სხვა გინესის რეკორდსმენი, ყველაზე დიდი ტუჩების მფლობელი სოჭის კანალიზაციაში გარდაცვლილი იპოვეს 30 ოქტომბერი, 10:22 ერთ თვეზე მეტი ხნის წინ სოჭში გაუჩინარებული კრისტინა რეის ცხედარი კანალიზაციაში იპოვეს.
35 წლის კრისტინა რეი (კოჟევნიკოვა) იუჟნო-სახალინსკიდან იყო . მან პირველი ტუჩის გადიდების ინექცია 17 წლის ასაკში გაიკეთა, შემდეგ რამდენჯერმე გაიმეორა. შედეგად, იგი მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც "მის ყველაზე დიდი ტუჩების მფლობელი რუსეთში". მაგრამ მან მაინც განაგრძო ტუჩების გადიდება. თუმცა ერთხელაც მობეზრდა და ახალგაზრდა ქალი თავის ბუნებრივ გარეგნობას დაუბრუნდა. "ძალიან სამწუხაროა, რომ გახდე ცნობილი მთელ მსოფლიოში შენი სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილით. თუ ფიქრობთ, რომ სწორედ ასეთი წარმატებისთვის ვიღვწოდი, მაშინ ცდებით, ეს ასე არ არის. ჯობია საერთოდ არ იყო ცნობადი, ვიდრე ასეთი რამით იყო ცნობილი. ტუჩები გავიკეთე არა ამ მიზნით, არამედ მხოლოდ ჩემი პირადი ოფოფების გამო, რომლებიც მიბმული იყო ბავშვობის მძიმე ფსიქოტრავმებთან."-ამბობდა რეი ბოლო ხანებში ის სოჭში ცხოვრობდა და მანიკურისტად მუშაობდა. 28 სექტემბრიდან ქალბატონი კავშირზე აღარ გამოდიოდა, კრისტინას ოჯახმა და მეგობრებმა განგაში ატეხეს და დაუკავშირდნენ პოლიციას. ამავდროულად, მათ განაცხადეს, რომ მას დიდი ხანია პრობლემები ჰქონდა არალეგალური ნივთიერებების მიღებასთან დაკავშირებით. "ჩვენ 2018 წელს გავიცანით ერთმანეთი.«Перезагрузки»-ის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვიყავი. კრისტინა კეთილი და ხალისიანი იყო, მაგრამ დამოკიდებული! პროექტის გადაღების დროს ერთი თვე ერთ ბინაში ვცხოვრობდით. ყოველდღე სვამდა ლუდს. ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას კი არასოდეს მალავდა. მომიყვა, რომ ის უკვე სარეაბილიტაციო ცენტრშია და მკურნალობს. 2022 წელს შვებულებაში ჩავფრინდი სოჭში, მახსოვს მივწერე „აქ ვარ. იქნებ გნახო?" მან არ მიპასუხა. მას შემდეგ აღარ შევხმიანებივარ“, - თქვა დაკარგული ქალის მეგობარმა. სოჭის კანალიზაციაში ქალის ცხედარი იპოვეს. ტატუებზე დაფუძნებული წინასწარი იდენტიფიკაციამ აჩვენა, რომ ეს არის კრისტინა.თუმცა ეს საბოლოოდ დადგინდება ექსპერტიზის შემდეგ. 326 3-ს მოსწონს
|