x
მეტი
  • 28.11.2024
  • სტატია:138523
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512194
ინდაურის თუ ქათმის ხორცი, რომელი უფრო სასარგებლოა?
ალბათ, ქათამსა და კვერცხზე დავის გამოკლებით, უფრო ხშირად კამათობენ, რომელი უფრო სასარგებლო ხორცია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ინდაურის თუ ქათმის ხორცი. გამოცდილი ექსპერტი, დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგი, ამ საკითხის გარკვევაში დაგეხმარებათ.



image



„როგორც ქათამი, ასევე ინდაური ცნობილია პროტეინის მაღალი შემცველობით და ორივე ხელმისაწვდომი ვარიანტია მათთვის, ვინც ჯანმრთელობაზე ზრუნავს“ - წერს კულინარიული ბესტსელერების ავტორი ფრენსის ლარჯმენ-როტი ჟურნალში TODAY.



„არის ნიუანსები, როდესაც საქმე ეხება ორივე ფრინველის კვებით ღირებულებას, და ის, თუ რომელია უკეთესი თქვენთვის, დამოკიდებულია იმაზე, თუ ქათმის ან ინდაურის რომელ ნაწილზე ვსაუბრობთ და როგორ არის მომზადებული“ - ამატებს ის.




image



თუ ავიღებთ გულმკერდს, კანის გარეშე თეთრი ხორცის მაგალითად, აქ ინდაური ავიწროებს ქათამს დაბალი ქოლესტერინის და მეტი რკინის შემცველობის ხარჯზე. როგორც ლარჯმენ-როტი განმარტავს, როცა განტოლებას ემატება მუქი ხორცი და კანი, ხოლო მიზანია დაბალი ქოლესტერინი, ნებისმიერი ფრინველის თეთრი ხორცი უფრო მუქ ალტერნატივას ჯობნის. ქათმის და ინდაურის კანი ამატებს კალორიებს და დაახლოებით 4 გრამ ცხიმს ულუფაზე, ხოლო ხრაშუნა ნაჭრები კერძის მონელებას ართულებს.



რაც შეეხება ცილის შემცველობას, ქათმის და ინდაურის ხორცი ძვლების და კანის გარეშე თითქმის ერთი და იმავე პოზიციაზეა, მაგრამ ექსპერტის თქმით, „თუ შევადარებთ ქათმის და ინდაურის მუქ ხორცს, ვნახავთ, რომ ინდაურს ოდნავი უპირატესობა აქვს (უფრო ზუსტად, 3 გრამით) ცილის შემცველობის თვალსაზრისით“.



ექსპერტები თვლიან, რომ ფრინველის ხორცის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს უჯრედების და დნმ-ს ნაკლები დაზიანება წითელ ხორცთან შედარებით, რომელიც დაკავშირებულია დიაბეტის, გულის დაავადებების და ზოგიერთი სახის კიბოს განვითარების რისკთან. მონელების თვალსაზრისით, ფრინველის ხორცი სჯობს საქონლის ხორცს, მაგრამ ქათამი ბევრად წინ არის, ვიდრე ინდაური.




image



ლარჯმენ-როტი განმარტავს: „არსებობს ცილის მონელების მაჩვენებელი, რომელსაც ეწოდება PDCAAS (Protein Digestibility Corrected Amino Acid Score). 1 ქულა ითვლება იდეალურად, ანუ ცილა უზრუნველყოფს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ამინომჟავას. ქათმის გულმკერდის მაჩვენებელია 0, 93, ინდაურის გულმკერდის - 0, 91, რაც ქათმის ხორცს უფრო სრულყოფილს ხდის“.



ექსპერტი ამბობს, რომ როგორც ინდაურის, ასევე ქათმის ხორცი თქვენი გრილის სიაში ყოფნას იმსახურებს. „თუ მუქი ხორცი გიყვართ და ცდილობთ მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი ყოველდღიური ცილის მიღება, მაშინ ინდაური ქათამს ერთი ფრთით ამარცხებს“ - განმარტავს ის. „გარდა ამისა, მასში მეტი ქოლინია - საკვები ნივთიერება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტვინის ჯანმრთელობისა და მეხსიერებისთვის.



ასევე დაგაინტერესებთ:

ლობიო თუ ოსპი, რომელი უფრო სასარგებლოა?

მეცნიერებმა დაასახელეს 11 ყველაზე მკვებავი პროდუქტი, რომლებიც არსებითად სუფთა ენერგიაა

5 პროდუქტი, რომელიც კოლაგენის გამომუშავებას აძლიერებს: კანს აუმჯობესებს

ბადრიჯნის ყიდვის დროა: რა სარგებელი აქვს და რა მოვამზადოთ მისგან

საზამთრო თუ ნესვი - რომელი უფრო სასარგებლოა?

0
426
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
426