x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
5 მსახიობი, რომელსაც ფილმში სათამაშოდ ტანსაცმელი არ სჭირდება

image


მაყურებლის მოსაზიდად და ბევრი ფულის საშოვნელად რეჟისორები და პროდიუსერები ზოგჯერ მოძვლებულ ხრიკებს მიმართავენ, რაც ნამუშევრებში მრავალრიცხოვანი "თამამი" სცენების ჩართვას გულისხმობს, მაგრამ მსახიობების უმეტესობა ასეთ პროექტებში მონაწილეობას თავს არიდებს, რადგან მშვენივრად ხვდება, რომ მსგავსმა სცენებმა შესაძლოა არც თუ დადებითი გავლენა იქონიოს მათ კარიერაზე, თუმცა რაღა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობენ.




ტომ კრუზი


image


ერთ-ერთი ასეთი მსახიობი - ტომ კრუზი გახლავთ. მან საკუთარი მოღვაწეობა დაიწყო ფილმით "ყველა სწორი სვლა", რომელიც შიშველი სცენების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა, თუმცა ამ ფაქტს მისთვის ხელი არ შეუშლია ის მაყურებელს მოსწონებოდა და მისმა კარიერამაც აღმასვლა განიცადა.



ანჯელინა ჯოლი


image


კიდევ ერთი ასეთი მაგალითი ანჯელინა ჯოლია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბის სექს-სიმბოლოდ ითვლებოდა. ასეთი რეპუტაციის მოსაპოვებლად კი მას თითქმის ყველა ფილმში გაშიშვლება მოუწია, თუმცა ყველა მაყურებელი დადებითად როდი აფასებს მსახიობის ფიგურას, მეტიც, არაერთი მათგანი საკამათოდაც კი მიიჩნევს მის პლანეტის ყველაზე მაცდუნებელი ქალის სტატუსსაც.




ჯერარდ ბატლერი


image


ცნობილმა შოტლანდიელმა მსახიობმა უარი განაცხადა დუბლიორის გამოყენებაზე და ყველა ინტიმური სცენა თავად შეასრულა. მისგან ამას არავინ ელოდა. ჯერარდის დედიშობილა ხილვა შესაძლებელია 1997 წელს გადაღებულ მის სადებიუტო ფილმში "მისის ბრაუნი".




ნიკოლ კიდმანი


image


მსახიობმა სტენლი კუბრიკის ფილმში "ფართოდ დახუჭული თვალები" თავისი საოცარი ხიბლისა და ქარიზმის წყალობით მაყურებლის ყურადღება გამოჩენისთანავე მიიპყრო. რეჟისორები, რომლებმაც კარგად იციან მისი მაგნიტური ხიბლის შესახებ, სიამოვნებით იწვევენ თამამ პროქტებში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა არც თავად მსახიობი არ გახლავთ ასეთ ჟანრში თავისი უნარების დემონსტრირების წინააღმდეგი, რაც მას, როგორც მსახიობს კიდევ უფრო მეტ პროფესიონალიზმს მატებს.




ენ ჰეთეუეი


image


რეჟისორებმა ენ ჰეთეუეის ნიჭის მრავალფეროვნება მყისიერად დააფასეს და მსახიობის სერიოზულ ფილმებში მიწვევა დაიწყეს, რამაც მას "ემის", "ოსკარის" და "ოქროს გლობუსის" ჯილდოები მოუტანა. ენს საკუთარი სხეულის დემონსტრირების არ ეშინია, ამის დასტურად კი მისი ფორმებით ტკობა შეგიძლიათ ფილმებში - "რეიჩელი ქორწინდება", "ქაოსი" და "სიყვარული და სხვა წამლები".








0
478
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
478