ამ ლამაზი გოგონების სილამაზემ არ მოგატყუოთ, პროფესიონალი პოლიციელები არიან და ნებისმიერს "დააშოშმინებენ"
ბევრს პოლიციელი ქალი, რადგან ქალია და სუსტ სქესს წარმოადგენს რეალურადაც სუსტია და ხშირად "რაჟა სარჩიმელიასავით გაეჭიმება", რასაც უმრავლეს შემთხვევაში მამაკაც პოლიციელებს ვერ გაუბედავენ.
არა და ასეთები სასტიკად ცდებიან, ამ სტატიაში წარმოდგენილი საკმაოდ ლამაზი და კარგი გარეგნობის პოლიციელი გოგონები ისე არიან გაწვრთვნილი, საჭიროებისას მანქანიდანაც გადმოგიყვანენ, ფეხებგაშლილსაც დაგაყენებენ გასაჩხრეკად და კეფაზე ხელებშემოწყობილებს მუხლებზეც დაგაყენებენ. ესეც არაფერი, თუ მათი, მათი მეწყვილის ან საზოგადოების თუნდაც ერთი რიგითი წევრის უსაფრთხოებას ვინმემ საფრთხე შეუქმნა დაუფიქრებლად "დააჭედებენ" ტყვიას. სროლა კი მოგეცათ ლხენა კარგად ეხერხებათ, რადგან წელიწადში რამდენიმეჯერ გადიან გამოცდას სროლაში უძრავ თუ მოძრავ სამიზნეებზე.
სათვალეებმაც არ მოგატყუოთ, არავინ მიიღებს არს მარშალის სამსახურში და არც პოლიციის დეპარტამენტში ქალს, რომელიც მხედველობის დასაშვებ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს.
არც მათმა, ხშირ შემთხვევაში მოდელის გარეგნობამ შეგიყვანოთ შეცდომაში-კარგი ფიზიკური მომზადების გარეშე და მომზადების სრული კურსის გავლის გარეშე არავინ მისცემს მათ პოლიციელის სამკერდე ნიშანს და იარაღს მით უფრო არავინ ანდობს.
ესენია პროფესიონალთა გუნდის წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი საქმე იდეალურად იციან და თუ კანონდამრღვევი ხართ მათგან დანდობას ნუ ელოდებით, ისინი იცავენ კანონს-ესაა და ეს.
სხვათაშორის ქალი პოლიციელები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ევროპის რიგ ქვეყნებში ძალიან მაღალ თანამდებობებზე არიან, კარიერა კი პროფესიონალიზმის წყალობით გაიკეთეს.
ქალი მაინც ქალია და სელფი ფორმაშიც ისე უყვართ, როგორც ფორმის გარეშე და ამის გამო ნუ დავძრახავთ მათ.
პოლიციელი გოგონების კოლაჟი, რომლებიც ბრწყინვალედ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს.