x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
დამთხვევები, რომელთა დაჯერება გაგიჭირდებათ
სიტყვა ისტორია ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს თხრობას, მოთხრობას და არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოების განვითარებას. მაშასადამე, კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს, დღემდე ამოუხსნელ და მისტიკურ ამბებს, სახალისო შემთხვევებს, სხვადასხვა მოვლენას და ა.შ.



image



კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ძალიან ბევრი რამ გადაშენდა და მათ შესახებ რაიმე მითებით ან მხოლოდ ლეგენდების საშუალებით თუ ვიცით.



ჩვენი სამყარო სრული ქაოსია, მაგრამ მასში ასევე არის ადგილი კანონზომიერებისთვის, რადგან, "უბრალოდ არაფერი არ ხდება". დღეს მე მოგიყვებით წარმოუდგენელ დამთხვევებზე, რომლებიც ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ რეალურად მოხდა.




დამთხვევები, რომელთა დაჯერება გაგიჭირდებათ






1. ლინკოლნი და კენედი. image


1. ლინკოლნი გახდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი 1860 წელს. კენედი 1960 წელს. განსხვავება 100 წელია.


2. ორივე მოკლეს პარასკევს, ცოლების თანდასწრებით, ორივე თავში გასროლით.

3. ლინკოლნის შემდეგ, პრეზიდენტი გახდა ენდრიუ ჯონსონი (დაიბადა 1808 წელს). კენედის შემდეგ კი ლინდონ ჯონსონი (დაიბადა 1908 წელს) განსხვავება 100 წელია.

4. ორივე სამხრეთელი, დიპლომატი, პრეზიდენტობამდე სენატორი იყო.


5. ლინკოლნის მკვლელი დაიბადა 1829 წელს, კენედის მკვლელი დაიბადა 1929 წელს, განსხვავება 100 წელია. ორივე მკვლელი სასამართლომდე მოკლეს.


6. ლინკოლნი მოკლეს კენედის თეატრში. კენედი ლინკოლნის მანქანაში მოკლეს.


7. ლინკოლნის მდივანი - კენედი დაჟინებით ურჩევდა ლინკოლნს არ წასულიყო თეატრში მკვლელობის დღეს. კენედის მდივანმა ლინკოლნმა ასევე ურჩია კენედის გაეუქმებინა მოგზაურობა დალასში.


8. ენდრიუ ჯონსონისა და ლინდონ ჯონსონის სახელი და გვარი (ინგლისურ მართლწერაში) 13 ასოა; მათი მკვლელების, ჯონ უილკს ბუმისა და ლი ჰარვი ოსვალდის სახელები 15 ასოა; ლინკოლნისა და კენედის გვარში 7-7 ასოა.







2. ნაპოლეონი და ჰიტლერი. image

1. ნაპოლეონი დაიბადა 1760 წელს, ჰიტლერი - 1889. განსხვავება 129 წელია.


2. ნაპოლეონი ხელისუფლებაში 1804 წელს მოვიდა. ჰიტლერი - 1933 წელს. სხვაობა 129 წელია.


3. ნაპოლეონი ვენაში 1809 წელს შევიდა. ჰიტლერი - 1938 წელს. განსხვავება 129 წელია.


4. ნაპოლეონი თავს დაესხა რუსეთს 1812 წელს. ჰიტლერი - 1941 წ. განსხვავება 129 წელია.



და კიდევ ერთი იდუმალი დამთხვევა:

1992 წელს ფრანგმა მხატვარმა რენე შარბონეუმ, რუანის მერიის დაკვეთით, დახატა ნახატი "ჟანა დარკი კოცონზე". ახალგაზრდა სტუდენტი, ჟანა ლენუა იყო მისი მოდელი. თუმცა, ვრცელ საგამოფენო დარბაზში ტილოს გამოფენის მეორე დღეს უნივერსიტეტის ლაბორატორიაში რეაგენტები აფეთქდა. იქ მყოფმა მოდელმა ჟანამ ოთახიდან ვერ გაასწრო და ცოცხლად დაიწვა.








3. და ბოლოს... image

1896 წელს მეორეხარისხოვანი სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალმა მორგან რობერტსონმა ლონდონში გამოაქვეყნა რომანი "ტიტანის დაღუპვა" ყველაზე დიდი სამგზავრო გემის პირველი და ბოლო მოგზაურობის შესახებ, რომელიც ჩაიძირა აისბერგთან შეჯახებისას. გამოგონილ ტიტანსა და ნამდვილ ტიტანიკს, რომელიც ჩაიძირა 1912 წლის აპრილში, იგივე გარეგნობა და გემის მახასიათებლები, მგზავრების რაოდენობა და მსხვერპლის რაოდენობაც კი იგივე ჰქონდათ. წიგნში აღწერილი „ტიტანიც“ ჩაიძირა 1912 წლის აპრილში.



0
45
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0