ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების მოყვარული კიდევ ერთი ცნობილი რუსი მსახიობი გარდაიცვალა
მოსკოვში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს 49 წლის ცნობილი რუსი მსახიობი იური პონომარენკო, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა ფილმებით "Глухарь" და "Карпов".
მსახიობს უყვარდა განმარტოებით ცხოვრება და ჭარბად მოიხმარდა ალკოჰოლს, თუმცა როლის შესრულებას მუდამ პასუხისმგებლობით ეკიდებოდა და გადაღების დღეებში ალკოჰოლს არ ეკარებოდა, რასაც გადაღებების მერე სწრაფად ანაზღაურებდა ხოლმე.
მსახიობი თეატრის მიერ გამოყოფილ კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა, საღამოს ძალიან მთვრალი მეზობლებმა აიყვანეს ბინამდე. დილით მოიკითხეს და კარებზე დარეკეს, რასაც მსახიობის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. მობილურზე დარეკვისას აღმოჩნდა, რომ მსახიობის მობილურის ზარის ხმა ბინიდან გამოდიოდა.
მეზობლებმა სამაშველო სამსახური და პოლიცია ერთად გამოიძახეს, მაშველებმა კარი სწრაფად გააღეს, ბინაში შესულმა პოლიციელებმა დივანზე იპოვეს გარდაცვლილი მსახიობი, რომელიც სისხლის გუბეში იწვა პრაქტიკულად.
დივნის გვერდით ხის კარადას სისხლის კვალი აშკარად ეტყობოდა, ასევე იატაკზე ბლომად იყო სისხლის კვალი.
მსახიობი პროზექტურაში გადაასვენეს, მსახიობს ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებოდა. საგამოძიებო სამუშაოების ჩატარების შემდეგ კრიმინალისტებმა აღადგინეს მომხდარის სურათი. მსახიობი, როგორც ჩანს ჯერ მაცივართან მივიდა, საიდანაც ალკოჰოლური სასმელი გამოიტანა და საკმაოდ ჭარბად მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ჭარბი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.
დივნისკენ მიმავალი წაბარბაცდა და კეფით ხის მასიური კარადის მახვილ კუთხეს დაარტყა გამეტებით თავი, რამაც თავის მძიმე ტრავმა და ძლიერი სისხლდენა გამოიწვია. მსახიობმა დივანზე წამოწოლა შესძლო და დიდი ალბათობით გაითიშა, ყოველივე ამის შედეგად 49 წლის მსახიობი სისხლისაგან დაიცალა და გარდაიცვალა.
იური პონომარენკო დაიბადა 1975 წლის 7 მარტს. მუშაობდა რომან ვიტიუკის თეატრში და მელნიკოვის თეატრში. ითმაშა ისეთ ცნობილ რუსულ სერიალებში, როგორიცაა "Склифосовский", "Глухарь", "Карпов", "Офицеры 2".