რელიგია "წაბლის ბანკეტი"-გარყვნილება და ორგია რომის პაპის კარზე+16 2024, 30 ოქტომბერი, 12:48 ![]() რომის პაპის სასახლეში გამართულ ნადიმს, სხვა სტუმრებთან ერთად ალექსანდრე VI თავის შვილებთან: ჩეზარე და ლუკრეცია ბორჯიებთან ერთად ესწრებოდა. მასში მონაწილეობას იღებდა 50 მეძავი (კურტიზანი), რომლებიც მოქეიფეებთან ჯერ ჩაცმულები, ხოლო შემდგომ გაშიშვლებულები ცეკვავდნენ. ნადიმის დასრულების შემდგომ, ვერცხლის შანდლებს მაგიდიდან იატაკზე აწყობდნენ, მათ შორის წაბლს მიმოაბნევდნენ და ოთხზე დამდგარი შიშველი მეძავები მათ შეგროვებას იწყებდნენ. ამის შემდეგ სასულიერო პირები და საღამოს სხვა სტუმრები მეძავებთან სექსუალურ კავშირს ამყარებდნენ. ვის უფრო ყველაზე მეტჯერ ექნებოდა კურტიზანებთან სქესობრივი კავშირი. მაყურებლები, რომლებიც მსაჯების როლსაც ასრულებდნენ, დათვლის შედეგად გამარჯვებულებს გამოავლენდნენ და ჯილდოებს გადასცემდნენ.ჯილდო იყო აბრეშუმის მოსასხამები, ფეხსაცმელი, ბერეტები და სხვა . ამერიკელი ისტორიკოსისა და ბიოგრაფის უ. მანჩესტერის თქმით, „მოსამსახურეები პაპს უთვლიდნენ თითოეული მამაკაცის ორგაზმს, რომელიც დიდად აღფრთოვანებული იყო მათი მამაკაცურობით და მათ ეაკულაციას მოცულობაში ზომავდა “. ის ასევე აღნიშნავს, რომ სექს სათამაშოებსაც იყენებდნენ. ![]() მთავარ ფოტოზე:"წაბლის ბანკეტი"-ჰეინრიხ ლოსოვის ფერწერა 211 3-ს მოსწონს
|