x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
„ფეხმძიმობის ტესტი გავიკეთე, მეორე ხაზი არ ჰქონდა, მაგრამ მერე შვილი გავაჩინე“ - მევლუდ მელაძე ნინო ნადირაძე
image

.

კლინიკა ვივამედის გენერალურ დირექტორს ნინო ნადირაძე კუზანოვას საპარლამენტო არჩევნებზე ბიულეტენების მეორე მხარეს საღებავის გამოჟონამ მისი ორსულობის სახალისო ამბავი გაახსენა. ამის შესახებ ნადირაძე-კუზანოვა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე წერს. მისი განმარტებით, ორსულობის ტესტს მეორე ხაზი არ დაეტყო და ის უყურადღებოდ დატოვა, რამდენიმე დღეში კი იპოვა და მეორე ხაზი შენიშნა, სულ მალე კი შვილი შეეძინა. ჯერ არ ეტყობოდა, მერე გამოჩნდა მეორე ხაზი, ასევე ფეხმძიმობის ტექსტის მსგავსად არ ეტყობოდა უკანა მხარეს ჩემს ბიულეტენსაც, მაგრამ შემდეგ თუ დაეტყო არ ვიციო - აღნიშნავს ცნობილი ტელესახე და მედიკოსი.

.


“22 წლის წინ ფეხმძიმობის ტესტი გავიკეთე, არ გამოჩნდა მეორე ხაზი, ამოვისუნთქე და გავიქეცი სამსახურში, ტესტი სარეცხ მანქანაზე დამრჩა, 3 დღეში გენერალური დალაგება მქონდა, სარეცხი მანქანის უკან რომ ვასუფთავებდი, ტესტი ვიპოვე, მეორე ხაზიც იყო, 9 თვეში ივიკოც დაიბადა, ამ მეორე მხარეს გამოჩენილ მელანზე გამახსენდა, ბიულეტენის ჩაცურების დროს, ზუსტად მახსოვს არ ჩანდა არაფერი, ერთი საათის მერე რა იყო, ნამდვილად ვერ ვიტყვით, ~ -- წერს ნინო კუზანოვა.

.

.

“ყველაზე უფრო ისინი მახალისებენ, ზუსტად რომ ვიცი, ოპოზიციას რომ მისცეს ხმა, საბიუჯეტო სტრუქტურებში რომ მუშაობენ და კომენტარებში მიგდებს მათ მილოცვებს ოცნების ლიდერებთან♥️ ვინმე გაძალებთ?

,

არა ჩემო კარგო, პოლიტიკური ნიშნით არავინ აგდებს დღეს ვინმეს სამსახურიდან, უბრალოდ ეს უთავმოყვარეო მილოცვები რაში ჭირდებათ?

აი მაგ ღრუსების ძახილმა წაგაგებინათ, შეურაცხყოფაზე აგებული ბოლშევიკური კამპანია რომ აწარმოეთ - წერს ნინო ნადირაძე-კუზანოვა.

.

პრეზიდენტის განცხადებას კი ცალკე სტატუსი მიუძღვნა, სადაც წერს:

.

საერთოდ გასაუქმებელია პრეზიდენტის ინსტიტუტი და ეგ ფული ბავშვთა ონკოლოგიაში ჩადეთ!


0
201
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0