვას სახელად, ვინც მე ხელი დამრია,
სად არიან შვილები, შვილები სად არიან.
იმათ სახელობაზე ხე მაინც ახარეა,
იმ ხესაც ხომ შენ დასწვავ, შენი მოსახმარია,
საქართველო, მითხარი, ნუთუ მხოლოდ ქარია,
სად არიან შვილები, შვილები სად არიან,
გავალ გავიხედები, არ არიან, ქარია,
საყელოზე მოგწვდები, შვილები სად არიან.
არ არიან შვილები, საქართველო ქარია.
ქარია საქართველო, შვილები არ არიან.
დღე არი, არ არიან, ღამეა, არ არიან,
ქარია, არ არიან, არ არიან, ქარია..


4) ***


ახლა ჩემი ფიქრები მომავლისკენ გარბიან
დამიჯერეთ ქართველის ყველა ფიქრი დარდია
სიბერისკენ წასული ვარ ნამცეცი თაობის
უბედური ეპოქის მდგმური არარაობის
ავი დროის ტუსაღი, სისასტიკის მთხრობელი
დროის უკუღმართობის ყინვით გაუთბობელი
ქრისტეს ასაკს მიმდგარი, გონება დარღვეული
ერთ დროს სხვისი ჯალათი, სული გადარეული
თავს ვიმართლებ, ასეთი ბედი ჭედა დროებამ
ცხოველივით გამქონდა ნაცრისფერი ცხოვრება
ახლა ვხვდები ყველაფერს, მაგრამ არის გვიანი
ყურთან ღმერთის ხმა მესმის, შენ ხარ ადამიანი?
სინანულის მჭამს განცდა, ყველა ნამოქმედარის
მინდა სული გავრეცხო, ღმერთის ვიყო მხედარი
მაგრამ ერთხელ დალაქულ ვეღარ ვშველი გონებას
უბადრუკი ცრემლები, აი ჩემი ქონება
ზამთარია ჩემს გულში, სევდისფერად მთოვარი
აი ჩემი მეფობის, ოქროს მონაპოვარი
ახლა ვხედავ ავსა და სიკეთეში სხვაობას
ჰოდა გემუდარებით ჩემს მომავალ თაობას
უფლის კვალზე იარეთ, ნაცვლად ძმათა ომისა
მორჩილებით შეაღეთ კარი ამბიონისა
გონება არ დაუთმოთ ცოდვას ფიქრად მოწოლილს
ბოროტებას ნუ დარგავთ, ჩაიხუტეთ ობოლი
რწმენით მამა-პაპურით ახათქუნეთ თასები
კაენს ნამოქმედარში ნუღარ დაემსგავსებით
სულს ცოდვა გამოგლიჯეთ, ყური კეთილს ათხოვეთ
საქართველოს დიდების ჟამი მოიახლოვეთ
გახსოვდეთ რომ ამ ქვეყნად არარსებობს პირადი
ლუკმა გაუნაწილეთ, მიუსაფარს, მივარდნილს
ჭეშმარიტი გზის მკვლევად, ერთი გქონდეთ კომპასი
სადაც სიყვარულია, სადაც გიხმობთ მოყვასი
გონაბნეულ ასულის, დევნა არის საცდური
ჩანასახში ჩაკალით საქმე არაკაცური
პატიების მომთხოვნელს, მუშტებს ნუ მოუღერებთ
ტყუილს ნუ გაამეფებთ, ნამდვილ გრძნობას უმღერეთ
კუპრის ტბორში ჩაფერფლილს, გამაგონეთ ძახილი
სამშობლოსთვის ნალესი, დამანახეთ მახვილი
ჯოჯოხეთის ქვესკნელში, გამაგონეთ შავლეგო
მინდა სულმა ქართულმა, საზვერენი წალეკოს
მჯერა, მეიმედება, რომ გოლგოთას გაივლით
ქართულ სულსაც დაანთებთ ცაზე ჩირაღდანივით
არ დაკარგოთ ოღონდაც ძლიერება, ერთობა
ერთმანეთის სულისთვის უფალს სთხოვეთ შენდობა
გულით მიუსამძიმრეთ, სევდას ცრემლად ჩამოშლილს
სუნთქვა გადააფარეთ, დედის ხელებს გათოშილს
დამანახეთ ქართველი ერი როგორ აშენდა
ჩამომძახეთ რომ დილა ბედნიერი გათენდა
მამა-პაპის ნასისხლარს ფუჭად არ ჩაუვლია
რომ ქართველის მოშურნე ყველა დამარხულია
გუნდმა შევარდენების, გული შემომინგრიოს
ვისაც შური აცოცხლებს, შურიც იმან იძიოს
თქვენ კი მიტევებასთან მოახდინეთ თანხვედრა
დამანახეთ ბოროტი მადლმა როგორ გახედნა
რაღა გითხრათ მიწა ვარ, სხვა რამ არ დამრჩენია
აწმყომ მე არ მიწყალა. მომავალი თქვენია!



გულწრფელად გეუბნებით მაინტერესებს თქვენი აზრი თითოეულ ლექსზე, თქვენი ობიექტური შეხედულება, რა მოგწონთ და რა არა.

რატომ მაინც და მაინც ეს ოთხი ლექსი? რატომ მოვიყვანე მაგალითად? ამას შემდეგ სტატიაში გეტყვით, მანამდე კი ველოდები თქვენს შეფასებებს ოთივე ლექსთან დაკავშირებით.

0
229
1-ს მოსწონს
ავტორი:პროგრამისტიი
პროგრამისტიი
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0