უკრაინიდან პოლონეთის გავლით წამოვედი, ვარშავაში ჩვენი დანაყოფის ყოფილი მებრძოლი მელოდებოდა, პოლონელია უკრაინაში მოხალისედ საკმაოდ დიდხანს იბრძოლა და როცა ჩათვალა, რომ მოვალეობა მოიხადა პოლონეთში დაბრუნდა. დაბრუნების წინ კი ვარშავაში მისი მისამართი დამიტოვა, თუ მეწვევი გამიხარდებაო.
ლვოვში მშობლებთან 1 დღიანი გაჩერების მერე ვარშავას მივაშურე და ვოიზეკთან გავჩერდი ერთი ღამით. რასაც ჰქვია ზედ გადამყვნენ, ვარშავა საკუთარი მანქანით მომატარა, ბევრგან გავიგე ქართული საუბარი. ბარში ლუდზე დამპატიჟა, თუმცა ბარმენთან მისმა საუბარმა შევატყვე ხასიათი გაუფუჭა.
მიზეზი, რომ ვკითხე მითხრა: ეს ახალგაზრდა უკრაინელია და იმის ნაცვლად სამშობლოს დასაცავად იბრძოლოს, აქ ჩვენს ხარჯზე ფულს აკეთებსო.
გამოვედით ბარიდან, ვოიზეკმა ბილეთი დამიჯავშნა და მისი სახლისკენ გავეშურეთ. მეორე დღეს კი სუვენირებით "დამტვირთა" და ვინაიდან თავად სამსახურში უწევდა წასვლა, ტაქსი გამოიძახა.
მოვიდა ტაქსი, საბარგულში ჩემი ბარგის ჩადება მძღოლმა არც კი იკადრა. გავემართეთ აეროპორტისაკენ, გზაში მძღოლთან დროის გასაყვანად საუბარი ვცადე ინგლისურად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ინგლისური არ იცოდა. როცა რუსულად ვკითხე, მითხრა რომ უკრაინელი იყო. უკრაინული ქართულივით ვიცი ბევრჯერ დაწერილი მიზეზების გამო და უკრაინულად გავუბი საუბარი.
როცა ვუთხარი, რომ უკრაინიდან მოვდიოდი, სადაც უკვე ორჯერ მოვასწარი ბრძოლა, მორიდების გარეშე მკითხა: იმედია კარგი ფული გააკეთე?
აქ მართლა გავბრაზდი და უკრაინული პასპორტი დავანახე, სანამ რამეს იტყოდა ვუთხარი, რომ მე უკრაინაში ფულის საშოვნელად კი არა, როგორც უკრაინის მოქალაქე ჩავედი საბრძოლველად და ფულზე საუბარი ზედმეტი იყო.
მოცლილი ყოფილხარ!-საკმაოდ უხეში ტონით მიპასუხა უკრაინელმა მძღოლმა, არ დავმალავ-ჯერ გავიფიქრე, გადავიყვან ამას მანქანიდან და დავუბუშტავ ცხვირპირს მეთქი, მაგრამ ეს აზრი უკუვაგდე, აეროპორტთან უკვე ახლოს ვიყავით და პოლიციასთან კონფლიქტი ნამდვილად არ მინდოდა.
შენ დეზერტირი ხარ, შენი ასაკის კი არა ბავშვები იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისათვის. შენ და შენნაირები ევროპაში დაწანწალებთ, ყველგან ცუდი სახელი დატოვეთ და აქამდე მოყვანაში, როგორც უკრაინის მოქალაქე და ნაბრძოლი დეზერტირად გთვლი და ერთ ზლოტსაც კი ვერ მიიღებ ახლა ჩემგან მეთქი!
ტიპი აყვირდა, მე კი ბარგს მოვკიდე ხელი, ჩანთა მხარზე გადავიკიდე და შესასვლელისკენ გავემართე. ტიპმა სადღაც დარეკვა დააპირა, იქვე მდგომმა ახალგაზრდებმა ინგლისურად მკითხეს თუ რა ხდდებოდა, მოკლედ ავუხსენი ყველაფერი.
ეგრევე ერთი ძალიან ცნობილი პოლონური სიტყვის ძახილი დაიწყეს, მძღოლს მობილური ხელიდან გამოგლიჯეს და იქვე დაულეწეს.
მძღოლი მანქანაში ჩახტა და გაიქცა. ბიჭებს მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ ომიდან მომავალი ქართველი ვიყავი. ეგრევე ლუდზე დამპატიჟეს, სამწუხაროდ დრო არ მრჩებოდა და გამოვემშვიდობე.
სამწუხაროა, მაგრამ მაშინ როცა ქართველი და უცხოელი მოხალისეები (არ ვსაუბრობ დაქირავებულებზე) უკრაინაში იღუპებიან, დეზერტირი უკრაინელები ფაროსანასავით მოედო მთელ ევროპას და ყველგან თავიანთ წესებს ადგენენ.
ცხოვრებაში ფულის გადაუხდელად არ მიმგზავრია, მაგრამ არ ვნანობ, დეზერტირ უკრაინელს ფული, რომ არ გადავუხადე.
P.S
მაფრთხილებდნენ საქართველოში ჩასვლისას, როგორც აქ ნაბრძოლს პრობლემებს შეგიქმნიანო.
არანაირი პრობლემა, ნიუხედავად იმისა, რომ უკრაინული პასპორტით წავედი და ჩამოვედი.