საზოგადოება „მეფეებს აგინეს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ქართულ ჯარს აგინეს, პოლიციელებს აგინეს … და რატომ წავაგეთო“ – ედმონდ მინაშვილი 29 ოქტომბერი, 20:55 . რუსთაველის თეატრის მსახიობი, ედმონდ მინაშვილი ოპოზიციის მიერ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წაგებას ეხმიანება. მსახიობი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ამ ქვეყანაში ყველა ღირსეულ პროფესიონალს აგინა და ამის შემდეგ მათ საარჩევნო მარცხი აღარ უნდა გაუკვირდეთ. . „ბიჭოო ... დიდებულ მეფეებს აგინეს,
ისტორიას აგინეს,
სპორტსმენებს აგინეს,
ხელოვანებს აგინეს,
ქართულ ჯარს აგინეს,
პოლიციელებს აგინეს,
პატრიარქს და მღვდლებს აგინეს,
მრევლს აგინეს,
ტრადიციებს აგინეს,
მშვიდობას აგინეს,
ღვინოს აგინეს,
კახელებს აგინეს,
იმერლებს აგინეს,
აფხაზებს აგინეს,
მარნეულელებს აგინეს,
ელჩებსაც აგინეს,
საკუთარი ბელადი ადიდეს,
ერთმანეთის ცოლებიც კი გაცვალეს,
სამშობლო გაყიდეს,
სტრასბურგში ვერცერთი საქმე ვერ მოიგეს,
ვისი ვისაში აქვთ ვერ გაიგებ,
ერთმანეთს ხომ მკვდარი და ცოცხალი აგინეს და აგინეს ... დაა ჰოი საოცრებავ ...
რატომ და როგორ წავაგეთოოო?!
(სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს)– წერს ედმონდ მინაშვილი.
628 1-ს მოსწონს 1-ს არა
|