საქართველო
"ამ ბატონს ვურჩევ მიხედოს თავის ცხრა ცოლს 22 შვილს და 48 შვილიშვილს"- ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი
31 ოქტომბერი, 20:55
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:
"არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტი, მურვან ყრუს შთამომავალი მოჰამად იბნ ზაიდ ალ ნაჰაიანიც აღფრთოვანებულა რუსი ოლიგარქის მიერ არჩევნებად წოდებული საოკუპაციო სპეცოპერაციის ჩატარებით საქართველოში. არც გამკვირვებია.
ჩვენგან მოპარულ მილიარდებს ივანიშვილი სწორედ მის ბანკებში აბანდებს. ამ ბატონს კი ვურჩევ ჯერ ორი წიგნი წაიკითხოს, თუნდაც ათას ერთი ღამე და მიხედოს თავის ცხრა ცოლს 22 შვილს და 48 შვილიშვილს. გაითვალისწინოს რომ ისეთივე დემოკრატიული იყო საქართველოში 26 იქტომბრის არჩევნები, როგორ დემოკრატიულადაც გახდა ის ამ უდაბნოს პრეზიდენტი."- ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის პოსტში.