სოჭში კანალიზაციის მილში იპოვეს სრულიად შიშველი, გარდაცვლილი ცნობილი მოდელი და ბლოგერი ქრისტინა რეი
სოჭში კანალიზაციის გამანაწილებელ მიმღებში იპოვეს 1 თვის წინ დაკარგული რუსი ბლოგერი და მოდელი ქრისტინა კოჟევნიკოვა, რომელსაც საზოგადოება უფრო ქრისტინა რეის სახელით იყო ცნობილი.
ქრისტინა რეი წლების წინ დასთან ერთად პეტერბურგიდან სოჭში გადავიდა საცხოვრებლად, მისი თქმით პეტერბურგი დატვირთული ქალაქი იყო, სადაც განტვირთვის საშუალება პრაქტიკულად არ იყო, სოჭში კი სამხრეთის თბილი კლიმატი, ზღვა და თავად ქალაქის ცხოვრება ძალიან იზიდავდა მას.
ქრისტინა გახდა რუსეთში ყველაზე დიდი ტუჩების მქონე ქალი, მან ფილერის დახმარებით გაიდიდა ტუჩები, რისი წყალობითაც გინესის, რეკორდების წიგნშიც მოხვდა.
ქრისტინამ რეკორდის დამყარების შემდეგ ძველი გარეგნობა დაიბრუნა და მოდელობაც დაიწყო, პარალელურად კი ბლოგერობას მიჰყო ხელი. მაღალმა ფულადმა შემოსავალმა ქრისტინას ცუდ გარემოში მოხვედრისათვის გზა გაუხსნა, ის ნარკოდამოკიდებული გახდა, მან დაიწყო აურაცხელი პლასტიკური ოპერაციების გაკეთება, თავზე ტატუები გაკეთა, ყურებზე უზარმაზარი ნახვრეტები გაიკეთა, თავზე კი ოქროს რქები ჩაიდგა.
ოჯახის წევრებთან მუდმივი კონფლიქტის მიზეზი სწორედ ნარკოდამოკიდებულება გახდა. მას ოჯახის წევრებმა პირდაპირ უთხრეს, რომ ის სიკვდილს ეთამაშებოდა და საჭირო იყო მისი მკურნალობა, წინასწარ შეუთანხმდნენ ერთერთ კლინიკას, სადაც მას ანტინარკოტიკული რეაბილიტაციის სრული კურსი უნდა გაევლო.
ქრისტინამ ოჯახის წევრებს თანხმობა განუცხადა, მაგრამ სახლიდან გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
ზუსტად ერთი თვის შემდეგ კომუნალური სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც საკანალიზაციო მილს წმენდნენ სრულიად შიშველი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, მისი ვინაობის დადგენა ტატუებით გახდა შესაძლებელი.
საგამოძიებო ორგანოებმა დაადგინეს ის პირიც, რომელთანაც ბოლოს მივიდა ნარკოტიკის მისაღებად ქრისტინა.
წამლის მომხმარებელ ბიჭს არ დაუმალავს, რომ წამალი ქრისტინამ მასთან ერთად გაიკეთა, მაგრამ არ გაჩერებულა. როგორც გამოძიებით დადგინდა ასევე, ქრისტინას ქალაქს 7 ადგილი ეგულებოდა, სადაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ ნარკოტიკის აღება ან მიღება შეეძლო. ოჯახის წევრებისთვის და გამოძიებისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რა უნდოდა საკანალიზაციო მილში ქრისტინას, სადაც მუდმივად წყლის სწრაფი დინება იყო, ან რა უნდოდა სრულიად შიშველს საკანალიზაციო მილში.
გამოძიება გრძელდება, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ძნელია იმის დადგენა თუ როგორ მოხვდა ქრისტინა საკანალიზაციო მილში, თან სრულიად შიშველი. მას არანაირი ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პათოლოგ-ანატომების თქმით მისი ცხედარი დიდხანს იმყოფებოდა წყალში, მათ ვერანაირი ძალადობის კვალი ვერ დააფიქსირეს.